საიდუმლო პორტალი ჩემი ფანჯრიდან

ამ ბოლო დროს გვიან მივეჩვიე დაძინებას. 2-3 საათამდე ვერაფრით ვერ ვიძინებ, ვზივარ კომპიუტერთან და ან სერიალებს ვუყურებ, ან ფილმებს. ჩემები ადრე იძინებენ ხოლმე, ასე რომ ორი ოთახი ჩემს განკარგულებაშია და ხელსაც არავინ მიშლის.

წუხელ ძალიან რომ შემცივდა, ცოტა ხნით მეორე ოთახში გავედი გასათბობად და ფანჯრიდან დავინახე როგორ თოვდა. გარეთ ისეთი სინათლე იყო, როგორც დღე, ლამპიონების შუქს უკვე დადებული თოვლი ირეკლავდა. რამდენიმე მთვრალი ბიჭი დაბოდიალობდა, თოვლში გორაობდნენ და რაღაცეებს ბღაოდნენ. რომ შეცივდათ, მერე იკადრეს სახლში წასვლა.

მერე ერთი მოხუცი კაცი მოდიოდა. კი არ მოდიოდა, მოსერინობდა. სიამოვნებდა ალბათ თოვლში სიარული, თან თავისთვის ლაპარაკობდა. თოვლის ხრაშუნის ხმაც კი მესმოდა მის ფეხქვეშ.

ჩემი ფანჯარა პატარა დოკუმენტური ფილმის საყურებელი პორტალია, ყოველთვის კარგად ვერთობოდით ხოლმე. მთელ ქუჩას გადაჰყურებს, თან მეექვსე სართულიდან ხელისგულივით ჩანს ყველაფერი. ზაფხულში გარეთ ხმაური და ჩხუბი რომ ატყდებოდა, დედაჩემს უხაროდა, კინო დაიწყოო და უყურებდა ხოლმე🙂

ათასი რამე მაქვს ამ ფანჯრიდან დანახული, ცუდით დაწყებული (ავარიები, განსაკუთრებით ქუჩა რომ დააგეს, მაშინ ყოველდღე ავარიები ხდებოდა) კარგით დამთავრებული (შეყვარებული წყვილების უგზო უკვლოდ ხეტიალი)

ის კაცი რომ წავიდა, მერე ერთი წყვილი გამოჩნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში გოგო იყო გულისწასვლამდე მთვრალი, ბიჭი მოათრევდა გაჭირვებით. გოგო მღეროდა რაღაცას მთელი ხმით და ხელებს იქნევდა. მერე შუა გზაში გაჩერდნენ. ბიჭმა კოცნა დაუპირა, მაგრამ ვერ მოგართვი🙂 ეს გოგო მთვრალი კი იყო, მაგრამ მაინც სახე აარიდა და უკან გადაიწია. იმედგაცრუებულმა ბიჭმა მოკიდა ხელი და ისევ ბანცალით წაათრია.

მერე სიჩუმე ჩამოვარდა და რამდენიმე სურათიც გადავიღე.

ესეც ლიკას ფანჯრიდან გადაღებული სურათები ქალაქის მეორე მხარეს🙂 (ხომ გეუბნები შორს ცხოვრობ-თქო)

ერე ჩემი კატაც მოვიდა და ერთად ვიყურებოდით.

 

5 thoughts on “საიდუმლო პორტალი ჩემი ფანჯრიდან

  1. ეჰ ჩემთანაც ბევრი რაღაც ხდება ხოლმე, მაგრამ ყურება მეზარება. კაი იყო წუხელ თოვლი მაგრამ დღეს რომ დამხვდა გავსკდი გულზე ;(

    • კი ვიფიქრე, მაგრამ იმხელა ფლეში აქვს ჩემს ფოტოაპარატს, ამომივარდებოდნენ სახლში ხომ ვიცი🙂🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s