როდის მოვასწარი?!

მართლა გულით მიკვირს როდის მოვასწარი, პირველ კურსამდე კომპიუტერი არ მღირსებია, არც უსაქმური ვყოფილვარ, ვსწავლობდი, მეგობრებთან დავდიოდი, შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი, მაგრამ სერიალებისთვის დრო ყოველთვის მრჩებოდა.

ახლა რომ გავიხსენე, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, რამდენიმე ათეული აღარც კი მახსოვს. მტვერსასრუტივით ვისრუტავ სერიებს.

ეს სერიალები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მაგალითად დავიწყოთ ვამპირებზე გადაღებული სერიალებით.

the vampires

1. true blood

ეს სერიალი სრულიად შემთხვევით ვიპოვნე, მაშინ არ იყო ასეთი პოპულარული, პირველი სეზონი ახალი დამთავრებული იყო. პირველი სერია არ მომეწონა და როგორც მერე ფორუმებზე წავიკითხე, უმრავლესობამ პირველი სერიის მერე შეწყვიტა ყურება, მაგრამ კიდევ კარგი გავაგრძელე, სულ მალე ჩემს ფავორიტ სერიალად იქცა.

HBO – ს აქვს თავისი დამახასიათებელი ხელწერა სერიალებში, დაახლოებით იგივე აურა აქვს six feet under – ს. უცენზურო, სისხლიანი, ბევრი სექს-სცენით, მათ შორის გეი, რაღაც განსხვავებული, რომელიც ვამპირი ბიჭის და გოგოს ბანალურ სიყვარულის ისტორიას არ ეხება. ერიკიც თავიდან არ მომწონდა, მაგრამ თმები მოკლედ რომ შეიჭრა, მერე “აღმოვაჩინე” 🙂 ანამ და სტივენმა ვერ გაუძლეს ამდენ სექსს სერიალში და ნამდვილ ცხოვრებაშიც გააგრძელეს 🙂 ეს სერიალების მთავარი სენია, როცა მთავარ გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ აქ საქმე ქორწინებამდე მივიდა, ასე რომ true blood-ი  true love -ად იქცა.

2. the vampire diaries

რომ ვთქვა ამ სერიალის დიდი ფანი ვარ-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე. ახალი აქაც არაფერია, მაგრამ საინტერესო პერსონაჟები და ინტრიგები ყურებადს ხდის.  ამის ყურება როცა დავიწყე, სულ 5 სერია იყო გადაღებული და დავიტანჯე, სულ თითო-თითო სერიას ველოდები ხოლმე. არადა მიყვარს უკვე დამთავრებული სეზონები, ერთიანად რომ უყურებ.

3. Buffy the Vampire Slayer

გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო ვამპირებზე, სანამ ედვარდები და სტეფანები გამოჩნდებოდნენ, მის ბანალურობაზე ვერ ვილაპარაკებთ, აქ ყველაფერი ორიგინალური იყო 🙂 სრულიად შემთხვევით დავიწყე ყურება, ბევრჯერ მქონდა გაგებული სარას ცნობილი როლი ბაფიში, მაგრამ სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ სერიალზე.

დავიწყე და დავიწყე და ვეღარ მოვრჩი, ვუყურებდი დღე და ღამე, ვუყურებდი 24 საათი, მეც იმათთან ერთად ვცხოვრობდი,  ქსანდერთან, ბაფისთან და ვილოუსთან ერთად ვიკეტებოდი ბიბლიოთეკაში და სხვადასხვა მისტიური არსებების შესახებ ვიქექებოდი ძველ წიგნებში. მერე რა რომ ეფექტები ცოტა მოუსუსტებდა და რეზინის მონსტრები დადიოდნენ, ჩემთვის ასეთი მეორე სერიალი ვამპირებზე მაინც არ იარსებებს.

მერე გამოჩნდა უბოროტესი და უსაყვარლესი არსება თეთრი თმებით და ბრიტანული აქცენტით, აი მერე კი ყურებამდე შეყვარებული ვიყავი სპაიკზე. ანჯელი ზედმეტად რომანტიული მეჩვენებოდა, მაგრამ სპაიკის და ბაფის დიალოგებზე ცუდად ვხდებოდი სიცილით.

მეშვიდე სეზონის ბოლოს ძალიან დამწყდა გული.

4.  angel

ენჯელს იმხელა გავლენა არ ჰქონია, როგორც ბაფის, მაგრამ მის 5 სეზონსაც ინტერესით ვუყურე, მით უმეტეს ვიცოდი, რომ ბოლო სეზონში სპაიკი დაბრუნდებოდა.

