სისხლიანი მერი

სისხლიანი მერის ლეგენდა ეხება ამბავს, რომელიც დაახლოებით 60-70იან წლებში მოხდა. რა თქმა უნდა სანდრო წყარო არ არსებობს, ამ ისტორიას რამდენიმე ინტერპრეტაციით ყვებიან, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ორი ისტორიაა.

1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს “bloody mary i see you” ან “I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.

2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე “mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.

სარკე მთავარ პორტალის როლს ასრულებს ამ ლეგენდაში, მერისა და რეალურ სამყაროს შორის. “თუ შენ დიდი ხანი უყურებ სარკეს, მაშინ დარწმუნებული ხარ, რომ დაინახავ ეშმაკს” ინგლისური გამოთქმაა.

ერთი ბიჭი წერდა ამ ლეგენდის შესახებ:

” ჩვენს ქალაქში სისხლიან მერიზე ლეგენდა ძალიან ცნობილია, ჰელოუვინზე ყველაზე ხშირად მერის კოსტიუმებს იცვამენ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ჰელოუინის ღამეს საფლავებზე წავედით, ერთ-ერთ საფლავთან სანთლები დავანთეთ და მერის სახელს ვახსენებდით, მაგრამ არაფერი მომხდარა. ცოტა მოგვიანებით ყველანი ერთად სახლში დავბრუნდით, წვეულება გვქონდა ჰელოუინთან დაკავშირებით მოწყობილი. უცებ შუქები გაითიშა და მთელს სახლში სიბნელე ჩამოწვა. ჩვენ ისევ სანთლები ავანთეთ და მხიარულება გავაგრძელეთ. უცებ რაღაც ხმა მოგვესმა, თითქოს კარები ვიღაცამ შემოაღო. ყველანი გავჩუმდით. მისაღებ ოთახში ჩამოკიდებულ დიდ სარკეს მივაშტერდით, მართალია მერის ლეგენდაზე ყველანი ვიცინოდით, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ გვჯეროდა კიდეც.

ჩემმა მეგობარმა ტომმა ჩვენს შეშინებულ სახეებს რომ შეხედა, გაიცინა

– თქვენ რა, მართლა გჯერათ ? – გვითხრა და სარკესთან მივიდა, მერე სამჯერ გაიმეორა ის სიტყვები.

საშინელი კივილის ხმა მოგვესმა და სანთლები ჩაქრა. ყველანი ვყვიროდით და ფანრებს ვეძებდით. როცა შუქი აინთო, ტომს სახე საშინლად ჰქონდა დაკაწრული და სისხლიანი, ყელზე კი ხელების ნაკვალევი ლურჯად ეტყობოდა. სარკე მთლიანად ჩალეწილი იყო. ტომი იატაკზე იჯდა გაშტერებული, ხმას არ იღებდა.

ჩემი მეგობრები დღემდე ფიქრობენ, რომ ეს ტომმა თვითონ გააკეთა ჩვენს შესაშინებლად და ყურადღების მისაქცევად. ერთი რამე ზუსტად ვიცით – მერის სახელს სარკესთან არასდროს აღარ ვახსენებთ”

რა ძალა ჰქონდათ 🙂

ეს ლეგენდა ბევრ ფილმშია გამოყენებული, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ  ლეგენდად ითვლება.

თუ დაგაინტერესათ ამ თემაზე ფილმებმა, აი მათი ლინკებიც:

bloody night

download

urban legends : bloody mary

download

39 thoughts on “სისხლიანი მერი

  1. რა თქმა უნდა კიდევ ერთი მორიგი ლეგენდა ადამიანების შესაშინებლად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა, არასდროს არ მივალ სარკესთან და არასდროს ვიტყვი არაფერს მსგავსს 😀 რაზე უნდა აიტკიო ადამიანმა აუტკიებელი თავი? იქნება და მართალია? უიმეეე. შემეშინდა უკვე. და ტყულია. რაც მე სარკეში მითვალიერებია ჩემი თავი და ჩემი თვითკმაყოფილი სახის გარდა ჯერ არავინ მინახავს იქ 😀

