რისი მეშინია

საერთოდ მშიშარა ადამიანების რიცხვს არ მივეკუთნები, პანიკაში არასოდეს ვვარდები, არც ვიბნევი, პირიქით, ვცდილობ სხვა გავამხნევო. მაგრამ როგორც ყველა მოკვდავს, მეც მაქვს ჩემი შიშები.

ერთი ფილმი მახსენდება the hole სადაც ოჯახი ერთ სახლში გადადის, რომლის სარდაფშიც უძირო ორმოა. ამ ორმოდან ღამე ისეთი არსებები ამოდიან, რომლისაც ამ ხალხს ყველაზე მეტად ეშინიათ, მაგალითად ბავშვს კლოუნების ეშინია და ყოველდღე სარდაფში კლოუნებს ხედავს.

კლოუნი ხომ ჰოლივუდური შიშის მთავარი ფიგურაა, ჯონი დეპს საშინლად ეშინია კლოუნების. ფილმებშიც ხშირად შევხვედრივარ. რატომ ვერ ვხვდები.

რისი მეშინია:

1. თვითმფრინავის ხმის.

სასაცილოა არა?

სულაც არა და გეტყვით რატომაც. ომის დროს რუსთავი იქცა თვითმფრინავების ქალაქად. მთავარი აეროპორტი და ვაზიანის სამხედრო აეროპორტი აქედან ძალიან ახლოა, განსაკუთრებით ჩემი ტერიტორიიდან, ყველა თვითმფრინავი ბრუნდება ჩემი სახლის ზევით და აქვს ძალიან დიდი ხმა. ომამდე არსდროს არ შევუწუხებივარ, მაგრამ როცა ტყვიამფრქვევებმა ისე ახლოს დაიწყეს ფრენა, რომ ლამის სახლის ანტენებს ედებოდნენ და იმათთვის ერთი-ორი ბომბის ჩამოყრა დიდი პრობლემა არ იქნებოდა, აი მაშინ ცოტა არ იყოს და დისკომფორტი შეგვექმნა.🙂 აი მერე დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებების, პრეზიდენტების, აღშფოთებული დელეგაციების ფრენა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ იმის შიშის გადატანა, რომ იქნება ეს სამხედრო თვითმფრინავია და ერთი-ორ ნაღმს ჩამოგიგდებს საჩუქრად. ამ თვითმფინავების გადაფრენას აფეთქების ხმები მოყვებოდა ხოლმე, ხან ვაზიანში, ხან სად და მთელი სახლი ზანზარებდა.

იმის მერე ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ღამე როცა მესმის ხმა, ძალიან უსიამოვნო შეგრძნება მიჩნდება. ვერაფრით ვერ მოვიშორე. მეორადი პროფესია კი მაქვს ფსიქოლოგია, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვეხმარები🙂

2. ამდენი საშინელებათა ფილმების გადამკიდე ახლა იმდენად არა, მაგრამ ადრე მქონდა ღამე შიშები. მეგონა საწოლის ქვეშ ვიღაცის მწვანე ხელი გამოვიდოდა და მეც შემითრევდა, ან ჩემი საწოლი ჰაერში აიწეოდა,  კიდევ ათასი სისულელე. ერთხელ ღამე წყევლას ვუყურე პირველად და ის ღამე თეთრად გავათენე. იმის მერე დავსვი საკითხი – ან კატას მოვიყვან, ან საგიჟეთში წამიყვანთ-თქო, და გაჭრა …🙂

ახლა შემიძლია ნებისმიერ ფილმს ვუყურო, მაგრამ შიშით აღარ მეშინია. ოთახში მარტო აღარ ვარ და იმიტომ🙂

3. იპოქონდრიკი არ ვარ, მართლა არ ვარ, მაგრამ ამდენმა საექიმო სერიალებმა გადამრია. ჯერ ჰაუსით დავიწყოთ. რასაც იქ ვხედავ, სულ მეშინია რამე მსგავსი მეც არ მჭირდეს, ან თუნდაც გრეის ანატომია, სადაც ყველას კიბო აქვს (რა უბედურებაა). შეიძლება ადამიანი სლოკინის ჩივილით მივიდეს და ისეთი რამე აღმოუჩინონ, რომ საერთოდ მოკვდეს.

ასე რომ იმ სახლში მე რომ მოვხვედრილიყავი, ორმოდან ტყვიამფრქვევები,  წყევლის მწვანე ბავშვი და ჰაუსი და ექიმი შეფარდი ამოვიდოდნენ საოპერაციო მოწყობილობებით.

თქვენი ორმოდან რა ამოვიდოდა?

One thought on “რისი მეშინია

  1. ცოტა ადრე რომ მომეყოლა ჩემი სიზმარი, ჩავთვლიდი, რომ ამან შთაგაგონა პოსტის დასაწერად. ვაიმე ვაიმე რაც ჰაუსის ყურება დავიწყე, და გრეიზე ლაპარაკი აღარ მაქვს სერიოზული პარანოია დამეწყო რომ აუცილებლად ყველაფერი მე დამემართება. მართლა ძალიან მეშინია დღემდე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s