გასეირნება დედაქალაქში

რამდენიმე კვირის წინ ჩემმა რძალმა ამაზონზე ამანათი შეუკვეთა, თავისთვის რაღაც წვრილმანები და ჩემთვის დაბადების დღის საჩუქრად შეპირებული იყო და ყელსაბამი მიყიდა.

ამანათი გუშინვე ჩამოვიდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ წასვლა, დღესაც რაღაც პრობლემები შეექმნა და ვერ მომყვებოდა, მე კი როგორც წესი მარტო სიარული საშინლად მეზარება, ამიტომ ჩემი 5 წლის ძმიშვილი წავიყვანე და წავედით.

როგორც იქნა მოვიდა სანატრელი “მარშუტკა”, იქამდე დათუნამ მოასწრო  ბოძებიდან განცხადებების ჩამოხევა და ტვინის გაბურღვა “როდის მოვა? როდის მოვა? მალე მოვა?” და მოვიდა კიდეც.

ჩავჯექით თუ არა, გახარებულმა ყიჟინა დასცა, ფანჯარასთან მოვხვდითო, ბოლოში გადაბობღდა და მოიკალათა. რა თქმა უნდა გაივსო ისე, რომ ადგილი არ დარჩენილა და დაიძრა.

ამის მერე რეინჯერს პირი არ გაუჩერებია, ძალიან საინტერესო აზრები აწუხებდა, მაგალითად რატომ ჰქონდა მძღოლს შეწუხებული სახე და მელოტი თავი, ან რატომ გავჩერდით საწვავის ჩასასხმელად, როცა ასეთი ცოტა მანძილი გამოვიარეთ, ან ვინ ასხამდა ამ საწვავს, როცა არავინ ჩანდა. მეც შეძლებისდაგვარად ვუხსნიდი ყველაფერს.

მერე რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე ძროხებს მოკრა თვალი და მკითხა, ძროხები ყველაზე დიდი ცხოველები არიანო? მე ვუთხარი ყველაზე დიდები დინოზავრები იყვნენ თქო. ახლა სად არიანო? გადაშენდნენ-მეთქი. აი აქ ჩაფიქრდა, მერე მკითხა რატომო.

კომეტაზე და ასტეროიდებზე აღარ დამიწყია ლაპარაკი,  აცივდა და დაიხოცნენ-თქო, მერე ძროხები თუ ისევ გაჩნდნენ, დინოზავრები რატომ აღარო? აი აქ უძლური ვიყავი და სხვა თემაზე გადავუტანე ლაპარაკი.

ჩავედით როგორც იქნა მიცკევიჩზე გამოვიტანეთ ამანათი, აინტერესებდა მისთვის თუ იყო რამე, მაგალითად ბევრი შოკოლადები, მაგრამ იმედები გავუცრუე.

მერე მთელი გზა მღეროდა უკანა გზაზე და დაღლილს ჩაეძინა. პატარა მუტანტი 🙂

ჰო, რაც შეეხება ამანათს, ბეჭედი ძალიან მომეწონა, დასანიშნი ბეჭდის ანალოგია, ძალიან ლამაზია, ზუსტად ასეთი მინდა ე.წ. “კალიცოს” მაგივრად, ჯერ ერთი ოქრო არ მიყვარს და მეორეც, ეგ “კალიცოები” არ მომწონს.

ყელსაბამიც ძალიან საყვარელია, მომეწონა, ცოტა თმებში გამეხლართა, მაგრამ არაუშავს 🙂

და ბოლო 95 ცენტიც ნაყოფიერად გამოვიყენე:

7 thoughts on “გასეირნება დედაქალაქში

  1. ლამაზია, აი იმ ბრილიანტების ბეჭედი რომ იყოს დაიწუნებდი? რომელი მოგეწონა? წითლის ჰო.

  2. კი როგორ არა. ბარემ ჩემთვისაც წამოვაყოლებ ვარდისფერს და შენც გიყიდი. მაგრამ ძალიან იაფი ხომ არაა?

  3. ვხედავ აქ ჩემი პოსტის გავლენა იგრძნობა !!! 🙂 დიდად კარგია 🙂 არც წითელი ფერი მიყვარს და არც ვარდისფერი, თუმცა ლურჯი მომეწონა ყველაზე მეტად იმ შვიდ ბრილიანტს შორის.ხაზს ვუსვამ, იმ შვიდს შორის!

  4. საყვარელი ^^ ჩემი პატარა მამიდაშვილიშვილიც :დ (რამხელა სიტყვა ყოფილა) ეგეთ სტრანნ კითხვებს სვავს ხოლმე ^^ მაგალითად ეს ქვა აქ რატომ გდია?! და ასე შემდეგ :დ

    ბეჭედი მომეწონა ^^ თუმცა სამკაულები არ მიყვარს მე :პ

დატოვეთ კომენტარი