once – story of the music and love

ფეისბუქზე ჩემი მეგობრის დალინკულ ვიდეოს წავაწყდი და ძალიან კარგი და თბილი ფილმი გამახსენდა. ირლანდიურ- ამერიკული პროექტი “once” (2006)

2006 წელს ფილმმა ოსკარი აიღო საუკეთესო საუნდტრეკისთვის, რომელსაც მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ასრულებენ.


Glen Hansard – გლენი ძირითადად სიმღერებს წერს, კომპოზიტორია, ამ ფილმის გარდა არსად არ უცდია სამსახიობო ძალები. ძალიან თბილი და სასიამოვნო ხმა აქვს. გლენი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა. მას ამერიკის კინოააკადემის უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული თავისი შესრულებული სიმღერისთვის. უკრავს გიტარაზე.
Markéta Irglová – ჩეხეთში დაბადებული 22 წლის მუსიკოსი და კომპოზიტორი. გლენის მსგავსად არც მას აქვს სამსახიობო გამოცდილება. უკრავს ფორტეპიანოზე.

რაც შეეხება ფილმს – მოქმედება დუბლინში მიმდინარეობს.  საინტერესოა, რომ მთავარ პერსონაჟებს სახელები არ აქვთ. გლენი ქუჩის მუსიკოსია, მამამისს პატარა სახელოსნო აქვს გახსნილი, სადაც მტვერსასრუტებს აკეთებს.

ერთ დღესაც გლენი გოგოს შეხვდება, რომელსაც მისი სიმღერები ძალიან მოსწონს. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკებიან და გოგო ეტყვის, რომ მტვერსასრუტი გაფუჭებული აქვს, ასე რომ მათ კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ.

ისიც მუსიკოსია და ფორტეპიანოზე კარგად უკრავს. მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაშია გლენის დაწერილ სიმღერას ერთად იმღერებენ. ეს სიმღერა გახდა სწორედ ოსკარის მფლობელი:

საერთო ბევრი აქვთ, მუსიკა, ცხოვრების სტილი, მაგრამ გოგოს ქმარი და პატარა შვილი ჰყავს, ბიჭს შეყვარებული, რომლის სანახავადაც ლონდონში მიდის.  ისინი რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერს გააკეთებენ და ერთმანეთს შორდებიან. გლენი ლონდონში მიდის, ის კი ქმარს უბრუნდება.

ძალიან ლამაზი, მუსიკალური ჟანრის, სასიამოვნო საუნდტრეკებით, მაღალი რეიტინგით იმდბზე (8.0) და კინოააკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი ფილმის საათი და 20 წუთი წინ გელით…

download

One thought on “once – story of the music and love

  1. როგორც იქნა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი ნანახი მაქვს.როგორც წესი, ისეთი ფილმების რივიუებს დებ, რომელთა უმეტესობა ნანახი არ მაქვს.შეიძლება იმიტომ, რომ არ მიზიდავს მაინცდამაინც მისტიური თრილერები.თუმცა ეს ფილმი ის გამონაკლისია, რომელიც მაქვს ნანახი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.ფანტასტიური საუნდტრეკებია და ყველას ვურჩევ,ამ ფილმს სხვა თუ არა, მუსიკის გამო მაინც უყუროს.არ ვიცოდი, თუ ოსკარი ჰქონდა აღებული და რომ წავიკითხე შენს პოსტში, რომ თან საუკეთესო საუნდრეკისათვის აუღია ეს უმაღლესი ჯილდო, ძალიან გამეხარდა. ნამდვილად ღირსია ეს ფილმი ამისა. ბევრს ვერაფერს დავამატებ.სრულად და ამომწურავად გაქვს გაკეთებული ფილმის აღწერა და ფრიადი შენ!🙂 უბრალოდ ყველას ვურჩევ,უბრალოდ უყურეთ ამ ძალიან უბრალო, თუმცა გულშიჩამწვდომ ფილმს ულამაზესი მუსიკალური გაფორმებით!🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s