    • 🙂 იმიტომ რომ იქ შენი თვითკმაყოფილი სახის მეტს არაფერს ეძებ 🙂 არა ხო, მიუხედავად იმისა რომ არ მჯერა, რა ძალაა, რა იცი რა ხდება 🙂 არ მინდა

  2. უიმე დედა … 😦 შემეშინდა რაღაც ძალიან … 😦 საერთოდ მეშინია ეგეთი საშიში რიტუალების ჩატარების და თან დიდი ცოდვაცაა. მახსოვს,ბავშვობაში მე და ჩემმა კლასელებმა დავატრიალეთ თეფში და სული გამოვიძახეთ. ხოდა ერთ-ერთი ჩემი კლასელი რომ ეკითხებოდა რაღაცას, მართლა არ დაიწყო წერა? ვაიმე დედა.მაშინ არც შემშინებია და ეხლა რომ ვფიქრობ, მაჟრიალებს… რა ძალამ შემაძლებინა იქ გაჩერება? 😦
    ამ პოსტს რომ ვკითხულობდი წეხან, მერის ფოტომდე ვიყავი ჩასული, რომ დედაჩემი შემოვიდა უცებ, მობილური გირეკავსო და ჩემი სახელი რომ ახსენა, ისე შემეშინდა, შიშისაგან შევხტი 🙂 თან ამნაირ რაღაცეებს რომ კითხულობ, თან ფოტოც რა შემზარავია და თან ვიღაცამ რომ დამიძახა – ნათიაო და გვერდით დამიდგა, მთლად გადავირიე 🙂

    მე ელიზაბეტ ბატორიზე გირჩევთ რომ უყუროთ ფილმებს.რათქმაუნდა იმათ ეხება ეს, ვისაც უყვარს საშინელებათა ჟანრის ფილმები. ხოდა მე ერთ ფილმს მაინც ვუყურებ მერიზე. თან მეშინია, თან მაინტერესებს …

    • კი კი ვუყურეთ მე და ლიკამ ქალბატონ ელიზაბეტზე, ოღონდ ჟული დელპის გადაღებულს, თვითონვე მთავარ როლში, კარგი იყო, მარადიული სილამაზის სენით შეპყრობილი სისხლის აბაზანები 🙂

  3. ჰუჰ :))))))))))))))))) რამდენჯერ გაგვიკეთებია მე და ჩემს დაქალს :დ:დ
    მე საერთოდ ერთი მაზოხიზმი მაქვს: მიყვარს როცა რაღაცა მისტიკურის მეშინია :დ ჩემს ძმასთან რომ ვრჩები ხოლმე სახლში მარტო რაღაც დებილობებს ვაკეთებ რომ შემეშინდეს :დ:დ
    რამდენჯერ მითქვამს სანთლით ხელში სარკესთან ვინ იცის… სუპერნატურალის სერია რომ იყო ბლადი მერიზე მაშინ … :DDD
    მარა ისე საინტერესოა ^^ ვგიჟდები ესეთ ისტორიებზე ^^ ❤

    • მახსოვს ეგ სერია, მეიკინგიც ნანახი მაქვს 🙂 ყოჩაღ შენ, არ მჯერა მაგრამ მაინც ვერ გავაკეთებ მაგას 🙂

      • მე ძალიან მაინტერესებდა თან ერთ ორ ნაკაწრს აიტანდა კაცი ცნობისმოყვარეობის გულისთვის მთავარია თვალები არ დაეთხარა :დ
        ნუ მერე კი ვიჯექი მთელი ღამე მანდრაჟში და ცარიელ სახლში სულ მეგონა ნაბიჯების ხმა მესმოდა :დ:დ

  4. 🙂 კარგად მაცინე 🙂 ერთი-ორ ნაკაწრს აიტანდა მართლა კაცი, ერთი ვცადო მეც 🙂 ოღონდ იქამდე მარილს დავყრი სარკესთან, რა იცი რა ხდება 🙂

