დიპლომი ავიღე :)

როგორც იქნა, ვაშა და დიდება, დაადგა საშველი ჩემს დიპლომს და დღეს დიდი წვალების და ჯახირის შედეგად მოვიპოვე.

მაგრამ ჯობია თავიდან დავიწყო. ამ დიპლომის გულისთვის თავიდანვე ბევრი ვიწვალე. რატომ? სწავლის გულისთვის არა, იმის გულისთვის რომ რაღაც შეცდომის და გაუგებრობის გამო მოინდომეს დაემატებინათ ჩემთვის კიდევ ერთი სემესტრი. და საერთოდაც, ამ ოთხი წლის მანძილზე ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმდენი გაუგებრობა და შეცდომები მოხდა, დათვლა რომ მინდოდეს, ალბათ ვერ დავითვლი.

აი რა მოხდა : საგანს, რომელიც დღემდე ოფიციალურ თსუ-ს საიტზე დევს, როგორც არჩევითი ძირითადი სპეციალობის, სოციალური თეორიები თუ რაღაც ასეთი,  არ მითვლიდნენ იმიტომ, რომ ბოლო წლებში შეიცვალა და აღარ იყო არჩევითი, მე მეორე კურსზე გავიარე. დილის 9-ის ნახევარზე ზამთრის სემესტრში სიცივის ცრემლებით ასული ვარაზის ხევის ფუჭად წყალში გადაყრა რომ წარმოვიდგინე, ლამის გავგიჟდი. არადა ვიკითხე რამდენჯერმე და მითხრეს, ჩაგითვლით არაა პრობლემაო.

ხოდა მოვრჩი სწავლას, დავიცავი საბაკალავრო, ბედნიერად ველოდები დიპლომის დამზადებას და შემთხვევით ჩემს კურსელს აბარებენ (ისიც მე კი არ მირეკავენ) რომ ერთი საგანი აკლდებაო და მოვიდესო. ძალიან დიდი ბრძოლები გადავიტანე, ათას ადგილზე ვიყავი, ათას კაცთან დამარეკინეს და როგორც იქნა ჩამითვალეს.

დღეს მაღლივიდან ავიღე ცნობა, რომ  წიგნები არ მქონდა გამოტანილი, წავედი მერე მეორე კორპუსში, იქაც რიგებში ვიდექი იმ ცნობისთვის, რომ არანაირი დავალიანება არ მქონდა და როგორც იქნა, მეღირსა.

აი ისიც:

2 thoughts on “დიპლომი ავიღე :)

  1. ძირს უნივერსიტეტი და ძირს მთელი მეხუთე კორპუსი რომელმაც მთელი ჩემი ნერვები შეიწირა ოთხი წლის მანძილზე. ასე რომ მძულს მთელი ქუჩა, ხალხი და თვითონ შენობა და ასეთი ჯოჯოხეთი იქ რომ გავიარე, ჩემს სიცოცხლეში ღმერთმა ნუ დააყენოს. რა ბედნიერებაა დასვენება. გაუმარჯოს უუნივერსიტეტო ცხოვრებას, ასე რომ გამამწარა. დიპლომს რომ შევხედე, კიდევ ერთხელ მივხვდი რა ბედნიერი ვარ!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s