მისტიკური ტრილერი

მისტიკა ჩემი საყვარელი ჟანრია, ასევე ტრილერიც, ასე რომ თუ ეს ორივე ჟანრი ერთადაა ფილმშია გაერთიანებული, მაშინ ზუსტად საჩემოა. სხვათაშორის, რომ დავფიქრდი, ბევრი კარგი ფილმი ამ ორ ჟანრში ერთად ვერ გავიხსენე, ზოგი მარტო ტრილერია, ზოგი მისტიკა, ზოგიც მისტიკა და საშინელებათა.

ამ ჟანრში საუკეთესო the devil და  stay, რომლების რივიუც გავაკეთე ამ პოსტში.

მაინც გავიხსენებ ათ ფილმს , რომლებიც ასე თუ ისე მომწონს და საინტერესო საყურებელია.

9 . The Village

M. Night Shyamalan – ამ შემთხვევაში რეჟისორული ნამუშევარი,  და ძალიან საინტერესო იდეით, როგორც ამ კაცს ახასიათებს. პატარა, იზოლირებულ სოფელში, რომელიც ძველ პენსილვანიაში მდებარეობს, რელიგიური ფანატიზმია გამეფებული. მისი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ თუ სოფელს დატოვებენ, თავს საშინელი წყევლა დაატყდებათ. როცა ვინმე სოფელს ტოვებს, წითლებში ჩაცმული მონსტრები მოდიან მათ დასასჯელად.

მთავარი გმირი ქალი ბრმაა და თავის თანასოფლელზეა შეყვარებული, რომელსაც ინციდენტის შემდეგ სჭირდება სამედიცინო დახმარება. ის მზადაა წავიდეს რისკზე და გადალახოს საზღვრები, ოღონდ საყვარელ ადამიანს უშველოს.

მთავარ როლებში ხოაკინ ფენიქსი Joaquin Phoenix, ედრიან ბროუდი Adrien Brody და ბრიუს დალას ჰოვარდი Bryce Dallas Howard

ფილმი ოსკარზე იყო ნომინირებული.

სამწუხაროდ მე ჯერ scary movies ვუყურე, სადაც სასტიკად დასცინიან ამ ფილმს, ამიტომ იმდენად ვეღარ აღვიქვი, სულ ის მახსენდებოდა და მეცინებოდა.

download link

8.   The Gift

ანაბელი პატარა ქალაქში ცხოვრობს და მას ყველა იცნობს. მისი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ანაბელს ექსტრასენსის უნარი აქვს და კარტებზე მკითხაობს. მცხოვრებლების აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგს ის ჯადოქრად მიაჩნია, ზოგს კი კარგი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ.

როცა ახალგაზრდა ქალი (კეიტ ჰოლმსი) იკარგება, ანაბელი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება და საშინელ ზეწოლას განიცდის  ქალაქის მაცხოვრებლებისგან.

ანაბელის როლს კეიტ ბლანშეტი ასრულებს, მას გონებრივად ჩამორჩენილი მეგობარი ჰყავს, რომელიც მასზეა შეყვარებული. ამ როლს ჯიოვანი რიბისი თამაშობს და მე ამ წყვილზე შეყვარებული ვარ მათი წინა ფილმიდან – heaven

კიანუ რივზი მოძალადე და უხეში ქმრის ამპლუაშია, რომელიც ცოლს სცემს. კიანუ ადრეც მინახავს ცუდ როლში, მაგრამ ეს საყვარელი და სიმპათიური კაცი ისეა გარდასახული ბოროტ მამრად, რომ რაღაც ზიზღის გრძნობაც კი გაგიჩნდება, ასე რომ ვაღიარებ მის ნიჭიერებას 🙂

download link

7. The Skeleton Key

ამ ფილმში პირველად ვნახე კეიტ ჰადსონის სერიოზული როლი, ძირითადად კომედიების და მელოდრამების მსახიობია.

კეიტი მოხუცი ქალის მოსავლელად გადადის ბინაში, სადაც უცნაური მოვლენები ხდება. მალე გახვეული აღმოჩნდება ვუდუს რიტუალებში, რომლებსაც ეს წყვილი ატარებს.

download link

6. The Invisible

ნიკი კარგი სტუდენტია, რომელიც მოსწავლეების მომზადებით ზედმეტ შემოსავალს იღებს. ერთ დღეს მას შეცდომით თავისი მეგობრის მაგივრად სცემენ და მის სხეულს კანალიზაციაში ჩააგდებენ.