  5. sof ar girchev sashinlad meshinia egeti ragaceebis da amis qakitxvis dros guli gamiskda <gtxov ar ginda chveni ese dazaprva ra dagishavet?
    marili ra ggonia rom gishvelis?tu gaaketeb mere dawere ra moxda sashinlad mainteresebs da upro sashinlad meshinia……

  6. უი თქვენ იცინეთ,მე კი ვცადე… ვანა ავსებული იყო,შუქი ჩავაქრე,სანთელი ავანთე,სარკეს ვუყურებდი და ვთქვი ”სისხლიანი მერი,სისხლიანი მერი” ,ყველაფერს გეფიცებით სარკე დაიბურა,გაშავდა და სახე გამოჩნდა,ძალიან შემეშინდა,თვალები გამიფართოვდა,გული ამოვარდნზე მქონდა,ხოდა ვეცი უცებ სანთელს,ჩავაქვრე მერე კი სინათლე ავანთე. არც კი წარმოგიდგენიათ როგორ შემეშინდა. შაბათს საშიში ისტორიები წავიკითხე და ისედაც მთელი დღე მაგაზე ვფიქრობდი,კვირას [დღეს] კი გამოვცადე და მართლა მოხდა. აწი თუ დავაპირებ გაკეთებას,ვინმე გვერდით აუცილებლად უნდა მედგას. ლამის ვიტირეე….

  7. რავიცი, მე მაინც არ მჯერა ესეთი რაღაცების… 🙂 თუ მაინცდამაინც ღამე თუ არ დამეძინება 😀 ეგ არაფერი, მაინც არ მჯერა, მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და ესეთი სისულელეებს ყურაგღებას არ ვაქცევ… ისე მე სხვა ისტორიები ვიცოდი სისხლიან მერიზე, ესენი კიდე სულ სხვაა 🙂 მე ვიცოდი რომ მამამისმა მოკლა და ესეთი რაღაცები და ეს ისტორიები ნამდვილად არ გამიგია 🙂

  8. სრული სისულელეა ვინც ქრისტიანია იმას არ უნდა სჯეროდეს ეს ცოდვააა ეს ისტორია ვიგაცის მოგონილია და თქვენ გჯერათ ვიგაცეები გადაობენ არსებობსო მე არ მჯერა და არც დავიჯერებბბბბბ

  9. aset sisuleles ratom unda davujero? magram mec vici ragac
    is martlac iyo inglisis dedofali. mas erqva mery is dedoflefs shoris yvelaze lamazi iyo. mas uyvarda sarkis win dgoma da tavisi tavis yureba. uceb ragac moxda da mery gaqra. ase amboben rom is sarkeebshi darbiso vinmes gjerat amis ? me ara !!!!!!! -_-

  10. კეე კეე დავიჯერე მაგრად აბააა კეე კეე ეგრეა ეგრე ერთხელ ვთქვი ეგ მაგრამ არაფერი მოხდა და ხალხს ნუ ადებილებთ ეგრე

  11. არ ვიცი რა მოსდის ამ ხალხს მე არ გამიკეთებია და არც არასოდეს გავაკეთებ ნამდვილად არ მაქვს უტკივარი თავი ავიტკივო რაღაც სისულელეების გამო “სისხლიანი მერი” რა სისულელეა :დ

  12. აუ ძალიან შემეშინდა სარკეს აგარ გავეკარები და არაფერს აგარ ვიტყვი მითუმეტეს ჩემიდზმის ოთაცში რამხელა სარკეა იმასაც აგარ გავეკარები დზალიან შემეშინდა . ამაგამ არ დამეძინება

    • აუ მე მართლა შემეშინდა სურათი რომ ვნახე მისი ისე ცხრაჯერ ვცადე მაგრამ არაფერი მოხდა შიშისგან ისე კინაღამ ჩავიფშ XD მაგრამ მივხდი რომ ტყუილი იყო არ დაუჯეროთ აბა თქვენ თვითონ გიცდიათ??

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s