მეთერთმეტე კლასამდე არანაირი სურვილი არ მქონია ყური გამეხვრიტა, არც საყურეების მიმართ მქონია განსაკუთრებული ინტერესი, მაგრამ… ერთ დღესაც გადავწყვიტე და მე და დიანა წავედით სალონში.
კარგად მახსოვს, ჩემს წინ ბიჭი იჯდა, იმას თმებს ჭრიდნენ და ისეთი ინტერესით მაკვირდებოდა, როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი, მე რა რეაქცია მექნებოდა, არ ვიცი რა ეგონა ასეთი 🙂
იმის მერე სადაც არ უნდა დავინახო, როცა არ უნდა დავინახო, ვჩერდები და ვათვალიერებ. ჩემმა მეგობრებმა უკვე იციან, საყურეებთან თუ გავჩერდი, ძალით უნდა გამიყვანონ იქიდან, თორემ შეიძლება საათობით დავრჩე იქ.
ამჟამად ჩემს მფლობელობაში 60 წყვილამდე მოქმედი საყურე შედის, მაგრამ სურათის გადასაღებად ნერვები მარტო 40 წყვილისთვის მეყო. ამ საყურეებს სამ კატეგორიად ვყოფ:
1. ე.წ. ყუნწიანი საყურეები, რომლებიც ყველაზე მოსახერხებელია, იმის შიში არ გექნება, რომ სადმე დაკარგო. თან ასეთი საყურეებისთვის ძალიან კარგი რამე მოვიფიქრე, ერთმანეთში აღარ ირევა და მათი ძებნა აღარ მიწევს:
დავიწყოთ ამ კატეგორიის საყურეებით 🙂
მარცხენა ჩემი სულ პირველი საყურე, ვარსკვლავებიც საკმაოდ ძველებია, ალბათ 6-7 წლის წინანდელი.
ფერადი საყურეები, მარტო მაშინ, როცა ამის ხასიათზე ვარ 🙂
არ მიყვარს პატარა საყურეები, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად თმები გაშლილი მაქვს, ასეთი საყურეები არ გამოჩნდება, ამიტომ სულ მასიურ და გრძელ საყურეების ვირჩევ.
მარჯვენა ლიკას ნაჩუქარია რამდენიმე წლის წინ ჩემს დაბადების დღეზე.
ამ საყურეზე ჩინური ახალი წლის ამსახველი გრავიურაა თუ რაღაც ეგეთი 🙂
ეს ჩემი ორი ძალიან საყვარელი საყურე. მარჯვენა ბადრის დის, ნინის ნაჩუქარია, მარცხენა ჩემს წინ მაღაზიაში ვნახე და ისე მომეწონა, მაგრამ იმ წუთას ფული არ მქონდა, გულში ისე ჩამრჩა, რომ მეორე დღეს წავედი და ვიყიდე.
ასეთი საყურეები ლიკასაც აქვს, ოღონდ ვარდისფერი ქვით, ერთად ვიყიდეთ ადრე.
ესეც ფ21 ს საყურეები, ვერცხლისფერები ძალიან მოსწონს ბადრის რატომღაც.
დიდი გულები 🙂
არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგიჟდები ამ საყურეებზე, ისეთი ლამაზი ფერებია და ისე ლამაზად ჩანს ყურზეც…
ლიკას ბონუსი დაბადების დღეზე 🙂
2. “ჩამკეტები” რომლებიც ზოგჯერ ყურს მტკენს, მაგრამ ატანა შეიძლება 🙂
ესეც ფ21-ს გემსტონები.
ეს საყურე რამდენიმე წლის წინ დიანა რომ იყო ჩამოსული, იმას ჰქონდა ჩამოტანილი და ძალიან მომწონდა. რომ წავიდა რამდენიმე დღეში ჩემს სარკესთან ნაჭრის გულია ჩამოკიდებული და იმაზე იყო გაკეთებული. ძალიან გამიხარდა.
ბადრის ნაჩუქარი მარგალიტის საყურეები, სამი წლის წინ ჩვენს ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით მაჩუქა.
3. ე.წ. “stud” ანუ უკან მისამაგრებელი საყურეები, რომლებიც ძალიან მოუხერხებელია და ამის გამო ბევრი საყურე დამიკარგავს, ძვრება ყურიდან ისე, რომ შეიძლება ვერც შეამჩნიო.
ეს მე და დიანამ ვიყიდეთ თბილისში, ძალიან პატარა სვაროვსკის საყურეები
აი ეს კი მართლა ძალიან მომწონს, ოჯახის წევრებმა უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებით მაჩუქეს. სვაროვსკის თვლებით, მაგრამ ზევით ნახსენები მიზეზის გამო თავს ვიკავებ გაკეთებისგან, სუსტი მისამაგრებელი აქვს უკან და ადვილად ძვრება 😦
და ბოლოს, ზოგი ცალი, ზოგი ჩემი გაკეთებული, ნაკლებად გამოყენებადი საყურეები.
დედაააა. რა კარგია მოწესრიგებული საყურეეები და საერთოდ სამკაულები. უბრალოდ აზრზე არ ვარ სად რა ყრია და რაც მთავარია არასდროს არ აქვს ჩემს საყურეებს მუდმივი ადგილი. ერთი ცალი სად გდია, მეორე სად. წყვილები სულ მეკარგება. ძალიან ბევრი საყურე იმიტომ მიფუჭდება რომ სულ ერთმანეთში არეულია და ზოგს ფერი გადასდის, ზოგს თვალი ძვრება. ამ ბოლო დროს საყურეს სულ გადავეჩვიე. ეჰ წავედი დავალაგო 😦
” სამი წლის წინ ჩვენს ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით მაჩუქა.” – ანუ, ხუთი წელია, ერთად ხართ??:):):) მალადცი, რებიატა!!!
21 მაისს ხდება ზუსტად 5 წელი 🙂 ხანდახან მეც მიკვირს
არ მიკვირს:) მიხარია, უბრალოდ! 🙂
5 celi….gushindelivit maxsovs badri rom gavicaniit 😀
chemi svarovskis patara sayureebii cocxalia jer kidev… mec ishviatad viketeb
raa chemnairebi xart zustaad : )) me damcinian tutiyushis chamosajdomebs iketeb yurzeoo