მეორე დღეს ის აღმოაჩენეს, რომ ვერავინ ხედავს,  ის უკვე სულია, მაგრამ მისი სხეული ჯერ არ მომკვდარა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ხედავს, მისი თავდამსხმელთაგან ერთ-ერთია, გოგო, რომელსაც სინდისი აწუხებს. ნიკი ცდილობს თავისი სხეული აპოვნინოს, რომ გადარჩეს.

download link

5. the cell

ჯენიფერ ლოპესის პერსონაჟი კეტრინი ფსიქო-თერაპევტია, რომელიც ახალი ტექნელოგიების წყალობით ადამიანის ქვეცნობიერში აღწევს და ცდილობს მის დახმარებას. აქამდე ის ბავშვებს ეხმარებოდა, რომლებსაც რაღაც კომპლექსები აწუხებდათ, მაგრამ…

კარლი სერიული მკვლელია, რომელიც ახალგაზრდა ქალებს აწამებს და მერე კლავს, ის ამით სექსუალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.  კარლმა მოასწრო ახალი მსხვერპლის დაჭერა და კამერებიან საკანში დამალვა, რომელიც ნელ-ნელა წყლით ივსება, მაგრამ ამ ადგილის მდებარეობა არავინ არ იცის. კარლი კომაშია, მსხვერპლი კი მალე დაიხრჩობა, თუ ვერ მიაგნებენ.

კეტრინი გაბედავს გარისკოს და ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა. მას კარლის ქვეცნობიერში წარმოუდგენელი კოშმარი ხვდება.

ალბათ დიზაინერებმა და მხატვრებმა საოცარი შრომა გასწიეს, იმიტომ რომ ამ ფილმის ვიზუალური მხარე ძალიან მაღალია. უცნაური ლოკაციები, საშინელი და ბნელი ადგილები, წამების სხვადასხვა ხერხები, ფანტაზიის ბოლომდე გამოყენება, სწორედ ამიტომ ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო makeup – ის ნომინაციით.

download link

4. sin city

ჩემი საყვარელი რეჟისორის, რობერტ როდრიგესის შავი ტრილერი კომედიის ელემენტებით და მსახიობთა დიდი ნაკრებით : ჯესიკა ალბა, ბრიუს უილისი, ჯოშ ჰარტნეტი, კლაივ ოუენი,  ბენისიო დელ ტორო, როზარიო დოუნსენი, ელაიჯა ვუდი, მიკი რურკი, ბრიტანი მერფი და ა.შ.

რამდენიმე ნაწილისგან შემდგარი, ძალიან უცნაური, შავ-თეთრი (სადაც მხოლოდ ერთი ფერია არჩეული ფერადად), 40 მილიონი ბიუჯეტით. იმდბ რეიტინგი: 8.3 (104 ტოპ ფილმი)

download link

3. I – robot

2035 წელს განვითარებული მოვლენები, როცა რობოტები ყოველდღიურობად იქცნენ, ისინი ეხმარებიან ადამიანებს, ასეირნებენ ძაღლებს, არიგებენ გაზეთებს. დელ სპუნერი გამომძიებელია, რომელიც მეცნიერის სიკვდილს იძიებს და ამაში რობოტის ხელი ჰგონია გარეული.

მალე რობოტებსა და ადამიანებს შორის დიდი ბრძოლა დაიწყება, დელი კი აღმოაჩენს, რომ რობოტს  ემოციების განცდაც შეუძლია.

spoilers სადღაც წავიკითხე ვიღაცას ეწერა ბოლოს ირკვევა რომ უილ სმიტიც რობოტია და გამეცინა, მარტო ხელის კიდური ჰქონდა შეცვლილი მექანიზმით და ამიტომ ვერ იტანდა რობოტებს, და არა ის, რომ თვითონ იყო რობოტი. spoilers

ძალიან კარგი ეფექტებია, ოსკარზე იყო ნომინირებული სპეციალური ეფექტებისთვის.

download link

2.  Jennifer’s Body

არც ისე ნიჭიერი მეგანისგან ნორმალურ ფილმს არ ველოდი, მაგრამ ინტერესით ვუყურე, ამანდამ მეგანი სრულებით გადაფარა 🙂

ჯენიფერი და ნედი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ ქალაქში როკ – ჯგუფი ჩამოვა, რომელთაც ექსცენტირული სოლისტი ჰყავთ. ჯგუფს პატარა ექსპერიმენტის ჩატარება უნდათ, მაგრამ ამისთვის ქალიშვილის სისხლი სჭირდებათ. ჯენიფერი ხუმრობით ეტყვით, რომ ქალიშვილია და რიტუალი ძალას დაკარგავს, მაგრამ ჯენიფერი ზომბად გადაიქცევა. ნედი ცდილობს მეგობარი შეაჩეროს.

