არ მიყვარს…

მმმ… რა არ მიყვარს? რომ დავფიქრდი ბევრი რამე არ მიყვარს.

არ მიყვარს წერის დროს ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც ლაპარაკის დროს იყლაპება, მაგალითად “რო” “რატო” “რავი” “იმიტო” “ხო” (ხომ-ის მაგივრად). ლაპარაკის დროს ეს ბგერები შეიძლება ჩაიყლაპოს, მაგრამ წერის დროს ძალიან ცუდად მხვდება თვალში და შესაბამისად არც ვიყენებ.

არ მიყვარს ბადრიჯანი, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ჭამა.

არ მიყვარს საზამთრო, არც არასდროს მყვარებია და არც არასდროს შევიყვარებ. უბრალოდ ვერ ვიტან.

არ მიყვარს ისტორიული ფილმები და წიგნები რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

არ მიყვარს კი არა მთელს ნერვულ სისტემას ფეხზე მიყენებს ხვრინვის ხმა, განსაკუთრებით თუ ღამე მესმის. სმენა მაქვს იდეალური, ღამე ქალაქის ბოლოს მანქანამ რომ გაიაროს, იმას გავიგებ. ბიძაჩემი მეორე ოთახში წევს და იქიდან მომდის ხოლმე ხმა, ჭკუიდან ვიშლები, შეიძლება ამ დროს დავახრჩო ადამიანი აფექტურ მდგომარეობაში.

არ მიყვარს შუქში ძილი, ვერაფრით ვერ ვიძინებ.

არ მიყვარს საწოლში საბანი და ე.წ. “ჩიხოლი” ცალ-ცალკე რომ მიდიან.

არ მიყვარს წვეტიანი ფეხსაცმელები.

არ მიყვარს ყავისფერი და ნაცრისფერი. განსაკუთრებით ყავისფერი.

არ მიყვარს მარტოს ფეხით სიარული.

არ მიყვარს ზურგზე ძილი.

არ მიყვარს მწერები, მეზიზღება და მეშინია.

არ მიყვარს საინფორმაციო გამოშვებების ყურება.

არ მიყვარს ჯაზი.

არ მიყვარს მოკლე თმები და 5-6 წლის ასაკის მერე არც მქონია. ასე მგონია გრძელი თმა ყველა გოგოს უხდება.

არ მიყვარს ტელევიზორს ხმამაღლა რომ აქვს ხმა აწეული (მგონი ნერვოზი მაქვს)

კიდევ ბევრი რამე არ მიყვარს, მაგრამ ვერ გავიხსენე. 😉

Advertisements

6 thoughts on “არ მიყვარს…

  1. მე ნესვს ვერ ვიტან. ვაიმეეეეეე, მაჟრიალებს ხოლმე, როგორც კი სუნი მეცემა, გემოს გასინჯვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისე გასინჯული მაქვს, მაგრამ მაინც მეზიზღება. კიდევ ვერ ვიტან რძეს და თევზს..ორივე მაქვს ნაჭამი, მაგრამ მაინც გული მერევა. მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ბადრიჯანიც მიყვარს. 🙂 რავიცი აბაა… 🙂

    • თევზს ვერ ვიტან ვერც მე, დამავიწყდა ეგეც, მეზიზღება,არანაირი სახეობის თევზს არ ვჭამ.
      წიგნების კითხვა როგორ არ მიყვარს კაცო, ისტორიული წინგები მეზარება ხოლმე უბრალოდ 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s