მე ვიცი რა გააკეთე გასულ ზაფხულს

ეს ლეგენდა დაახლოებით 1950 წლის შემდეგ გაჩნდა. სხვა ლეგენდებისგან განსხვავებით, მას რამდენიმე ინტერპრეტაცია არ აქვს, ყველგან ერთი და იგივე მეორდება და როგორ მისი წყარო იუწყება, ნამდვილი ამბავია.

ყველაფერი ასე დაიწყო:

(ლეგენდაში სახელები არ არის მოხსენებული)

სკოლაში ბოლო გაკვეთილის ზარი დაირეკა, ყველანი გარეთ გამოვიდნენ.

– დღეს პოლი ნახე? – ჰკითხა ჯენიმ დაქალს და პატარა სარკე მიაწოდა. სარამ ტუჩები შეიღება და თმები შეისწორა.

– ჯერ არა – უთხრა ჯენის და სარკე დაბრუნა – ისე არის ჩემზე გაგიჟებული, უჩემოდ სახლში არ წავა.

უკნიდან ფეხბურთელი ბიჭები წამოეწივნენ, თავისი სკოლის გუნდის ფორმებით. პოლიც მათთან ერთად მოდიოდა.

პოლი ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, მაღალი, ქერა თმებით, როგორც წესი ასევე სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგოს, სარას ხვდებოდა.

– საღამოს რა გეგმები გაქვს? – ჰკითხა სარას და ხელი გადახვია – ჩემი მანქანით გავისეირნოთ, რას იტყვი?

სარამ თავი დაუქნია და ჯენის თვალით ანიშნა, ხომ გეუბნებოდიო.

საღამოს პოლმა სარას მიაკითხა და მანქანის კარები თავაზიანად გაუღო.

– აბა, საით წავიდეთ?

– მე მაქვს ერთი კარგი იდეა.

ტყის პირას იყო ერთი ადგილი, სადაც შეყვარებულებს მანქანით უყვარდათ გაჩერება. რადიოს უსმენდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ. პოლმაც გეზი იქითკენ აიღო.

ტყეში ბნელოდა და ოდნავი ნიავი ხეებს აშრიალებდა. სარას შესცივდა. პოლმა თავისი ქურთუკი მოახურა.

რადიოდან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა. პოლი სარასკენ დაიხარა და აკოცა.

რადიოდან ხრიალი გაისმა და მუსიკა შეწყდა.

“ყურადღება” ისმოდა ნაწყვეტ ნაწყვეტ რადიოდან

“ადგილობრივი საგიჟეთიდან გაიქცა ფსიქიურად შეშლილი სერიული მკვლელი, რომელიც ძალიან აგრესიული და საშიშია. ცალი ხელი მაგივრად რკინის კაუჭი აქვს, თუ თვალს მოკრავთ, მაშინვე პოლიციას დაუკავშირდით”

წყვილი შეკრთა. კლინიკა ტყიდან არც ისე შორს იყო.

– პოლ – თქვა შეშინებულმა სარამ – დროზე წავიდეთ აქედან, მეშინია.

– ნუ გეშინია – გაიცინა პოლმა – აქ არავინ არაა, მაგრამ რომ დაგამშვიდო, ყველა კარებს ჩავკეტავ.

სარა ისევ კანკალებდა, პოლს კი ნერვები ეშლებოდა. როგორც იქნა სარა განმარტოვებაზე დაითანხმა, ახლა კი გეგმა ჩაშლის პირას იყო.

– მოდი ჩემთან – უთხრა გოგოს და ხელი მოხვია. გარეთ რაღაც ხმაური მოესმათ. სარამ იკივლა.

– ჩუ, გაჩუმდი – ხელი მიაფარა პირზე და ფანჯრიდან გაიხედა. ირგვლივ არაფერი ჩანდა.

– წავიდეთ აქედან – ყვიროდა სარა.

– ჯანდაბა – ჩაილაპარაკა პოლმა და მანქანის დაქოქვა დააპირა, რომ წინა მინა ჩაიმსხვრა და მთვარის შუქზე აელვარებულ რკინის კაუჭს მოკრეს თვალი.

სარა მთელი ხმით კიოდა და შველას ითხოვდა, პოლმა გაჭირვებით მოახერხა მანქანის დაძვრა და დიდი სიჩქარით დატოვა ტყე.

სარას სახლთან გაჩერდა და გადმოვიდა, რომ კარები გაეღო.  სახელურს ხელი მოავლო და სისველე იგრძნო. შიშით  დაიხედა თითებზე და სისხლი დაინახა. სახელურის მაგივრად კი რკინის კაუჭი იყო გაკეთებული. კარი გამოაღო და დაინახა თვალებგახელილი სარა, რომელიც მანქანის სავარძელს მიყუდებოდა. კაუჭი გულში ჰქონდა გაყრილი. სისხლი ღვარივით მოსდიოდა მკერდიდან.

რა ბედი ეწია პოლს ან ამ მკვლელ კაუჭს არავინ იცის, მაგრამ ამ ლეგენდამ ბევრ ფილმს დაუდო სათავე, მათ შორის საკულტო scream-ის სერიებს და  i know what you did last summer -ის ტრილოგიას.

ამ უკანასკნელის ფილმის შემქმნელებმა ლეგენდა შეცვალეს, რომ უფრო საინტერესო გაეხადათ. სიუჟეტი ასე განავითარეს. რამდენიმე მეგობარი ქალაქგარეთ მიდიოდნენ მანქანით, როცა უცნობი მამაკაცი გაიტანეს. შეშინებულმა ახალგაზრდებმა კაცი წყალში გადააგდეს და პოლიციას არ შეატყობინეს ეს ამბავი. ერთი წლის მერე მათ მოსდით შეტყობინებები, ვიღაცამ იცის ეს ამბავი და მათ მოკვლას ცდილობს. მკვლელს სახეზე ნიღაბი აქვს და ხელის მაგივრად კაუჭი.

urban legend – ჯარედ ლეტო და ტარა რიდი მთავარ როლებში

გადმოწერა

I know what you did last summer

გადმოწერა

I still know what you did last summer

გადმოწერა

3 thoughts on “მე ვიცი რა გააკეთე გასულ ზაფხულს

  1. ჰოდა რას ვამბობდი. კარგი ლეგენდაა, მაგრამ მისტიკური რაღაცების უფრო მეშინია, ეგ მანიკი კიდევ კაი ხნის ჩაქვავებული იქნება და ასე რომ საშიშიც არაფერია. 😀

    • ეგ რა პონტია იცი, სინდიმ და იმის სასტავმა რომ გადაუარეს კაცს, ის კაცი ჩექმებს რომ იცმევდა და მიდიოდა, კარგად ვარო, მაგრამ მაინც რომ ჩატენეს საბარგულში, მკვდარიაო და გადააგდეს წყალში.
      კლასიკაა რა 🙂

  2. ჰოდა მერე სინდი რომ გაწიხლეს და ხელების ქნევით გაიქცა და მერე კიდევ ტრენერი და მისი ღირსება და მერე კიდევ პოლიციელი და მისი წითელი ბიკინები. ვაიმე მაგის სურათის პოვნა მინდა და სად ვიპოვო.

დატოვეთ კომენტარი