ამანდა სეიფრიდი, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი მსახიობი:

ძალიან ძალიან საყვარელი ადამ ბროუდი:

download link

1. The island

2019 წელი, დიდი უტოპიური დაწესებულება, სადაც ადამიანები დანომრილები არიან. მათთვის ცნობილია, რომ დედამიწაზე მხოლოდ ისინი არიან გადარჩენილები.

ყოველ კვირაში ერთხელ ტარდება ლატარეა, რომელში გამარჯვებულიც იგებს ბილეთს საოცარ კუნძულზე სამოგზაუროდ, რომელიც მათი ფანჯრებიდან მირაჟივით მოჩანს, ამიტომ ამ ბილეთის მოგება მათთვის ოცნების ახდენის ტოლია.

ევანის პერსონაჟს სკარლეტი უყვარს, მაგრამ იქ სიყვარული დაშვებული არაა, ამიტომ ისინი თავის გრძნობებს მალავენ. როცა ერთ-ერთი იქ მაცხოვრებელი მოიგებს ამ ლატარეას, ევანს ეჭვები უჩნდება, პოულობს ზევით ასასვლელ გვირაბს და მოულოდნელად საავადმყოფოში მოხვდება, სადაც ამ ადამიანს ორგანოებს აჭრიან.

ევანის მიხვდება რაშიცაა საქმე. მდიდარმა ადამიანებმა დააფინანსეს ეს დაწესებულება და შექმნეს საკუთარი კლონები, რადგან უბედური შემთხვევის დროს მათი ორგანოები გამოეყენებინათ, ასე რომ როცა ვინმე ლატარეას იგებდა,  ესე იგი მის შემქმნელს ორგანო სჭირდებოდა.

სკარლეტი შემდეგი გამარჯვებული გახდება და ის და ევანი იპარებიან დაწესებულებიდან. მათზე მთელი ქვეყნის  სამართალდამცავები იწყებენ ნადირობას, რომ ეს ამბავი არავინ გაიგოს.

ძალიან დაძაბულია მთელი ფილმი, არ მოიწყენთ, მე კარგად ვისიამოვნე.

download link

Advertisements

5 thoughts on “მისტიკური ტრილერი

  1. sin city ის გარდა ყველა მაქვს ნანახი და მაინც გამოვარჩევდი the cell. ძალიან მომეწონა ფილმი და ჯენიფერიც შესანიშნავად თამაშობს, ძალიან კარგი მსახიობია, ისევე როგორც მომღერალი. ამანდა სეიფრიდის თმებზე კი შურით ვსკდები ისე ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზი თმები აქვს და ლამაზი გოგოცაა.

  2. skeleton key და i robot მაქვს ნანახი, პირველზე პოსტიც კი მიწერია https://vekoo.wordpress.com/2010/05/06/the-skelaton-key/ ამ ფილმმა შემძრა , განსაკუთრებით დასასრულს ვისიამოვნე.

    ხო, მეგანი Fოქსი მიყვარს და ვუყურებ ამ ფილმსაც )) thanks

  3. ისევ გესტუმრე 😀 მეგან ფოქსის ფილმის სათაური უნდა ვნახო და ვუყურო : )))
    ამ ფილმს მარტო მაგის ხათრით ვნახავ, არადა სხვა ფილმების ანოტაციებმა უფრო დამატინტერესა.
    ისე, შენ რომელს მირჩევ?

    პ.ს. სურათების ზომებში დაპატარავება და დაუნლოადლინკების დამატება არ აწყენდა 😀

    • ამას უფრო რივიუს ხასიათი ჰქონდა, მაგრამ დავამატებ ლინკებს. მე ამ ათიდან ყველა მომწონს და ყველა საინტერესოა 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s