ოქროს დაბადების დღე

არა, ჩემს ოქროს დაბადების დღემდე ჯერ შორია, 4 წელი კიდევ… გუშინ ბადრის დის, ნინის დაბადების დღეზე ვიყავით. თან ჯერ ორი კვირაც არაა რაც გათხოვდა და ქმარმა გადაუხადა 🙂

დილიდან თოვდა, ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რა ჩამეცვა, მერე როგორც ყოველთვის ბოლო წუთებში მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საკუთარი ხელებით შევკერე ზედა 🙂 ჰოდა… ბადრიმ 7 საათზე გამოგივლიო და მზად დამხვდიო.

როგორც წესი საშჳნლად მეზარება სალონებში სიარული, ალბათ წელიწადში ერთხელ მივდივარ თმის სიგრძის მოსაკლებად, ფრჩხილებზე და მაკიაჟზე ზედმეტია ლაპარაკი, არასდროს არ გამიკეთებია სალონში, იმიტომ რომ არც მე გამომდის ცუდად.

ჰოდა შევუდექი საქმეს.

თმების დახვევა რამდენიმე საათით ადრე დავიწყე. როგორც უკვე ვთქვი უსწორესი თმა მაქვს, უთოთი ვერ გაასწორებ ასე რომ გინდოდეს, მე კიდევ ყელში მაქვს ამოსული სწორი თმები, თან ტალღოვანი მიხდება და როგორც იქნა დავიხვიე.

 

მაკიაჟიც გავიკეთე და ფრჩხილებიც:

ესეც ჩემი სამკაულები:

7 საათზე მოვიდა ბადრი და გავედით რესტორანში. ერთადერთი რესტორანი, რომელსაც “არა უშავს” რუსთავში, მადაგონია, ნორმალური გარემოა,  მუსიკაც ასევე. ცოტა ხანში მოვიდა კიდეც იუბილარი.

რამდენიმე ჭიქა დავლიე, კარგად ვიყავი, ბევრიც ვიცეკვე, დღეს ყველაფერი მტკივა 🙂 ერთი სიტყვით კარგი დრო ვატარე.

მე და ჩემი მომავალი მული 🙂 ხომ ლამაზია?

ესეც მე და ჩემი მომავალი ქმარი 🙂

ჩემი და ბადრის ტელეფონები და პოკეტები:

ბადრის მეგობრის ცოლის საყურე მომეწონა ძალიან:

რომ გამოვედით, უკვე კარგად იდო თოვლი. ცოტა წავიგუნდავეთ კიდეც 🙂

Advertisements

2 thoughts on “ოქროს დაბადების დღე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s