დამაინტერესა რა ასაკში და როგორ დაკარგეს ქალიშვილობა-ვაჟიშვილობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა. ამაზე ლაპარაკი ჩვენგან განსხვავებით სულაც არ ერიდებათ და იხსენებენ ყველა წვრილმანს.
მაგალითად დენიელ რედკლიფმა ვაჟიშვილობა 16 წლის ასაკში დაკარგა თავისზე დიდ ქალთან. პრესა ფიქრობს, რომ აქ მის ყოფილ მეგობარ გოგოზეა ლაპარაკი, რომელიც მაშინ 23 წლის იყო და აშკარად არ იქნებოდა ქალიშვილი.
ჰარი პოტერის მერე ალბათ ბევრს უნდოდა დენიელისთვის პირველი ყოფილიყო, მაგრამ ჰარიმ გამოცდილი და მასზე დიდი ქალი არჩია. მაინც პირველი იყო და…
ბლექ აიდ ფისის სოლისტმა ფერჯიმ ქალიშვილობა 18 წლის ასაკში დაკარგა.
ფერჯი ამბობს, რომ თავის თავს ყოველთვის ძალიან სექსუალურ პერსონად თვლიდა და ხშირად იმეორებდა ამას. არ ასახელებს იმას, ვისთან ჰქონდა პირველი სექსი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს – დღეს ჯოშ დუჰამელის ცოლია. damn.
ფერჯი ბევრჯერ დაასახელეს, როგორც ყველაზე სექსუალური ფეხების მფლობელი. ალბათ სექსის დროსაც წარმატებით იყენებს ამ თავის ღირსებას 🙂
აი ჯონიმ კი ნამდვილად გამაკვირვა. გასაგებია, რომ კაცებს უფრო ადრეულ ასაკში აქვთ პირველი სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელებულმა ჯონი დეპმა ვაჟიშვილობა 13 წლის ასაკში დაკარგა, როგორც ეს ცნობილ ჟურნალს გაუმხილა.
აი ჯერ სად იგრნობოდა ამ კაცის ტემპერამენტი 🙂
მეგან ფოქსმა მისი თქმით ქალიშვილობა 17 წლის ასაკში დაკარგა. არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ცოტა არ იყოს და გამიკვირდა 🙂
თან კიდევ ერთი – მეგანმა განაცხადა, რომ ეს “პირველი” არ იყო უხერხული, რადგან ის ვისთანაც სექსი ჰქონდა, მასზე შეყვარებული იყო. სიტყვა ის ინგლისურად her, ანუ პირველი სექსი ქალთან ჰქონდა. მეგანის ბისექსუალობის ამბავი ყველამ იცის ჰოლივუდში.
ცნობილი whore პარის ჰილტონი, რომლიც პორნო ვიდეოებით არის სავსე ინტერნეტი, აცხადებს, რომ ქალიშვილობა 15 წლის ასაკში დაკარგა. მიკვირს, რომ იქამდე გაუძლო გულმა 🙂
ტორი სპელინგის ძმა რენდი ირწმუნება, რომ სწორედ ის იყო პირველი პარისისთვის. ფაქტი სახეზეა – რა აზრი აქვს პირველი თუ იყო, უკანასკნელი ნამდვილად არ ყოფილა, იმის მერე პარისმა უამრავი შემთხვევითი თუ მუდმივი პარტნიორი გამოიცვლა.
ჯესიკა სიმპსონი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქორწინებამდე სექსი არ ჰქონია. მისი პირველი მამაკაცი ნიკი, მისი ქმარი იყო.
ისე, ეს ტრადიცია იქაც პოპულარული იყო ერთი პერიოდი, ბრიტნი სპირსიც თავს იკლავდა ქალიშვილი ვარო, მაგრამ მერე იკადრა და აღიარა, რომ პირველი სექსი 14 წლის ასაკში ჰქონდა
კიდევ… ჰილარი დაფი – 20 წელი, კელი ოსბორნი – 16, სიენა მილერი – 16, მეთიუ მაკჰონაკი – 15, ოზი ოსბორნი – 14, ადრიანა ლიმა 27 წლამდე, სანამ არ გათხოვდა, კეიტ მოსი – 14.
და თქვენ რამდენი წლის იყავით ? 🙂 😉 🙂
ფერჯის 50–სანტიმეტრიანი ფეხების სექსუალურობა არ გაიშვას 🙂 🙂 ადრიანას საღოოლ:):) მე 24 წლის ვხდები 🙂 🙂
ადრიანა ლიმაც ჩემზე პატიოსანი ყიფილა )))) გაიგონ სვანეთში დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
🙂 🙂 🙂
ისე, აბსურდული კომედიები რატომ ამოიღე პროგრამიდან??:) ძალიან მომწონდა 🙂
ჰო, მეც მომენატრა, მაგრამ მაგას განსაკუთრებული განწყობა სჭირდება 🙂 გავაგრძელებ აუცილებლად 😉
მმმმ…. მეგანის პირველ ქალს რა გაუმართლა : ((((((((
ვაიმე. 😀 ჯოშ დუჰამელი შემიფუთეთ და მაჩუქეთ რა დაბადების დღეზე.
9 დღეში მაქვს.
მე მაქვს პრეტენზია ჯოშზე 🙂 ჯეიკზეც და ყველაზეც 🙂 :p
უი შენ ჩემი და ჯეიკის ამბავი საიდან იცი???
არ ვთმობ :დ
შენს ბლოგზე წავაწყდი 🙂 ჰა მიდი ჯონათანი მაინც დამითმე, არა? 🙂
კარგი.
ოღონდ ჯეიკი არ წამართვა და ჯონათანს დაგითმობ 😀
ეს პოსტი ნახე თუ დაინტერესდი: http://www.k84u.com/2010/09/jake-anne-me-love-and-other-drugs.html
მდააა. მომკალი და ადრიანასი არ მჯერა. შანსი არაა. ასეა, ჰოლივუდშიც ასაღებენ თავს ანგელოზებად.
ადრიანას რკინის ბოქლომი სდებია და მერე რობინ ჰუდს გაუხსნია თურმე, არ იცოდი?
გამოსირებულების ბლოგია რა