ლეგენდა მაქციაზე ძალიან პოპულარულია, ეს ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი – წყევლა, რომელიც სავსე მთვარობისას ადამიანს მგლად აქცევს და რომელიც კბენით ან ნაკაწრით გადაიცემა.
მაქციებს და ვამპირებს სწორედ ეს წყევლა აერთიანებთ. ამბობენ, რომ მაქციებს მთვარის წყევლა აქვთ, ანუ ღამე ისინი იქცევიან მგლად, ვამპირებს კი მზის, ანუ მათ მზეზე გამოსვლა არ შეუძლიათ. ძალიან ხშირად ფილმებში თუ სერიალებში, სადაც ვამპირები არიან, იქ მაქციებიც ჩნდებიან.
ვნახოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი მაქცია ტელე-შოუებიდან:
buffy the vampire slayer
ძალიან საყვარელი მსახიობი სეტ გრინი. სანამ ბაფის ვუყურებდი, იქამდე სეტი ბევრ კომედიაში მყავდა ნანახი. ფემილი გაიში კრის გრიფინს ახმოვანებს 🙂 ჰოდა ეს ჩვენი სეტი მაქცია ოზ-ად მოგვევლინა.
ძალიან წვალობდა ხოლმე საწყალი ოზი, ბიბლიოთეკაში კეტავდნენ, რომ არავისთვის ზიანი არ მიეყენებინა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სახის მაქცია იყო, რაც მინახავს.
the vampire diaries
მაქციად ახლა ერთ-ერთი მთავარი გმირი ტაილერი იქცა, მაგრამ არ მომწონს მე ეგ ბიჭი, რაღაც გულთან არ მომდის, ჰოდა მაგისი ბიძა, მეისონი მომწონდა ძალიან.
ტაილორ კინი, იგივე მეისონ ლოკვუდი, ტალღოვანი თმით და ლამაზი თვალებით. მაგრამ დეიმონმა თავისთვის ჩვეული უემოციობით მოკლა და გაუხარდა. რა სასტიკია ისე… 🙂
true blood
ამ ბიჭს თუ ამ სერიალში ვნახავდი არ მეგონა. ჯო მანგანიელო, ვანთრიჰილში სექსუალური ბარმენი, უბრალოდ სიმპათიური მამაკაცი:
თითქოს ქართული გარეგნობა აქვს ამ ბიჭს, შავგვრემანი, მოგრძო ცხვრით, მაგრამ კარგია რაა 🙂 ჰო, ეს მაქციები ჩვეულებრივ მგლებად იქცევიან, არანაირი ტანჯვა-წამება და მონსტრად ქცეული ცხოველი.
being human
ამ სერიალმა სასიამოვნოდ გამაოცა. საერთოდ ბრიტანულ შოუებს ახასიათებთ რაღაც უცნაური გადაღება, უფრო მეტად ურთიერთობაზე აგებული, ვიდრე სანახაობაზე, და სწორედ ეს მომეწონა.
ერთ სახლში მოჩვენება, ვამპირი და მაქცია ცხოვრობენ. სამივენი ძალიან სასაცილო და საყვარლები არიან. აი მაქცია ჯორჯიც:
რომ ვუყურებ მინდა პარტყუნა ყურებში ხელი წავავლო და ვაჯანჯღარო. ემოციური მაქციაა, ხშირად ტირის, აქვს წვრილი ხმა და ხშირად წიკვინებს 🙂 ძალიან უყვარს თავისი მეგობრები. ვამპირ მიტჩელს ისე ხშირად ეხვევა ხოლმე, რომ სურვილი მიჩნდება, უფრო მეტი გააკეთონ ვიდრე მოხვევა 🙂 თან ბრიტანულ აქცენტზე ვგიჟდები. რუსული გახმოვანებით ვუყურებ, მაგრამ მაინც მესმის. ამერიკელები რომ ამბობენ i can’t როგორც აი ქენთ, ბრიტანელები ამბობენ აი ქანთ, თან ქ-ს უფრო ყელში წარმოთქვავენ, ვიდრე ჩვეულებრივად, და ისე საყვარლად ჟღერს, სასაცილოდ, ჭკუა მეკეტება.
ჯორჯსაც ძალიან უჭირს მაქციად გადაქცევა, ამ დროს ისე წივის და კივის. მიუხედავად ასეთი ნაზი პერსონაჟისა, საკმაოდ კარგი ტანი აქვს და ყველა სერიაში თავისი როლის გამო შიშველი ჩანს.
რაც შეეხება ფილმებს, მაქციაზე ბევრი ფილმია გადაღებული, უმეტესობა ძველი ფილმები. შედარებით ახლებიდან ჰიუ ჯეკმანი მახსენდება ვან ჰელსინგში.
