ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

გუშინ დილით ჩემი ძველი ინტერნეტი გამოვრთეთ და ახალზე დავწერეთ განცხადება. ორ-სამ დღეში მოვალთო გვითხრეს და ჩემი პატარა და საყვარელი მოდემი წაიღეს. დავრჩი ინტერნეტის გარეშე.

რა უნდა აკეთო სახლში, თუ გარეთ გასვლა არ გინდა, ცივა და თოვს, შენი შეყვარებული დილიდან საღამომდე მუშაობს, ტელევიზორში არაფერია საინტერესო და ინტერნეტიც არ გაქვს?

კიდევ კარგი ერთი პოსტი ზაქარიზე წინასწარ მქონდა გამზადებული და სამი ფილმი წინაწარ გადმოწერილი, პლიუს 5-6 მიმდინარე სერიალების ახალი სერიები და ბიგ ფიშის თამაში, რომელსაც ვოლკსროუს გარეშე ვერ ვთამაშობ.

დღის განმავლობაში გამოვიზოგე ეს სამი კინო და სერიალები, ერთი-ორი საათი ლიკას ველაპარაკე ტელეფონით, ინტერნეტი იმასაც გამორთული აქვს და მოწყენილი იჯდა. ცოტა ახლოს მაინც ცხოვრობდეს, მეზარება ხოლმე ფეხით გასვლა, არადა ტრანსპორტი არ მიდის იქით ჩემი ქუჩიდან 😦

ჰოდა რას ვუყურე… ორი ფილმი კეიტისგან მოვიპარე 🙂 ჯერ ვანესას heartbreaker (2010), ფრანგული ფილმები არ მიყვარს, მაგრამ ეს მთლად ფრანგული არ იყო 🙂 შინაარსი ბანალური, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ საყურებელი, ახალგაზრდა ბიჭს ფულს უხდიან იმაში, რომ შეყვარებული წყვილები ერთმანეთს დააშოროს, მაგრამ როცა ვანესაზე მიდგება საქმე, ეს ბიჭი თვითონ აღმოჩნდება შეყვარებული.

ვანესა აქ ძალიან მომეწონა თავისი საფირმო გაყოფილი კბილებით, ისე რამდენი ხანია ეს და ჯონი შეაბერდნენ ერთმანეთს, მიკვირს 🙂 არატრადიციული ჰოლივუდური ოჯახი.

მერე ცოტა ხანი შევისვენე, ფანჯრიდან გადავხედე გარემოს 🙂 ერთი მთვრალი კაცი ბალახებში ჩაწვა და გემრიელად მოიკალათა, მაგრამ მერე შეცივდა ალბათ, გაჭირვებით ადგა და წავიდა, თან თეთრი შარვალი ეცვა 🙂

მერე ისევ უინტერნეტო კომპიუტერს დავუბრუნდი და მეორე ფილმს, burlesque 2010-ს ვუყურე.

ახალგაზრდა და ამბიციური კრისტინა აგილერა ჩადის ლოს ანჯელესში წარმატების მისაღწევად და მიმტანად დაიწყებს მუშაობას ბარ ბურლესკში, რომლის მფლობელიც ქალბატონი შერია. ამ ბარის ვარსკვლავია კრისტენ ბელი (პირველად ვნახე სწერვა გოგოს როლში). მმმ, ჰოდა ამ ბარში სიმპათიური ბარმენია, რომელიც კრისტინას თავის ბინაში შესთავაზებს ცხოვრებას, რადგან მის ბინას გაძარცვავენ და უფულოდ დატოვებენ, ნუ რა თქმა უნდა მეგობრულად ვითომ, ამ ბიჭს საცოლე ჰყავს 🙂 ხოდა მიყვარს მე კემი:

შერის ბარის ყიდვა ბოროტ ერიკ დეინს უნდა, უუუსაყვარლესი კაცია, პლასტიკური ქირურგი გრეის ანატომიიდან, ძალიან მომწონს და ისიც პირველად ვნახე ბოროტ როლში, კრისტინას ეპრანჭება და ისეთ ფეხსაცმელს აჩუქებს სულ თვლებით მორთულს, გული თუ არ დამარტყამდა არ მეგონა.

მერე კემს და კრისტინას ერთმანეთი უყვარდებათ, კემი საცოლეს შორდება, მერე ეს გოგო დაადგება თავზე, glee-დან საყვარელი დიანა აგრონი, სულ ორწუთიანი როლი აქვს და ბოლოს ჰეფი ენდი, კრისტინა ვარსკვლავი გახდება და ბარსაც იხსნის. ესეც ასე.

