ჩემი ცხოვრების საინტერესო დეტალები

ჰეჰეჰე, რა ბანალური და დებილური სათაურია. და მაინც, ასეთ ხასიათზე ვარ და რაც გამახსენდება უნდა დავწერო.

მაგალითად:

1. ჩემს კატას ჩემგან ნერვოზი გადაედო. როცა ყვირილს ან ხმამაღლა ლაპარაკს ვიწყებ, სახლის რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს, მაშინვე მორბის ჩემთან და პირზე თავს მადებს, თითქოს მაჩუმებს. ერთი-ორჯერ მიკბინა კიდეც ლოყაზე. მაგის შიშით ხმა ვეღარ ამომიღია. ჩემი სიმღერაც აღიზიანებს.  ნუ პრინციპში ეგ არ მიკვირს, არც ხმა მაქვს და არც სმენა დიდად, სხვების ნამღერზე ოდნავ დეტონაციასაც ვიგებ და მე რომ ვიწყებ სიმღერას, კატასტროფაა 🙂

2. ჩემი კარის მეზობელი მოხუცი კაცი, რომელიც თავისი სოფლიდან გამოაძევეს კაცის მოკვლისთვის და ახლა ფსიქიურად შეშლილია, მთელი ღამე ყმუის. უზარმაზარი კომბალი უჭირავს ხელში და თავის კარებს ურახუნებს შიგნიდან, თან ბიძაჩემის სახელს ახსენებს, მიშველეთ, ლევანი მაყაჩაღებსო. საწყალი ბიძაჩემი კიდევ წევს და მთელი ღამე მაგ კაცის ღრიალს უსმენს. მერე ფანჯარაში ყოფს თავს და პატრულს ეძახის. პატრული რომ არ ჩანს თვითონ აჯავრებს მანქანების  “სირენებს” და ისევ ყმუის. ბებიაჩემს აბრალებს წყალს მიშვებო. გვერდზე წყლის გაშვება არ გამიგია. აი რა დღეში ვარ.

3. რატომღაც მაქვს სულელური ცრურწმენები. ტელეფონში 13 მესიჯს არ ვაჩერებ, შუქს რომ ვაქრობ და საწოლამდე მივდივარ სულ მეშინია იქიდან ვინმეს მწვანე და საშინელი ხელი არ გამოვიდეს. ამდენ ფილმებს არ უნდა ვუყურებდე.

4. კიდევ, გათხოვდა ბადრის და უკვე ორი კვირაა და ჩემი შეყვარებული დარჩა მარტო დიდ სახლში. ახლა საჭმელიც თვითონ უნდა გააკეთოს, სარეცხიც დარეცხოს და სახლიც დაალაგოს. ხანდახან მივეხმარები ხოლმე 🙂

5. ზღვაზე ყოფნისას ერთმა ადამიანმა, რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა, ჩათვალა რომ ლესბოსური გადახრები მქონდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ გოგოსთან, რომელიც ჩვენს სახლში ცხოვრობდა, ვმეგობრობდი. ეს გოგო ბისექსუალი იყო. რადგან ჰომოფობიური გამოხტომები არ გამოვავლინე და მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მე რაღაც ექსპერიმენტების ჩატარება მინდოდა თურმე. ეს გვიან გავიგე. არადა ჩემზე სთრეითი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დადის. 🙂

6. ბებიაჩემის დროს თუ ქალი ქალიშვილი მოკვდებოდა, ასე დასტიროდნენ “რა უდროო დროს წახვედი შე კარგუნახავოო”, ანუ ქალიშვილი კარგ-უნახავი იყო.  🙂

7. ძალიან მომწონს ჩემი  care-free ხასიათი. ასეთი ხასიათით თუ არ დაიბადე, ვერ შეიძენ. აი მაგალითად, წინა წელს ისე დაემთხვა, რომ ჩემი და ლიკას შეყვარებულები უმუშევრები დარჩნენ. ლიკა ამას ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა, იმიტომ რომ მუშაობა პირდაპირ პროპორციაში იყო იმასთან, როდის იქნებოდნენ ერთად. პრინციპში არც ბადრი იყო კარგ სიტუაციაში და სამუშაო ძალიან სჭირდებოდა. რა აზრი ექნებოდა იმას, რომ ნერვიულობით თავი მომეკლა? პირიქით, ბოროტად გამიხარდა კიდეც იქიდან რომ წამოვიდა, უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. ახლა ისევ მუშაობს. რა შეიცვლებოდა ჩემი ნერვიულობით? ყველაფერზე ასე ვარ, ვცდილობ გულს იქით გავატარო ყველაფერი ცუდი. ერთხელ ცხოვრობ და ისიც ყოველდღიურ პრობლემებზე არ უნდა მოიკლა თავი.

