ჩემი crush-ი

ვიცი ტვინი მო****ი ამ კაცზე ლაპარაკით, მაგრამ ისე როგორ უნდა გამიძლოს გულმა, რომ ერთი განსხვავებული პოსტი არ მივუძღვნა, უბრალოდ არ შემიძლია.

მაშ ასე:

ზაქარი კინტო დაიბადა 1977 წელს პიტსბურგში, დაამთავრა კათოლიკური სკოლა და მელონის უნივერსიტეტი, პირველი როლი კი 2000 წელს მიიღო სერიალში “სხვები”, რა თქმა უნდა ეპიზოდური როლი. ამის მერე სხვადასხვა თინეიჯერულ და გასართობ სერიალებში იღებდა ეპიზოდურ როლებს, მაგრამ მისი კარიერა წინ ვერ მიიწევდა.

პირველი სერიოზული როლი, რომელიც მიიღო ძალიან ცნობილ სერიალში, ეს იყო “24”, სადაც ზაქარი პროგრამისტის როლს ასრულებდა.

აი მერე დაიწყო რაც დაიწყო, ზაქარიმ სულ ცოტა ხანში იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ათასობით საიტები და ფან-კლუბები მიუძღვნეს, თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია გამოუჩნდა ჩემი ჩათვლით🙂

NBS- ის ჰიტად ქცეული სერიალი, გმირები, რომელმაც სულ მალე მთელი მსოფლიო მოიცვა ზაქარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ, ცდილობენ ერთმანეთთან დაკავშირებას და გაერთიანებას, რადგან გამოჩნდა მკვლელი, რომელიც სწორედ ასეთ ადამიანებს კლავს და მათ შესაძლებლობებს ითვისებს.

6 სერიის განმავლობაში მხოლოდ ამ ადამიანის სახელს ახსენებენ – საილერი. მეექვსე სერიაში ჩნდება ეს ცნობილი საილერი, ზის კაფეში კეპკით და შემდეგ მსხვერპლს უთვალთვალებს. რამდენიმე სერია სახე ნორმალურად არც კი უჩანს.

როგორც სხვადასხვა საიტებზე და ფორუმებზე წერენ, ამ სერიალმა იცის დამოკიდებულება და მიჩვევა (addict) ანუ მარტო მე არ მომსვლია დაზომბება, ვეღარაფერზე ვერ ვფიქრობდი, სულ მინდოდა მეტი და მეტი მეყურებინა, დღეში 10 სერიაზე ავდიოდი.

საილერის ისტორია კი ასეთი იყო – გაბრიელ გრეი, რომელიც მესაათის ოჯახში გაჩნდა, ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ რაღაც უნარი გააჩნდა და არ იყო ჩვეულებრივი და სხვების მსგავსი. მან მიაგნო პროფესორ სურეშს, რომელიც ასეთ ფენომენს იკვლევდა და არწმუნებდა თავის შესაძლებლობებში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ამის მერე ის შეხვდა ადამიანს, რომელსაც ნივთების გადაადგილება მზერით შეეძლო და მოკლა. ეს ძალა მას გადაეცა.

როცა დაინახა, რომ შეეძლო ასე ძალიან ბევრი უნარი შეეძინა, მოიშორა პროფესორი სურეში, რომლის შვილი მოჰინდერი (საყვარელი ინდუსი) მთავარ როლშია სერიალში და მამის სიკვდილს იძიებს, და ახლა ყველა განსხვავებულ ადამიანზე დაიწყო ნადირობა. ერთ ბარში როცა ჰკითხეს რა ერქვა, დახედა საათს, სადაც დაინახა წარწერა საილერი და ასე შეიქმნა ერთ-ერთი villain-ი ტელე-შოუების ისტორიაში.

ერთადერთი რომანი, რომელიც საილერსა და ასევე უნარის მქონე ელეს შორის იყო, ცუდად დამთავრდა. ელეს როლს კრისტენ ბელი ასრულებდა.

ეს წყვილი ბევრჯერ შენიშნეს რესტორნებში და ბარებში ძალიან მხიარულად რომ ატარებდნენ დროს, მაგრამ რეალური რომანი მაინც არ შედგა.

საილერის მთავარი მოწინააღმდეგე პიტერ პეტრელია, რომლის როლსაც მილო ვენტიმიგლია ასრულებს. ესეც მათი ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლები:

ჩემი უუუუსაყვარლესი სიმღერით:

ესეც გმირების ძალიან ნიჭიერი და კარგად შერჩეული ქასთი:

ისე მომენატრა, ლამისაა დავჯდე და თავიდან ვუყურო, მიყვარს😦

9 thoughts on “ჩემი crush-ი

  1. ვახ, ამ კრისტენ ბელს სულ როგორ უნდა უმართლებდეს რა. :დდდ
    მაგრამ ჯოშ დუჰამელი სჯობს ამას.
    თუმცა ჯოში რა შუაშია და მაინც რაღაც “ნიტო”–ა. აა, თვალები და დაშორება თვალებსა და ცხვირს შორის. არ მომწონს.

  2. აუ როგორ მინდა ამ სერიალის ყურება და რაღაცა ვერ ჩამითრია ვერასდროს : ((((( არადა მინდა ძალიან მიყვარს რაღაც ესეთი ფილმები სუპერ შესაძლებლობები რომ აქვთ ადამიანებს :(((

    • ვაიმე რას ამბობ ჩამითრია კი არა დამაზომბა… მაგრამ პირველი სერიაა ვერაა ცოტა როგორმე უნდა გადალახო და მეორედან უკვე ბომბია🙂 არა მართლა, მით უმეტეს შენ ეს არ უნდა გამოტოვო… სუპერ, სუპერ სერიალია, დამაშტერებელი.

  3. სოფო ეს რა მიქენი :დ იმდენჯერ წერე ზაქარიზე და გმირებზე, რო მეც აგყევი :დ
    აქაური ფოტოებიდან რო ვუყურებდი საილერს ვფიქრობდი რას გავს ეს მახინჯი რა მოწონს ამაში მეთქი და სერიალის ყურება რომ დავიწყე, გამოვჩერჩეტდი ისე შემიყვარდა საილერი :დდ
    რამდენჯერ მესიზმრა ვინ იცის :დ

  4. შენ ცესკ ფაბრეგასიც მოგეწონება ალბათ :)) მგონი მაგრად ჰგავს :))

    P.S

    ძალიან საინტერესოდ წერ.. ნამდვილად კარგი ბლოგია :))

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s