სასაცილო საძიებო სიტყვები

ბლოგის სტატისტიკას როცა ვამოწმებ, ჩემი საყვარელი მომენტია სერჩ ითემების ნახვა, რომელზეც კარგად ვხალისობ ხოლმე. ხანდახან ისეთი სასწაული სიტყვები მხვდება, რომ მიკვირს.

ყველაზე მეტჯერ ჩემთან queer as folk ით არიან მოხვედრილები – დაახლოებით 150-ჯერ. მერე მოდის შერილ კოული და მისი ტატუები ასამდე ნახვით.

ოცი სიტყვა, რომელსაც ეძებდნენ და ალბათ იპოვნეს კიდეც, მაგრამ მე კარგად გავერთე:

1. ყველაზე გრძელი ყურები

რამდენად გრძელ ყურებს ეძებდით არ ვიცი, მაგრამ აგერ ჩემს ზაქარის შესანიშნავი წვეტიანი ყურები აქვს სტარ ტრეკში.

2. როგორ მოვუშალოთ ნერვები

დედას, მეზობელს, კატას, ბებიას, ქმარს, ცოლს ან მთელს მსოფლიოს.

3. chichilaks ra uyo

სხვისი არ ვიცი და ჩემმა კატამ ის უბრალოდ დაღეჭა.

4.  ყველაზე უხეში მამაკაცები

მმ, ვიღაცას მადა გაეხსნა…🙂 აი კელვინ კლეინს ჰყავს რეკლამებში კაი უხეში მამაკაცები.

5.  i love sofo

ღმერთო ჩემო… ეს თაყვანისმცემლები მაწუხებენ რა უკვე, აღარ შემიძლია…🙂

6.  რა შეუძლია ქამელეონის სისხლს

მე გეტყვით რა შეუძლია, თუ მის სისხლს სათვალეზე წაუსმევთ, გოგოებს შიშვლებს დაინახავთ… ხომ გაგიხარდათ?

7. გვშია

უკვე ინტერნეტში ვეძებთ საჭმელსაც და სასმელსაც. გვშია და რა ვქნათ😦

8.  დაკრეჭილი

დაახლოებით ის ვარიანტია, თავში რომ ჩაგარტყავენ და დაკრეჭილი რომ რჩები.

9.  გასაპარსი

სიტყვა გასაპარსზე მაშინვე მისტერ ბორატი მახსენდება ხოლმე თავისი მწვანე საცურაო კოსტიუმებით.

10.  პირველყოფილი კომედია

სანამ კამერები და ფირები იქნებოდა, პირველყოფილი ადამიანები თვითონ დგავდნენ კომედიებს და კარგადაც ერთობოდნენ.

11.  ღიპიანი კაცი

გემოვნებაზე არ დაობენ, ზოგს უხეში მამაკაცები მოსწონს, ზოგს კიდევ ღიპიანი.

12. ორსარტულიანი ტყე

ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მას ზღაპარიც კი მივუძღვენი.

13.  ტრაკი

აუ უზრდელურ სიტყვებს არ ვიყოთ რაა, ჩემი ბლოგი ზე-კორექტულია.

და აი ისიც:

14.  არ წახვიდე

იგივე don’t go, stay with me, just stay, stop.

15. გასაკვირი სურათები

ფრიად გასაკვირი და საოცარი სურათები, მაგალითად როგორ იჭრის კაცი ბოსტნეულთან ერთად თითებს, ან როგორ აქვს თავი შეყოფილი თავისივე უკანალში (ხედავთ კორექტულობას?)

16. რომელ ვარსკვლავს ვგავარ?

მე მგონია რომ ძალიან ვგავარ ბრედ პიტს, მაგრამ მინდა ვგავდე რობი პატინსონს – თინეიჯერი ბიჭის ოცნება.

17.  სექსუალური ნიშნები

ეს საგზაო ნიშნები ისეთი სექსუალურია, ისეთი სექსუალური, რომ მანქანის გადაყენება მოგინდება გზიდან და ცოტა ხანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

18. ბეწვები

ბეწვები… რა საინტერესოა… უბრალოდ ბეწვები… ბეწვები წვიმაში… სევდიანი ბეწვები…

19. ცისფერი კაცები

ნწ ნწ ნწ… ეგ უზრდელები… ცისფერი კაცები.

აი თქვენ ცისფერი კაცები, და არ თქვათ რომ ეს კოცნა ცუდი შესახედავია.

20. ცნობილი ვარსკვლავების იღლიები

მშვენიერი და გლუვი იღლიები, სასიამოვნო არომატით. ისინი რომ ცნობილი ვარსკვლავები არიან…

7 thoughts on “სასაცილო საძიებო სიტყვები

  1. კარგად ვიცინე კარგი იყო😀 აი სულ ბოლო იღლიაზე ძალიან საშიში კინო გამახსენდა და მიხვდი ეხლა როგორ🙂 მოიცა ბოლოს მაინც ბუჩქი აქვს დადებული თუ მართლა აქვს? წარმოიდგინე რამდენი თვე უნდა ზარდო ასე სათუთად, რომ ბოლოს და ბოლოს ასეთ დასრულებულ სახეს მიაღწიოს. ხელოვნებაა რა😀

    • ერთი ეგ ვიდეო უნდა დავდო რა იღლიებს რომ ივარცხნის, ეგ კლასიკაა ნამდვილი🙂 და საერთოდაც მთელი სქარი მუვი კლასიკაა🙂

  2. ფუუუუუუუუუუ რა საზიზღრობაა ბოლო ფოტო😦😦 ღრ,ღრ,ღრ – ასეთ შეგრძნება გამიჩნდა …
    :((( ხოდა მისტერ ბორატი კი საერთოდ, კაცი-პამელა ანდერსონია :))) მაინც სად მოძებნა ეს ფოსფორისფერი და თან ზე-სექსუალური ზონარი – აბა მაგას საცურაო კოსტიუმი, ანუ ჩვენებურად “პლავკა” არ ქვია და … :))) ხოდა ის მსუქანი კაცი შემეცოდა,ვაიმე საწყალი რამხელაა :((( და თან ოლიმპოს მთაზე რომ იცოდა ზევსმა წამოკოტრიალება, ისე რომ წევს და თან ხელში ყურძნის მტევანი უჭირავს🙂 ნამდვილი ღვთაებაა🙂
    ჩემი ფავორიტია პირველყოფილი ადამიანების speech-ი: “Oh baby let’s go hide in the woods forever”. :)))
    The Best !!!🙂

    • 🙂🙂 კარგად მაცინე, მაგრამ მე ზევსი ცოტა უფრო გამხდარი წარმომიდგენია🙂

      • რათქმაუნდა მაგაზე გამხდარი იყო, ნუ ალბათ🙂 როგორც ფილმებშია განსახიერებული, წვერებიანი კაცია, განიერი მხრებით და ტანადი.🙂 აი თუნდაც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ხომაა ზევსის ქანდაკება,ხოდა იქაცაა წვერებიანი ზევსი. საერთოდ ბერძნული მითოლოგია ძალიან მიყვარს სკოლის პერიოდიდან და თითქმის ყველა მითი მაქვს წაკითხული.ამიტომ მომეწონა შენი პოსტი ოლიმპოს მთაზე.🙂

  3. მეც ძალიან ვიყავი გატაცებული ბერძნული მითოლოგიით, ყველა ღმერთის და ქალღმერთის სახელი ვიცოდი, მითებზე აღარ მაქვს ლაპარაკი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s