ბოროტი ადამიანები

ყოველთვის ვიცოდი, რომ ბოროტი ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ მათთან ახლო შეხება არასდროს მქონია, აი დღეს კი პირადად შევხვდი ასეთს.

ვითომ შენთვის კარგი რომ უნდა, ვითომ ძალიან რომ უყვარხარ და ამიტომ რომ გეუბნება რაღაც სისულელეს, რომელიც არ მომხდარა და ცდილობს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს, რომელიც ამდენი წელია აშენე.

თვალებში გიყურებს და ტყუილს გეუბნება, პირდაპირ თვალებში, უსირცხვილოდ და უნამუსოდ, გიმტკიცებს რომ ეს მოხდა, როცა შენ იცი რომ ეს არ გაგიკეთებია. რა ქვია ამას? მე ამას სიბოროტეს ვეძახი.

და ყველაზე ცუდი კიდევ ის შეგრძნებაა, შენს სიმართლეს რომ ვერ ამტკიცებ იმასთან, შენ შენსას იძახი, ის თავისას. რა გამოდის ამით?

ამის მერე მეცოდინება, რომ ასეთ ხალხს ვუფრთხლდე, მაგრამ ერთი რამე მიხარია – ვერ მიაღწია თავისას.

never mind ძალიან ვარ გაბრაზებული და უფრო მეტად გაკვირვებული

4 thoughts on “ბოროტი ადამიანები

  1. ეჰ ბოროტ ადამიანებს არაფერი გამოლევს და შენ კიდევ უფრო ბოროტები არ გინახავს საბედნიეროდ. აი მე კი იცი შეხებაც მქონია და მინახავს კიდეც და სულ მიკვირს ამ ბოღმიან და ბოროტ ხალხს უბრალოდ რა სიამოვნებთ. ის რომ სხვას ტკივილს აყენებენ? არ ვიცი რა. მთავარია ყველაფერი კარგადაა. ვაი სამკაულების პოსტს შევხედე და ჩემი გამახსენდა როგორ მაქვს ჩაყრილი ერთი მეორეზე და დალაგება მეზარება😦

    • ჰეჰე რა კარგი გადასვლა იყო მომეწონა🙂 დღეს ალბათ რამდენიმე კილო დავიკელი, ვისი და რისი გულსითვის, სულელი არ ვარ? ხვალიდან გაძლიერებულ კვებაზე გადავდივარ🙂

  2. მე მიყვარს ეკლესიური ადამიანები, ჩემი რამდენიმე მეზობელი სტიქაროსანია და ისეთი საყვარელი და კეთილი სახე აქვთ სულ მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო იმ ბავშვებს. ნამდვილი მორწმუნე ადამიანი არასდროს არ გახდება ბოროტი. ეკლესიაში ვინც არ დადის იმას რათქმაუნდა უამრავი ცოდვა ექნება და ადვილად შეიძლება გაბოროტდეს, ჩემ ახლობლებს რომ ვუკვირდები ვინც ეკლესიაში დადის იმას კეთილი სახე აქვს ვინც არ დადის იმას ძირითადად არ აქვთ კეთილი სახე.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s