5.  moonlight

ლიკას აღმოჩენილი სერიალი, სიბიესის პროექტი, რომელიც ერთ სეზონზე შეჩერდა და რატომ არ მესმის, 17 სერიას ორი დღეში ვუყურე. სუპერ ეფექტებით, ძალიან მაღალი ხარისხის, საინტერესო და დინამიური სერიალი ვამპირებზე.

გადავიდეთ შემდეგ ჟანრზე.

sci-fi – horror

1. flash forward

დედამიწის მოსახლეობა 1 წუთით და 17 წამით გაითიშება, მოხდება უდიდესი კატასტროფები, ჩამოვარდება თვითმფინავები, დაინგრევა ქალაქები. ისინი ამ დროის განმავლობაში ნახავენ მომავალს, ანუ რა მოხდება რამდენიმე თვის მერე ამ დროს.

მთავარი პერსონაჟი FBIის აგენტია, რომელიც ფლეშფორვარდში ნახავს, რომ ამ საქმეს იძიებს, კედელზე უამრავი მინიშნება აქვს გაკრული და ამ დროს შენობაში ნიღბიანი მამაკაცები მის მოსაკლავად შემოვლენ. აგენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს თავიდან აიცილოს.

დეტროიტის ერთ მოედანზე ჩანაწერებში ნახავენ, რომ როცა ყველა გაითიშება, სტადიონიდან შავ პალტოში ჩაცმული მამაკაცი გადის, რომელსაც ხელზე ბეჭედი უკეთია. ის ერთადერთია, რომელიც გონზე იყო.

იმდენად საინტერესოა, რომ სერიიდან სერიამდე ძლივს ითმენ, ბადრიმ, რომელიც არ გიჟდება დიდად ამერიკულ სერიალებზე, ერთ ღამეში უყურა მთელ სეზონს. სამწუხაროდ მეორე სეზონი აღარ დაუგეგმავთ.

2. Heroes

ეს სერიალი დღემდე რჩება ჩემს ნომერ პირველ სერიალად, რასაც არ უნდა ვუყურო. სხვა თუ არაფერი, ზაქარი ამ სერიალში აღმოვაჩინე.

სიუჟეტი იმ ადამიანების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც განსაკუთრებულ ძალას ფლობენ. ისინი დედამიწის ყველა კუთხეში არიან და ნელ-ნელა ერთმანეთს იცნობენ.

ორიგინალური სცენარი, შთამბეჭდავი ეფექტები, ძალიან კარგად შერჩეული ქასთი, და სუპერ ინტრიგა, ისე რომ სულს ვერ მოითქვამ, დღეში ათ სერიას ვუყურებდი, დაზომბებული ვიყავი, ტვინი მტკიოდა, მაგრამ მაინც ვუყურებდი.

იმ პერიოდში ტელეფონი გამიფუჭდა და ძალიან მინდოდა ნოკია 5800, რაც ახლა მაქვს. საღამოს ბადრი მოვიდა და მომიტანა ეს ტელეფონი. ძალიან გამიხარდა, მაგრამ რომ წავიდა, იმის მაგივრად რომ ახალ ტელეფონს ვტაკებოდი და შემესწავლა, ჯერ შუაში გაჩერებული სერია გავაგრძელე და  რომ დამთავრდა, მერე მივუბრუნდი ტელეფონს.

საილერი, ანუ ზაქარი მეშვიდე თუ მერვე სერიაში ჩნდება პირველად, ის სულ სხვანაირი უნარითაა დაჯილდოებული, როცა უნარის მქონე ადამიანს კლავს, მას გადაეცემა ეს ძალა, ასე რომ მკვლელი და ბოროტმოქმედია 🙂

თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, კაფეში იჯდა ხოლმე კეპით, სახე არც უჩანდა, მაგრამ მერე ისეთი ამბები დაატრიალა, ისეთი… ერთი წელი უკვე გავიდა რაც დამთავრდა გმირები, მაგრამ დღემდე შეყვარებული ვარ საილერზე, ამის გამო ბადრისთანაც მომსვლია უთანხმოება, ნერვები ეშლება და სულ აგინებს 🙂

აბა როგორ შეიძლება არ მიყვარდეს? თან ასეთ როლში?

