my love story

სიყვარულის დღე ახლოვდება და რაღაც სიყვარულის ხასიათზე მოვედი 🙂  მოვყვე ჩემი სიყვარულის ისტორია ? 🙂 პროფილში რომ ვიყო სტუმრად მაია მკითხავდა “როგორ დაიწყო ყველაფერი?”

როგორ და ძალიან მოულოდნელად. მაშინ აბიტურიენტი ვიყავი, ბევრი მეგობრები მყავდა, ბიჭებიც და გოგოებიც, დიანაც აქ იყო მაშინ, არავინ არ მიყვარდა, მაშინ პირველად მივხვდი რომ ცოტა ხანი სიყვარულის გარეშეც შეიძლება საინტერესო იყოს ცხოვრება.

ქართულზე მივდიოდი, მაგრამ გამიცდა და დიანას დავურეკე, აქეთ გამოდი-თქო. შევხვდით დიანას ყოფილ შეყვარებულს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. ცოტა ხანში ვიღაცამ დაურეკა.  რომ ვიკითხეთ ვინ იყოო, ჩემი ბიძაშვილია და მოვაო.

ხოდა მოვიდა ცოტა ხანში, გავიცანით, არაფერი განსაკუთრებული, არც იმას მოუქცევია დიდი ყურადღება, ალბათ ძალიან პატარად ჩამთვალა, მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ის 24-ის. რამდენიმე წუთში დავემშვიდობეთ და მე და დიანა წამოვედით.  საღამოს ისევ გამოვიდნენ ჩვენს სახლთან. აქ უფრო უკეთესად გავიცანით ერთმანეთი. გავიგე რომ ფინკ ფლოიდის უდიდესი ფანი იყო და რადგან ცოტა მეც გამეგებოდა ამ მუსიკაში, საერთო ენა გამოვნახეთ. ეს იყო და ეს. ამის მერე თვე ნახევარი გავიდა, სანამ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს.

ისევ ქართულზე ვიყავი, კარგი ამინდი იყო, მაგრამ ჩემი სახლიდან საკმაო მოშორებით ვიყავი და იქიდან ყოველთვის ტრანსპორტით მოვდიოდი, მაინცდამაინც იმ დღეს მომინდა ფეხით წამოსვლა. გზაში ჩემი მეგობარი ბიჭი შემხვდა, ვისაც ვუყვარდი, მაგრამ იმ პერიოდში მე და დიანა ვმეგობრობდით და საღამოობით ერთად ვსერნობდით ხოლმე.  ის ბიჭი სხვა გოგოს ხვდებოდა სხვა მიზნებისთვის 🙂 მე რომ დამინახა ფერი დაკარგა.  ყურადღება არ მიმიქცევია, გამეცინა, დავემშვიდობე და წამოვედი. დიანამ მითხრა დაბლა ჩავიდეთო, თავისი შეყვარებული უნდა მოსულიყო. უარი ვუთხარი, ხელს არ შეგიშლით-თქო, მაგრამ ძალით ჩამიყვანა. და აი აქ მოფრინდა ალბათ კუპიდონი თავისი ისრით და ბადრიც მოვიდა.

ეს იყო 2006 წლის 21 მაისს, იმ დღეს საშინელი წვიმა მოვიდა, თავიდან ფეხებამდე დავსველდით,  ისეთი გუბეები დააყენა, ხელში ამიყვანა და ისე გადამიყვანა მეორე ნაპირზე… 🙂 ერთმანეთს არც კი ვიცნობდით კარგად. ის ზაფხული კარგად მახსოვს, საუკეთესო ზაფხული იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ კვირაში მითხრა, ჩემს გრძნობას მოწონება აღარ ქვია, უფრო მეტიაო, სიყვარულში გამოტყდომა კი თითქოს სიტყვას მოყვა, აი ასეთ წინადადებაში : არ მინდა გაწყენინო, იმიტომ რომ მიყვარხარო.

იმი მერე თითქმის ხუთი წელი გავიდა და ერთ კვირა ამ 5 წელში მაქსიმუმი იყო, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, ისიც ან ზღვაზე ვიყავი, ან სადმე დასასვენებლად.  რაც წლები გადიოდა, მით უფრო მიკვრიდა, რომ როგორც ყველა ამბობდა, სიყვარული მიდის, მერე მარტო შეჩვევა რჩება და მსგავსი ბლა ბლა ბლა, ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით. დღესაც როცა ვჩხუბობთ ისე ცუდად ვხდები, მერე ვიგებ როგორ ძალიან მიყვარს.

ერთი სიტყვით რამ შემომიტია არ ვიცი ასეთი პოსტის დასაწერად 🙂 არ მიყვარს ასეთი რომანტიული გამოხტომები და გრძნობების და ცრემლების ღვრები 🙂

Advertisements

7 thoughts on “my love story

  1. avporiaqdi ragac… gulma cemam damecyo sascaulad….ise mshvenivrad dacere yvelaperiii…dzaan bevri ram gamaxsendaaa….eg periodi martla ketesi iyo chems cxovrebashi…
    magrad menatrebiiiiit…
    is cvimiani sagamo magrad maxsoovs gansakutrebiiit gubebii 😀 😀 😀 chemi amcevi xo aravin iyoooo 😀 ra ghimilit maxsendeba eg yvelaperi iciiii 😀

  2. მე შენგან გამიკვირდა სიყვარულზე პოსტი, მაგრამ აბა ვალენტინობა მოდის და თუ სიყვარულზე არ იფიქრე ადამიანმა სხვა რაზე უნდა იფიქრო :*

  3. sul ar gicnobt da armodgena ar maqvs sad cxovorbt magram siamovnebit gagicnobdit :* sayvareli gogoebi chanxart sofo da diki.arc im sagamoze maqvs warmodgena da arc im gubeebze,magram rom wavikitxe sasiamovno zhruantelma gamiara da chemi cxovrebis gadamkide eg ragacebi dzalian ishviatad memartena.ase rom sagol sofi,10dan 11 qula am posts :):* gaixare

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s