ამას ყველა ვერ ახერხებს. მე ვახერხებ, არადა სანერვიულო არც ისე ცოტა მაქვს. დედა 6 წელი არ მინახავს. ვცხოვრობ ბიძასთან და ბებიასთან. რა ვქნა? ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დეპრესია არ ვიცი რა არის. ყველაზე მეტი 1 საათი ვიყო ცუდ ხასიათზე. ეს ალბათ ბლოგზეც ჩანს. ვწერ რაც შეიძლება სახალისო და მსუბუქ თემებზე.  ესეც ასე.

8. ბავშვობაში უამრავ რამეს ვწერდი, დეტექტივებს, მოთხრობებს, მეც და ლიკაც, ზოგსაც საერთოს. ცოტა ხნის წინ ჩემი ძალიან ძველი რვეული ვნახეთ, სადაც სამი დიდი შედევრი მაქვს დაწერილი. არ ვიცი ეს რა არის, მართლა შედევრია, იმდენი ვიცინეთ, ლამის გული წაგვივიდა. გადაკეთებაც არ სჭირდება, თვითონ არის აბსურდული კომედია. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მურმანის ეკალი მეგონა ჯიში ეკლის, ანუ დაახლოებით ასე მეწერა “მურმანის ეკლისგან დამზადებული დაიადემა იყო”-თქო. თუ არ დამეზარა ავკრიფავ ამ სამ მოთხრობას, ეს რაღაც სასწაულია, მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ეს შედევრი 🙂

9. ცოტა ხნის წინ ოსტატი და მარგარიტას ვკითხულობდი, ეს წიგნი ყოველთვის დევს ჩემს თაროზე, რომელიღაც მონაკვეთს ვიხსენებდი. ბებიაჩემი მეკითხება რას კითხულობო. ძალიან ნაკითხი ქალია, ბევრი რამე იცის და დღემდე ჩემზე მეტი რამე ახსოვს, მაგრამ ასაკი მაინც შვება თავისას, უკვე 80 წლისაა. ვუთხარი რასაც ვკითხულობდი,  ეგ ის არაა, ცოცხებით რომ დაფრინავენო? ნუ ცოცხებით თუ იატაკის საწმენდი ჯოხებით, კი-მეთქი ვუთხარი. მოიცა კაცო, ეგ ჰარი პოტერი არააო? 🙂

ათი მინდოდა გამეხადა, მაგრამ სხვას ვერ ვიხსენებ ვერაფერს 🙂 ესაა სულ…

Advertisements

6 thoughts on “ჩემი ცხოვრების საინტერესო დეტალები

  1. მე ბაბუა მყავს მასეთი. 82 წლის ხდება და მეხსიერება აქვს?ნუ არვიცი რაა… თავისი მშობლების, მათი მშობლების და ლამის იმათ მშობლების სახელები, გვარები, დედმამიშვილების სახელები, ნათესავების, დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილების სახელები სულ ზეპირად იცის. გვარი რომ უხსენო ადამიანის, შანსი არაა, რომ მის ბაბუას, ბებიას ან მისი ხნის რომელიმე ნათესავს არ იცნობდეს.ვგიჟდები რაა… 🙂
    ხოდა გამოაქვეყნე რა ის სამი მოთხრობა, კარგი იქნება. დაე იხილონ მათაც მზის სინათლე. ნუ გაქვს ჩადებული ყუთში, გამოამზეურე ცოტა გარეთაც! 🙂 ველი მოთხრობებს!!! 🙂

  2. ეს მოთხრობები კი არა მე ვიტყოდი რომ აბსურდული კომედიის შედევრებია და კიდევ სამი ძალიან საშიში კინო გადაიღებოდა მაგ ე.წ დეტექტივებზე. ხომ იცი რომ შენი მდგომარეობა ნერვების მხრივ არც ისეთი მძიმეა როგორიც ჩემი.რა იზამ:(

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s