აპოფისი – რატომ უხარიათ ასტეროიდის მოახლოება

გუშინ პოსტ კრიპტუმის რეკლამაში ყური მოვკარი საუბარს საიდუმლო ასტეროიდზე, რომელიც რამდენიმე წელში დედამიწას მოუახლოვდება. ლიკას ვუთხარი აუცილებლად ვუყუროთ-თქო. პ.ს ის რეპორტაჟებზე კარგად ვერთობით.

აი მოახლოვდა ათი საათიც და დაიწყო ნანატრი რეპორტაჟი. დიდი ასტეროიდი შემართებით მოქრის დედამიწისკენ და ჟურნალისტის ხმა ამაყად გვამცნობს, რომ 2029 წლის 13 აპრილს დედამიწა უნდა განადგურებულიყო, მაგრამ აპოკალიფსი გადაიდო (ვაშა და დიდება)

მერე გვიჩვენებენ როგორ ფეთქედება და ინგრევა დედამიწა, და რომ წყვდიადის ეგვიპტურმა ღმერთმა აპოფისმა დაგვინდო.

ის თითქმის სამასი მეტრის სიგრძისაა და 26 მილიარდ კილოგრამს იწონის. დედამიწას წამში 30 კილომეტრით უახლოვდება.

პირველად აპოფისი 2004 წელს სამმა ასტრონავტმა აღმოაჩინა და ძალიან გაუხარდათ მათ ეს ფაქტი. მაშინვე ყველა საინფორმაციო წყაროს შეატყობინეს, რომ დედამიწისკენ ამდაგვარი სხეული მოქროდა და უნდა დაჯახებოდა: (და მე აქ წარმოვიდგინე მათი გაბადრული სახეები)

და მერე აქ ასტროფიზიკოსი გვამცნობს, რომ აპოფისის დაჯახების შემთხვევაში ნგრევა ადამიანის მიერ მოგონილი ყველაზ ძლიერ თერმობირთვულ ბომბს ათასჯერ გადააჭარბებს და ყველაფერი, რაც ჩვენს მიერაა შექმნილი განადგურდება. მის უკანა ფონზე ლამაზად ჩანს, როგორ ეჯახება ასტეროიდი დედამიწას და ფეთქდება.

თუმცა ასტეროიდი ცელქობს და 2029 წელს 40 000 კილომეტრით აცდება დედამიწას, მაგრამ… ტყუილად გაგიხარდათ!!! 2036 წელს ისევ დაბრუნდება.

მერე გამოდის  აღფრთოვანებული და აღტაცებული ჟურნალისტი, რომელიც დიდი პათოსით გვიხსნის იმ წამებში რა მოხდება და რას დავინახავთ. უკან, ეკრანზე ასტეროიდი მოქრის. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ დროს ალმოდებულ სფეროს დავინახავთ, გარშემო ყველაფერი აზანზარდება და ცეცხლოვანი კედელი გზად ყველაფერს გაანადგურებს.

თუ ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდა, ცუნამის ტალღის სიდიდე ას მეტრს გადააჭარბებს (ალბათ ამიტომ მესიზმრება ძალიან ხშირად დიდი ტალღა, რომელიც ჩემსკენ მოდის) ადგილებიც გამოუთვლიათ, მათ შორის აზიის ნაწილიც ხვდება.

მერე იხსენებენ იუპიტერზე მომხდარ შეჯახებას, სადაც კომეტამ დედამიწის ტოლი ხვრელი დატოვა და აქვე ასკვნიან – ეს რომ დედამიწას შეჯახებოდა, მთლიანად დაანგრევდა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კოსმოსში ასამდე სხეულია, რომელსაც დედამიწის განადგურება შეუძლია,მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათოა, მაგრამ მეცნიერები მაინც მშვიდად არიან. (!) ასტროფიზიკოსი კი ამბობს, რომ შვიდი ათასამდე ობიექტია, რომელიც შეიძლება დედამიწის ორბიტაში აღმოჩნდეს.

ნასა უკვე შემუშავებული ჰქონია გეგმა, თუ სახიფათოდ მოუახლოვდა რომელიმე სხეული, ააფეთქებენ ან ტრაექტორიას შეუცვლიან.

მერე ჩვენ ვფიქრობდით, მაგ დროს ბრიუს უილისი ცოცხალი იქნებოდა თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ არმაგედონის შესაჩერებლად  ჯოხით ან ინვალიდის სავარძლით მოუწევდა წასვლა და არა მგონია ამას რამე შედეგი გამოეღო.