 

3. smallville

ამ სერიალის ყველაზე მეტი სერია მაქვს ნანახი სერიალების ისტორიაში, ანუ ახლა მეათე სეზონს ვუყურებ, თან თითო სერიაში 25 მდე სერია იყო, 40 წუთიანები. ეს არის კლარკ კენტის ახალი ისტორია. ძველი სუპერმენი კარგად მახსოვს, რუსთავი 2 ზე გადიოდა და კლარკის როლს დინ ქეინი ასრულებდა, ლიკა ახლაც გიჟდება ამ კაცზე 🙂

კლარკის ისტორია მისი 16 წლის ასაკიდან იწყება, მისი თავგადასავლები, რომანები, სხვადასხვა უცნაურ არსებებთან შეხვედრა, მეგობრობა ლექს ლუთორთან, რომელიც საპირისპიროდ შემოუბრუნდა, ერთი სიტყვით ძალიან სახალისო და საინტერესო სერიალი იყო ამ ჟანრის მოყვარულებისათვის.

4. lost

ლოსტის ორ სეზონს მე და ლიკამ ტელევიზორში ვუყურეთ, მერე მე წლების შემდეგ გავაგრძელე ყურება. ერთადერთი პრობლემა ის იყო, ძალიან ზედმეტად აირია ყველაფერი, სად ფლეშ ფორვარდი იყო და სად ფლეშ ბექი თვითონაც აღარ იცოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს და როგორც იქნა დაამთავრეს.

5. kyle_xy

თინეიჯერული საყვარელი ფანტასტიკა ბიჭზე, რომელსაც ჭიპი არ აქვს, ის გენეტიკურად მოდიფიცირებულია და ტვინის 100% იყენებს. მას თავისი ფსიქოლოგის ოჯახი იშვილებს და უამრავი საინტერესო ისტორია გადახდება თავს.

thriller-horror

1. nikita

ნიკიტას ძველი ისტორიის ახალი გაგრძელება, სადაც ნიკიტა თავისი ორგანიზაციიდან არის გამოქცეული, რადგან მისი საქმრო მოკლეს და ებრძვის მათ, მაიკლი კი ნიკიტას საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდება. ნიკიტას თავისი ადამიანი ჰყავს შეგზავნილი და მათი ოპერაციების შესახებ ყველაფერი იცის, ასე რომ ყველაფერს უფუჭებთ.

მეგი თავიდან ნიკიტას როლზე არ მომეწონა, მაგრამ მართლა მაგარი ქალია, მაიკლის როლს შონ ოსტინი ასრულებს.

2.  supernatural

ეს სერიალი რომ დაიწყო, მე და ლიკამ მთელი მაქინაციები ჩავატარეთ 🙂 პირველ არხზე გადიოდა პირველი სეზონი და კომპიუტერში ჩემთან პარალელურად მეორე სეზონის ყურება დავიწყეთ, რომ იქაც გვეყურებინა ხოლმე 🙂

პირველი სამი სეზონი იყო ფანტასტიური, ძალიან დიდი გასართობი და დიდი სიამოვნება. ვინჩესტერების დიდი ფანები ვიყავით, მერე ბლუფერები გვქონდა გადმოწერილი და იმდენს ვიცინოდით, ცუდად ვხდებოდით, დღემდე მაქვს ეს ბლუფერები ტეელფონში შენახული. მეოთხე სეზონსაც არაუშავდა, ლიკამ კასტიელზე დააფანატა თან, სულ მიშა მიშაო გაიძახოდა, და აი მეხუთე და ახლა მეექვსე სეზონს უკვე ინერციით ვუყურებ, ტემპი აშკარად დავარდა.

3. Pretty Little Liars

გუშინ მოვრჩი პირველი სეზონის 15 სერიას, ახალი სერიალია, ძალიან მომეწონა.

სიუჟეტი ეხება ხუთი სკოლის მოსწავლე გოგოს, რომლებიც განუყრელი მეგობრები იყვნე. ერთი წლის წინ მათი ერთ-ერთი მეგობარი, ალისონი საიდუმლოებით მოცულ გარემოში დაიკარგა, ერთი წლის შემდეგ კი მისი გვამი იპოვეს. გოგონებს ტელეფონზე მოსდით შეტყობინებები ალისონის სახელით, სადაც ისეთი რაღაცეები წერია, რომელიც მარტო მან იცოდა.

ქალაქში კიდევ რამდენიმე ისეთიადამიანი ჩამოვა, რომლებსაც საფუძველი აქვთ გოგონებს სამაგიერო გადაუხადონ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ ვინ არის მესიჯების ავტორი.

