წერილებით სავსე ძველი ყუთი

სკოლის ასაკში ძალიან მიყვარდა საკანცელარიო ნივთები, რვეულები, ბლოკნოტები, ტელეფონის ნომრების ჩასაწერი წიგნაკებიც კი, ყველაფერი, რაც მოგონებებს უკავშირდებოდა, არასდროს არ ვყრიდი, აქედან გამომდინარე დღეს ჩემს კარადაში დიდი წითელი ყუთია მოთავსებული, სადაც სკოლის დროინდელი ჩანაწერები, ფურცლები და დღიურებია ჩაწყობილი.

ვწერდით ყველგან და ყველაფერზე, მე და ლიკას ყოველკვირა ერთმანეთთან სკოლაში ე.წ. “წერილების ხროვა” მიგვქონდა, სადაც ვუწერდით სასაცილო მოთხრობებს, ლექსებს, ნახატებს, ძირითადად კომიქსების სტილში, სადაც ლიკა ყოველთვის მახინჯს და სასაცილოს მხატავდა, თავის თავს კი ულამაზესს (მეც ასე ვიქცეოდი), მოკლედ ფანტაზია უხვი და ულევი გვქონდა და ათას რამეს ვიფიქრებდით.

ცოტა მოგვიანებით მე და დიანამაც დავიწყეთ ფურცლების შეგროვება, იმ პერიოდში ათას ტურზე გვიწევდა წასვლა, ვიცოდით თუ არ ვიცოდით ეს საგანი. მაგალითად ქიმიის ტურზე. ქიმია ასე თუ ისე მესმოდა, მაგრამ ამოცანების ამოხსნით დიდად თავი არ შემიწუხებია და  სულ სხვა საქმით დავკავდით, კერძოთ სიმღერის ტექსტებს ვწერდი სამუშაო ფურცელზე.

უფრო ადრეულ ასაკში დედაჩემს თეატრიდან მოქონდა ხოლმე რაღაც ძველი საბუთები და რვეულები, იქიდან ბეჭდებს ვჭრიდი და ჩემთვის ოფიციალურ დოკუმენტებს ვიმზადებდი, ამით კი ძალიან ვერთობი, აბა მაშინ სხვა რა საქმე მქონდა, შუქი არასდროს არ იყო და ტელევიზორიც ერთ არხს აჩვენებდა.

აი მაგალითად დიდი წარმატებით დავამზადე ჩემი პასპორტი:

მერე ლიკამ დაწერა ანდერძი, ზუსტად არ მახსოვს, ახლა ეს ანდერძი ჩემთან ინახება, მაგრამ დაახლოებით ასეთი შინაარსი ჰქონდა, რომ თავის მილიარდებს და სამფეხა ძაღლს მე მიტოვებდა და თან ამ დროს ტელევიზორს უყურებდა ჯულია რობერტსის მონაწილეობით, ჰოდა მეც მივბაძე და დავწერე 4 გვერდიანი ანდერძი, რომელიც გაფორმებულ და ბრიტნი სპირსის მარკადასმულ კონვერტში დავლუქე.

ამ ჩვენს უამრავ პატარა ფურცლებზე დაწერ წერილებს დღემდე იქ ვინახავ, სადაც მაშინ ვინახავდი, საპონი ფ.ა-ს ყუთში. (უკან ცხოველური თათი რომ მოჩანს ჩემი კატაა)

მერე გამიჩნდა ჩემი პირველი დღიური, საიდანაც დაიწყო  დღიურების დიდი ხანა. ეს დღიური კოდით იკეტებოდა, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა კომბინაციაზე იღებოდა, არადა მე მიხაროდა, ვერავინ გახსნის-თქო.

ამ დღიურში ათასი სისულელე მიწერია, დასაწერი რომ არაფერი ჰქონდა კაცს და მაინც რომ წერდა. ბოლო გვერდებზე დახასიათებები იყო. ესეც დიანას დახასიათება.

მერე მე და ლიკამ გავაკეთეთ იმ დროს ძალიან პოპულარული ჟურნალის (პრინციპში ახლაც) სარკეს იმიტირებული ვერსია ჩვენს თავებზე, ეს ოსკაროსანი ფილმების ჩამონათვალია:

იმ დროს შეყვარებული ვიყავი სტინგზე და ჩემმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მისი სურათები ამომიბეჭდა:

ესეც ჩვენი ყოფილი საერთო მეგობრის ნახატი (ბიჭის), რომელიც დიანას ისე მოეწონა, რომ ძალით ამოუხია და შეინახა. თუ კარგად დააკვირდებით უამრავ არსებულ თუ არარსებულ იარაღებს აღმოაჩენთ, ნამდვილი შედევრია.

და ჩემი პირველი სასიყვარულო წერილები, რომელიც ჩემმა სკოლელმა მომწერა და უკვე დაახლოებით 9 წელს ითვლის, ისეა გაყვითლებული, სიძველის სუნი აქვს 🙂

🙂 ჰაჰაჰა… პატარა ბავშვივით მორცხვობა… ახლა რომ წაიკითხოს, მოკვდება სიცილით ალბათ.

ესეც ჩემი წითლად სკანდალური ძველი ყუთი:

Advertisements

4 thoughts on “წერილებით სავსე ძველი ყუთი

  1. ვაიმე ჩემი ანდერძი აღარ მახსოვდა. მერე უნდა გადავხედო ერთი 😀 რა კარგი იყო ის დრო 😀 ნეტავ ჩემი წერილები სადაა ეხლა 🙂 რა იპოვის იმას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s