აირ აც შეეხება ბინდს და მის მაქციებს, მომკალით და ამ ფილმში არც მაქციები მომწონს, არც ვამპირები და არც ჩვეულებრივი ადამიანები. ერთადერთი ვინც მომწონდა კემი, ბოროტი ქერა ვამპირი პირველ ნაწილში და იმასაც თავი მოჭრეს 🙂
რა ვქნა, ამათ დანახვაზე სულ ის მახსენდება, მაქციები რეინინგ მენზე რომ ცეკვავენ 🙂
ვაიმე რა კარგია, დედა კარგია. გამახსენდა vampire suck 😀 არ გახდნენ ლეგენდა კაცო ეს ედვარდი და ბელა.მაქციებიც და ვამპირებიც რაღაცნაირი მომაბეზრებლები გახდნენ. ათასი კინო და სერიალი გამოდის უკვე, განუყრელები რომ არიან. არადა იყო დრო რაღაც იდუმალები, მიმზიდველები, რა ვიცი. ეხლა აღარც ერთი მევასება და აღარც მეორე. რაც რობერტა გაანაზეს და სადაცაა ჰაერში ქნარით აფარფატებენ, ხომ საერთოდ. ისე როდის იყო მამაკაცური ერთი? 😀 თვალაითის სულ პირველი სერია რომ გამოვიდა, მომეწონა მართლა, რაღაც რომანტიკული იყო, მაგრამ სულ რაღაც ერთი კვირის მერე რომ წავიდა და წავიდა ეს დაფანატებები და დორბლები და ბელა და ედვარდი, მეთქი ერიჰააა. ჰოდა ასე გაბანძდნენ საწყალი ვამპირებიც და მაქციებიც. რაღაც ახალი ჭირდება მსოფლიო კინემატოგრაფიას. უი როდის გამოვა ნეტავ break down. სიცილი მომენატრა. იგივე scary movie ა რა 😀
რაღაც ახალი მოვიფიქროთ მერე, რა პრობლემაა 🙂
ჩვენ კი ბევრი რამე გვაქვს მოფიქრებული,მაგრამ იცის სამყარომ?:D
ისეთი მაგარი პოსტები გაქვს , რომ სიტყვები არ მყოფნის ხოლმე ^_^
აუ vampire suckზე გავწეკი სიცილით ძაან მაგარია 😀
vaimee bindi wakitxuli gaqvs ? albat ara torem magas ar ityodi !!! rogor sheidzleba bindshi vampirebi ar mogewonos kargi maqciebs tavi davanabot magram vampirebi ….. ara ertaderti adamiani xar vinc ase fiqrobs da binze amas wers 🙂
შენ წარმოიდგინე არ ვარ ერთადერთი ადამიანი ვისაც ბინდი არ მოსწონს 🙂 ჯერ ფილმი მაქვს ნანახი და რაც არ უნდა წავიკითხო, ედვარდის როლზე პატინსონის ლივლივა გამოსახულების მეტს ვერავის წარმოვიდგენ.
წიგნს თავისი ეშხი აქ მაინც
ნუ ეხლა რას ვიზავთ ყველას თავისი გემოვნება აქვს მაგრამ ვერ ავიტანე ის რომ ედვარდი ვინმეს არ მოსწონს მე ხომ მასზე ვგიჟდები . შეიძლება ბავშვური აკვიატება და უაზროო რომანტიკული ფიმლის სიყვარულია ეს ყველაფერი მაგრამ რა ვქნა შენი არ მესმის :). მე მაინც გირჩევდი რომ წაგეკითხა.
მეისონი და ალსიდი, ყველაზე სექსუალური მაქციები კი არა კაცები, საერთოდ 🙂 ტაილერს თავი რომ მოაძრო კაი ტიპია, თავიანად კიდევ კახელი ბიჭის სახე აქვს 😦
ლოყაწითელა 🙂 ჰო მართლა კახელ ბიჭს ჰგავს 🙂
აუაუაუა იმენა ჩემს ფიქრებს კითხულობ :დ
ჯორჯზე ვგიჟდები ^^ და მე ტაილორი უფრო მევასება ^^ <3<3<3<3
yvelas tavisi azri aqvs magram …………….TWILIGHT chemi usayvarlesi kinoa…sheidzleba momentebi ar momwondes magram mtlianobashi umagresia….mec jer vuyure da mere wavikitxe magram xibli ar daukargavs piriqit ….arc pattinsonis “livliva” saxe damdgmomia tvalwin agqmis unarzea eg ….romantikosi var vagiareb da bindi chemtvis meore samyaro iyo rogorzec sull vocnebobdi imito miyvars ese ..iseti pimebi minaxia vampirebis saxelis gagonebac ar mogindeba magram twilighti sxvaa ….P.S hoo kide uazro panatebi pilms ar asustebs …P.S.S EDWARD i sauketeso vampiria mimzidvelic idumalis da ragacnairic xiblic arc daukargavs robert pattinsoni chemtvis ar arsebobs me EDWARDi miyvars