და მესამე, ადამ ბროუდის ხათრით ვუყურე in the land of woman 2007

ადამს თავისი ცხოვრების სიყვარული დაშორდება და გულგატეხილი ჩადის ავადმყოფ ბებიათან საცხოვრებლად. პირველივე დღეს გაიცნობს მეზობელ ოჯახს – დედა, მეგ რაიანი, რომელსაც ქმარი არ უყვარს და მკერდის კიბო აქვს, და მისი შვილი თინეიჯერი კრისტენ სტიუარტი ქერა თმებში 🙂

თითქოს რომანი კრისტენსა და ადამს შორის რომ უნდა გაიბას, მეგი და ადამი უფრო გამონახავენ საერთო ენას. განსაკუთრებით კოცნის სცენამ შემძრა წვიმაში 🙂 რამდენჯერმე გადავახვიე 🙂

კარგი, მერე ისევ შესვენება გავაკეთე, ამასობაში გახდა 8 საათი, ცოტა კიწი ვაწვალე, მაგრამ გამექცა და დასაძინებლად წავიდა, 12-მდე დრო უნდა გამეყვანა როგორმე, მერე ოსკარები იწყებოდა. ვამპირის დღიურების ერთ სერიას და ფემილი გაის ორ სერიას ვუყურე. თან უიმედოდ შევცქეროდი მოტრიალე სკაიპის ნიშანს.

12-მდე დიდი ქართული შედევრი, მისტიკური ტრილერი, ფანტასტიკური დრამა, და უბრალოდ საოცარი ფილმი, ისეთი, რომ პირდაღებულს დაგტოვებდა – სეზონი გადიოდა და მეორედ შევავლე თვალი და დავტკბი საოცარი სცენარით და მსახიობების ვირტუოზობით. დიალოგები აქვს რაღაც სასწაული, გონებამახვილური ფრაზებით – “პროსტა არ იქცეოდა რააა სწორაად რააა” – გაწელილი ფრაზა, რომელიც ჩემი ფავორიტია. ბოლოსკენ ლიკამ დამირეკა და ერთად ვტკბებოდით უაზროდ გაწელილი ფინალით.

როგორც იქნა ჩვენი სკანდირების ფონზე “ჩაიხრჩე, ჩაიხრჩე” დამთავრდა კინოც და დაიწყე ჩვენი ოსკარები.

სამწუხაროდ შესავალი არ აჩვენეს წითელი ხალიჩის, პირდაპირ ცერემონია დაიწყო, პრინციპში როგორც ველოდებოდით, ყველაფერი გამართლდა, კრისტიანზეა შეყვარებული ბავშვობიდან და გაუხარდა ოსკარი რომ აიღო 🙂 სათამაშოების ისტორიაც გამიხარდა 🙂 სამ საათამდე გაჭირვებით გავძელით, როგორც იქნა დამთავრდა და გამოვრთე ტელევიზორი, მერე ჩემი უსიცოცხლო კომპიუტერი და დავწექი.

დღეს დილით მოვიდა საყვარელი კაცი და ჩაგვირთო ინტერნეტი და მე ძალიან ბედნიერი ვარ 🙂

Advertisements

8 thoughts on “ერთი დღე ინტერნეტის გარეშე

  1. sheni ar iyos da mec internetis gareshe viyavi cuxel… ubralod ar gadamixdia 😀 dges xelpas avigheb da 2 tvis cinascar gadavixdi 🙂 xoda samushaodan rom movedi arc chamirtavs usicocxlo kompiuteri da 9 saatze televizoris cin mkvdarivit chamedzina 😀 ai egre gaverte internetis gareshe 🙂

  2. ძალიან მესიამოვნა, რომ ფილმები ჩემი პოსტის შედეგად გადაწერე. ერთ კაცს მაინც გამოადგა ეგ პოსტები. კიდევ ვაპირებ მსგავსი სახის პოსტების გაგრძელებას.
    in the land of women ადრე მაქვს ნანახი და მეც ედრიენის გამო ვუყურე. კრისტენს მაშინ არ “ვიცნობდი”. კემი როგორ მიყვარს. ეს პოსტიც ნანახი გექნება შენ http://www.k84u.com/2008/12/oc.html

    “ბურლესკი” კარგი ხარისხით დევს???

    “heartbreaker”–ი მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული ფილმები მეც არ მიყვარს. თუმცა “ამელი”–მ გონება ოდნავ გადამიტრიალა.

    ზოგადად კი, მომწონს ეს ბლოგი. keep posting. 🙂

    • კი 2010იანია და რამდენი ხანია არის კარგი ხარისხი.
      არა, გამონაკლისებიც მაქვს ფრანგულ ფილმებში, მაგალითად ტაქსი მიყვარს ძალიან, მილიონი წელი ჩვენს ერამდე აბსურდული კომედია ვგიჟდები 🙂 მაგრამ მაინც.

      • ხო, “ტაქსი” მეც ძალიან მიყვარს. კიდევ სოფი მარსოს მონაწილეობით ციმერმანი კარგია, მომწონს.

        მაგრამ ეგ ერთეულებია.

  3. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩემი სახლიდან შენს სახლამდე და პირიქით სულ რაღაც 10-12 წუთის სასიარულოა და შენ ზარმაცი იყო სიშორეს დააბრალე 😛

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s