დანარჩენი სერიალები, რომლებზეც პრივიუები გაკეთებული მაქვს:

chuck – 4 season

desperate housewives – 7 season

one tree hill – 7 season

Queer As Folk – 5 season

sex and the city – 6 season

The-OC – 4 season

glee – 2 season

Gossip Girl – 4 season

ugly betty – 4 season

house m.d – 6 season

legend of the seeker – 2 season

reaper – 2 season

greys anatomy – 6 season

და კიდევ ღმერთმა უწყის , ეს რაც მახსოვს ისინია. ეს მიმდინარე სერიალები ხომ მკლავს, რომ არ დამავიწყდეს რომელ სერიაზე ვარ გაჩერებული, დესკპოტზე ტექს დოკუმენტი მაქვს გაკთებული

gossip girl 12
glee 10
the vampire diaries 12
supernatural 11
desperate housewives 10
nikita 11
house m.d 8
one tree hill 7-17
family guy 7
smallville 11
chuck 11
pretty little liars 15
grey’s anatomy 11

მართლა, როდის მოვასწარი?

14 thoughts on “როდის მოვასწარი?!

  1. ეჰ კაი დრო გამახსენა მაგ სერიალებმა. დიდი ინტერესით რომ ვადევნებდით თვალს. ერთადერთი ლოსთი ისე ძალიან აღარ მაინტერესებდა, ვერაფრის დიდებით ვეღარ ვუყურე. ვაი მიშა კოლინზი. მიშა როგორ მიყვარდა 😀 დინიც თავის დროზე კაი იყო, ახლა კიდევ დაბერდა. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ განსაკუთრებული არაფერი იყო და იქამდე სმოლვილი ჩემს უსაყვარლეს სერიალად რჩებოდა, არ ვიცი რა გამიკეთა ამ legend of the seeker მა, მაგრამ დღეს ჩემი ნომერ პირველი სერიალებია და დანარჩენებიც ძალიან მიყვარს. კაია კაი სერიალები. წავედი გრეის ვუყურე გახსენებულზე 🙂

  2. awwww ♥♥♥♥ ვგიჟდები შენს გემოვნებაზე ^^ რამდენი ხანია მინდა სერიალებზე რაღაც რევიუს პონტში დაწერა მაგრამ შენებს რომ ვკითხულობ ვერღარ ვხვდები რა დავამატო ყველაფერი შენ გიწერია 😀 ^^ ♥♥ მმ… კარგი ხარ :*

  3. არც ერთი არ მაქვს ნანახი, მაგრამ “ნიკიტას” რომ არასოდეს ვუყურებ, ეგ ვიცი… ჩემი პეტა უყვარს მე 😦 😦 😦 ვერავინ იქნება ასეთივე შთამბეჭდავი, მით უმეტეს, ეს ტატუიანი ქუსლებზე მოკაკუნე ტოპ–მოდელი…

  4. ყოჩაღ შენ სოფო რა ! ხელებს ვწევ და გაღიარებ სერიალების დედოფლად ! 🙂

    შენც იცი, რომ ამერიკულ სერიალებს დიდად არ ვუყურებ, მარა ზემოთ აღნიშნული სერიალებიდან, კიდევ კარგი რამოდენიმე მაინც ნანახი მაქვს. იმასაც მიხვდები მგონი, რომლებიც მექნება ნანახი.

    1) “ნამდვილი სისხლი” – სამივე სეზონი და მეოთხე როდის უნდა გამოვიდეს, აღარ დაადგა საშველი რა 😦 (ისე, მიღწევაა ჩემთვის სერიალის და თან მისი ყველა სეზონის ნახვა)

    2) “ვამპირის დღიურები” – ორივე სეზონი ნანახი მაქვს და რომ გაიყინა მეორე სეზონის მგონი 11 სერიაზე, აღარც დაუდევთ მგონი მეტი, არა? კაი ხანია, აღარ შემიმოწმებია. (ესეც მეორე მიღწევა)

    3) “დაკარგულები” – თვის დროზე ძალიან მიყვარდა ეს სერიალი და იმედზე ვუყურებდი, პირველი ორი თუ სამი სეზონი ნანახი მაქვს მგონი, თუ არ მეშლება და მერე რომ აირია იმედზეც ამ სერიალის გაშვება და შენი თქმის არ იყოს, იმედზე კი არა, თვითონ სერიალშიც ვეღარ გაიგეს მართლა, სად, როდის და როგორ ხდებოდა მოქმედება , მერე გავანებე თავი ყურებას. დღემდე ვგიჟდები სოიერზე და ჯეკზე. მარა უფრო მაინც? კიი, სოიერი :)))

    აი ამ სამეულის მერე, ვერა ვარ კარგად უკვე. “გმირები” – ს ერთი თუ ორი სერია მექნება სულ ნანახი და ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ. იგივე სიტუაციაა “კაილშიც”. “ზებუნებრივი”-ს პირველი სეზონის პირველ სერიას ვუყურე გმირულად და მეორე სერიაზე უკვე მოვიწყინე და მომბეზრდასავით. 😦

