რა აღარ მინახავს ცხოვრებაში !?

ვინაიდან და რადგანაც ბლოგსფეროში სულ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ და ისიც არა პირადად, ბუნებრივია არავინ მთაგავს ტეგ-თამაშებში, მაგრამ ალუკარდმა დაარღვია ეს ტენდენცია და აი ჩემი პირველი ტეგ-თამაშიც.

სიმართლე ითქვას, თუ თემამ არ დამაინტერესა, ვერ ავყვები ამ თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში დამაინტერესა, დაახლოებით მსგავსი პოსტი ადრე მაქვს დაწერილი, ოღონდ იმის შესახებ, რა არ მინახავს და გამიკეთებია არასდროს.

მაშ ასე:

მინახავს:

* ჯიბიდან როგორ მაცლის ტელეფონს სამარშტურო ტაქსში ჩემს გვერდით საეჭვოდ ახლოს მჯდარი სიმპათიური, ქერა ბიჭი.

* როგორ დაიწვა ჩემს ზედა სართულზე ბინა, საიდანაც მთელი ბავშვობა საეჭვო ხმები მესმოდა.

* ბანკის მოლარე-ოპერატორი გოგოს ირონიული ჩაცინება, როცა ელექტრონულ ბარათზე 25 დოლარი ჩავრიცხე.

* როგორ არწმუნებენ ჩემს შეყვარებულს, რომ მე სხვა ბიჭთან ერთად დამინახეს.

* როგორ ცემდა ჩემი მეზობლის კაცი თავის ცოლს, რომელიც გატეხილი თავით ჩვენთან მოვიდა დასამალად.

* სიზმარი, რომლის დასაწყისიც მგონია, რომ ნანახი მაქვს.

* ჩემს ეზოში მცხოვრები ქერა გრძელფეხება გოგო როგორ ჯდება ყოველ ღამე სხვადასხვა მანქანებში.

* ომის დროს გორის გზაზე უამრავი დალეწილი მინის ბოთლი, როცა უზარმაზარ კონტეინერს მანქანა დაეჯახა.

*  მე-5 კორპუსის კედელზე მიწერილი ფრაზა “შეგიყვან და გამოგიყვან, მაგრამ ცოლად არ მოგიყვან”

* გამწარებულმა ხალხმა ქვების სროლის როგორ გააგდო დაგვიანებით მოსული სასწრაფო, როცა ჩემი მეზობელი ბიჭი შუა ტროტუარზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა.

* ჩემი კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა ბანკეტზე როგორ დახოცეს ერთმანეთი, ორი წუთის მერე კი ხელიხელჩაკიდებულები შევიდნენ დარბაზში.

* თვალებში როგორ მიყურებს ადამიანი და თვალისდაუხამხამებლად  მეუბნება ტყუილს.

* ჩემი კატა როგორ ჭამს ცოცხს.

* რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მდგარი წისქვილი, რომელიც ძალიან ჰგავდა მიტოვებულ სასახლეს საშინელებათა ფილმიდან.

* ზღვაზე პარაშუტით გადმომხტარი კაცი, რომელსაც გული გაუსკდა შიშით და რამდენიმე წუთი ჰაერში მკვდარი ეკიდა.

* სიგარეტის მოკიდებისას შემთხვევით ჩემმა მეგობარმა როგორ მოუკიდა ცეცხლი კუდზე თავის პატარა ტერიერს.

* “ოსტატი და მარგარიტას” მეათედ წაკითხვის მერე როგორ მყვება დილიდანვე ვარდის ზეთის სუნი.

* როგორ უთქვამთ ჩემთვის “მაგ ჯაგა-ჯუგებს როგორ უსმენ” როკის მისამართით.

* ჩემი მარცხენა ფეხი, რომელიც მთლიანად იყო დამწვარი, სისხლიანი და ძვლამდე დასული.

* საქართველო-ბულგარეთის თამაშზე სტადიონზე ჩვენს უკან მჯდარი ბიჭები, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ   “მოგი***ნთ  ბულგარული წიწაკები”

ჯანდაბა, მაინცდამაინც ისინი არ მინახავს, რაც მინდოდა🙂

10 thoughts on “რა აღარ მინახავს ცხოვრებაში !?

  1. კარგად გიმტვრევია თავი, ეხლა რომ მომკლა ფეხებს გავფშიკავ და ვერაფრით ვერ გავიხსენებ რა მინახავს რა არ მინახავს, მეზარება. მეც მინახავს შენი ძვლამდე დამწვარი ფეხი🙂 და არაბუნებრივი კივილი, რომელმაც უთავო მხედარი გამახსენა, თუ არ ვცდები ავტორი ამბობს ფენილ ონილზე, მარტო მისი ყელიდან თუ ამოვიდოდა ასეთი ხმაო. ჰე ჰე😀

    • აბა შენ გადაგსხმოდა ადუღებული წყალი, როგორ არ იკივლებდი უთავო მხედარივით🙂 ბოროტო🙂

  2. ჯერ ეს ერთიც უთავო მხედარივით კი არა მორის მუსტანგერის ირლანდიელი მსახურივით. დედა რა კარგად მახსოვს, 9 წლის ვიყავი არადა რომ წავიკითხე. რამ გამახსენა?😐 მოკლედ, მე რომ გადამსხმოდა, შენ კიდევ არ იცი ჩემი ყელიდან რა ხმა შეიძლება ამოვიდეს😀

    • ჰო, მივხვდი რომ უთავო მხედარი ვერ იყვირებდა, ალაბთ იმიტომ რომ თავი არ ჰქონდა არა? მე აღარ მახსოვს, სახელები ხომ საერთოდ.

    • 🙂 რატომღაც გვეგონა რომ იქ ვიღაც დაიწვა და იმის სული დადიოდა ხოლმე🙂

  3. ვაიმე ფეხზე რა მოგივიდა😐
    სუფთა ბეჰემოთი გყავს რა შენი კატის სახით ^^❤
    პარაშუტზე და მეზობელ ბიჭზე მოვკვდი😐

    • ერთი ეგაა სოკოს მწნილი არ უყვარს🙂 თორემ ისე ბეჰემოთია

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s