სიუჟეტის დასასრულიც ასევე პათოსით იყო გამსჭვალული, რომ წელს მეცნიერები დაასკვნიდნენ, შეეჯახება თუ არა 2036 წელს აპოფისი დედამიწას და ამ ამბავს დიდი სიხარულით შეგვატყობინებდნენ.

კარგით რა ხალხო, გვაცალეთ იქამდე ცხოვრება, ხან 2012 წელს ვფეთქდებით და ხან 2036 წელს. თან ასე ლამაზად რომ გვიჩვენებთ აფეთქების კადრებს, თითქოს თუ რამე მოხდა, მერე ვერ დავინახავთ.

Advertisements

9 thoughts on “აპოფისი – რატომ უხარიათ ასტეროიდის მოახლოება

  1. შენ კიდევ ვერ გამოთქვი როგორი აღფრთოვანებული იყო ამ გლობალური განადგურებით ჟურნალისტი. არ ვიცი ამ ხალხს რა უხარია ან რისი იმედი აქვთ, სად გადაურჩებიან? მილიარდობით ადამიანი განადგურდებაო, იმდენად ბედნიერი სახით გვამცნო, რომ რა ვიცი. თუ პლანეტა გადაშენდება, თუ ყველა ამოვწყდებით და თუ ჩავიხოცებით, თან როგორი სიკვდილით ან ავფეთქდებით ან ჩავიხრჩობით, ამათ რაღა უხარიათ როგორ მაინტერესებს? დარწმუნებული ვარ, მერეც ბედნიერი სახეებით შეხვდებიან ასტეროიდს.

  2. ეხლა რა გამახსენდა ლიკა იცი ამ შენს კომენტარზე? “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” რომ ილიკო ეუბნება ზურიკელას, ბიჭო თოვლი თუა, ქარი თუა და ქვეყანა იქცევა, შენ რაღა გიხარია, იმ ლექსში რომ წერ სიხარულის კურცხალი მდისო? :))) დაახლოებით ასე წარმოვიდგინე მე მაგ ჟურნალისტის ომახიანი პათოსი. სამწუხაროდ არ ვუყურებ ხოლმე როგორც წესი, “კურიერ პოსტსკრიპტუმს” და აქდან გამომდინარე, გასული სიუჟეტიც არ მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ ცოტა გასახალისებლად გადავაკეთებ რა ნოდარ დუმბაძის ამ უკვდავი ნაწარმოების ჩემს მიერ ზემოაღნიშნულ ეპიზოდის მოქმედ გმირებს. ( ჩემი ბრალი არაა, საჩვენებელი თითები რუსთავი-2-სკენ 🙂 )
    ილიკო – ილარიონი: სოფო-ლიკა
    ზურიკელა: ის ჟურნალისტი ერთ დროს ხალხის ტელევიზიიდან 🙂
    თოვლი, ქარი და ქვეყნის დაქცევა, ამოვარდნა, უბედურება, ჯანდაბა და ოხრობა: აპოფისი

    და ბოლოს უფრო მეტი დაძაბულობისათვის ავისმომასწავებელი მუსიკა 🙂

    გვაცალეთ მართლა რა ხალხო ცხოვრება რა 🙂 ჯერ გადავიაროთ 2012 წლის 21 სექტემბერი და მერე უშვით და უშვით სიუჟეტები 2036ზე და თუ გინდათ 5078ზე, ვაააა 🙂

      • 🙂 🙂 🙂
        ეგეთი ვარიანტია რა…
        ურააა ცალთვალა ილიკო ლიკაა, მე ცოტა გვიან ჩამისვამენ შუშის თვალს, და მერე ზურიკელას ავაფეთქებთ ორივე გახარებულები 🙂
        რაღაც ვერ ვარ ხო?

  3. უფ ეგ კარგი მოიფიქრე კი არ მიფიქრია მართლა გავს ხომ იცი:) ძალიან მიყვარს სხვათა შორის დუმბაძე. არ ვარ სწორი აბა? თავზე თუ გვექცევა და გვემხობა სამყარო და თუ გადავშენდებით დინოზავრებივით, იმათ რა უხარიათ ერთი? რეპორტაჟი რომ მოამზადეს? ეგ რეპორტაჟიც და ყველაფერიც მერე დარჩებათ უკან. გადაშენდა ეს ხალხი სულ რა. რათ გვინდა აპოკალიფსი, ისედაც გარეკა კაცობრიობამ. გვიყუროს ღმერთმა და გასკდეს სიცილით. და მასეთი ღმერთმა უწყის რამდენი 2012 წელი ჩაივლის, რომ დააფრთხობენ ხალხს ხოლმე. ეჰ კი არიან ღირსები ვინც გვაშინებს, მარტო ისინი ააფეთქოს კომეტამ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s