    ძალიან დამაინტერესა “სმოლვილმა”, ალბათ იმიტომ უფრო, რომ მეც ვუყურებდი “ლუისს და კლარკს” ბავშვობაში. მახსოვს, რუსთავი ორზე გადიოდა და თნ რა პერიოდი იყო, ხომ გახსოვს, ზოლიანი ბანანები რომ დახტოდნენ აქეთ-იქით, აი ამ გადაცემამდე თუ მის მერე იყო სუპერმენის სერიები. აუჰ, კლარკ კენტი მეც ძალიან მომწონდა, მარა ლიკას დავეთანხები, დაბერდა და სილიკონები ჩამოეწელა (პლაგიატობაში არ ჩამომართვა, უბრალოდ მომეწონა შენი ეს ფრაზა ცნობილი პოსტიდან 🙂 ) ხოდა ლუის ლეინი, ანუ ტერი ჰეტჩერიც დაბერდა რა… “სასოწარკვეთილ დიასახლისებში” აღარ მომწონს საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ ფორმაშია და მაკიაჟიც იცოცხლე თქო, აქვს 🙂

    ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალია “სექსი დიდ ქალაქში”, რომლის საკმაოდ ბევრი სერიები მაქვს ნანახი და ორივე ფილმიც (ურაა, ვაშაა! ეს მესამე მიღწევაა)

    “ჰაუსი”-ის სერიალია, რომელზეც უარს ვერასდროს ვამბობ, თუ რათქმაუნდა ძალიან დაღლილი არ ვარ, ანდა კომპთან არ ვზივარ. ძირითადად “რუსთავი 2”-ზე ვუყურებ ხოლმე, მეზარება ინტერნეტში მოჩიჩქვნა და საათობით ჯდომა მონიტორთან 🙂 ვგიიიიიიიჟდები მის მონოლოგებზე, დიალოგებზე და საერთოდ, როგორც ექსტრავაგანტულ კი არა და, ცოტა შერეკილ ექიმზე, რომელმაც ზეფრიადზე იცის თავისი საქმე და ძალიან ბევრჯერ მინატრია, ნეტავ საქართველოშიც არსებობდეს ერთი ექიმი მაინც, რომელიც ჰაუსს ცოტათი მაინც ემგვანება 🙂

    “კლუბი” და “გრეის ანატომია” – რამოდენიმე სერია მაქვს ნანახი, როგორც სხვა ბევრი სერიალის შემთხვევაში. “უშნო ბეტი”-ს ყურება დავიწყე, მაგრამ არ დამაინტერესა. არ მომწონს ამერიკა ფერერა. 😦 და იმ ბიჭს, (სახელი არ მახსოვს) აი ბეტი ვისი მდივანიცაა, თორნიკე გოგრიჭიანი მირჩევნია ათასჯერ და მილიონჯერ 🙂 ძალიან მომწონს თორნიკე 🙂

    ხოდა ბოლოს, კი გამომივიდა ისევ პოსტის ხელა კომენტარი, მარა რასაც შეგპირდი, აუცილებლად შევასრულებ: ისე როგორ წავალ ბლოგოსფეროდან, გეილ ჰაროლდის მიერ ნათამაშევი გეის ერთი სერია რომ მაინც არ ვნახო “Queer As Folk – ში :)))

    მადლობთ ყურადღებისათვის ! 🙂

    • და მერე ამ სერიაზე რომ შთაბეჭდილება პოსტად არ დაწერო კიდევ 🙂
      ეჰ კაი კაცია გეილი კაი, მაგას სილიკონები არ ჩამოეწელება არასდროს 😦

    • მე არ მიყურებია ბოლომდე, მაგრამ ლიკამ ისე დამთავრდა რომ გაგრძელებას ითხოვდა, მაგრამ არ გააგრძელესო 🙂

  5. Smallville-ს ყურება დავიწყე ამ ზაფხულში და მეექვსე სეზონს ვამთავრებ ახლა 🙂 საინტერესო აღმოჩნდა, ჩემდა გასაკვირად არ მომბეზრებია 😀 ერთფეროვანი და მოსაწყენი არაა

    • კი ძალიან მიყვარდა მეც, მაგრამ მეათე სეზონზე უკვე ვიგრძენი რომ ამოვიდა ყელში, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე 🙂

      • მე დღეს დავამთავრე მეათე სეზონიც და ცოტათი გული დამწყდა :))) კარგი სერიალი იყო, თან შევეჩვიესავით

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s