მე და დრაკულა

ვინ იყო დრაკულა?

ოფიციალური წყაროებიდან  ვიცით შემდეგი:

დრაკულა, იგივე ვლად მესამე ცეპეში/ტეპეში, ვლად მეორის შვილი, რომელსაც როგორც დრაკონის შვილადაც მოიხსენიებდნენ.

დრაკულა რუმინეთის ისტორიაში შევიდა როგორც თურქების წინააღმდეგ მებრძოლი. ბავშვობა თურქეთში გაატარა, როგორც მძევალმა და როცა რუმინეთში დაბრუნდა, თურქების დაუძინებელ მტრად იქცა. მის სისასტიკეზე და სისხლის წყურვილზე დიდი ლეგენდები დადიოდა.

საინტერესოა, რატომ აქცია ბრემ სტოკერმა დრაკულა ვამპირად? მის გოთიკურ საშინელებათა ჟანრის წიგნს სჭირდებოდა განსხვავებული პერსონაჟი, რომელიც ამ ნაშრომს უნიკალურს და პოპულარულს გახდიდა. რატომ აირჩია მან რუმინელი მმართველი?

რუმინელების თვალში დრაკულა ეროვნული გმირი იყო, რადგან მუსლიმანურ სამყაროს ებრძოდა და  იცავდა თავის ხალხს მათგან. დრაკულას სამეფო ნომერი ძელზე გასმა იყო. ამ ნომრით მრავალი ათასი ადამიანი დაუსჯია.

ბრემ სტოკერის რომანი შედგება მოგზაური ჯონათან ჰარკერის ჩანაწერებისაგან, რომელიც ტრანსილვანიაში, გრაფი დრაკულას სასახლეში მოხვდება.  ცოტა ხანში ჯონათანი აღმოაჩენს, რომ ის დრაკულას ტყვეა და მას სამი ქალი ვამპირი დარაჯობს, რომლებსაც მოიხსენიებენ, როგორც დრაკულას საცოლეებს.

რომანს მოყვა ბევრი ეკრანიზაცია, დრაკულას როლები შეასრულეს ფრენკ ლანჯელამ, გარი ოლდმენმა, ჯერარდ ბატლერმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა – ვამპირ დრაკულას რომანტიული ელფერი მიენიჭა ფორმულით – შეყვარებული დრაკულა – კარგი დრაკულა.

ჰო მართლა, მე ვიცნობ ერთ დრაკულას. ის  კედელზე ცხოვრობს და ჩვენ რომანტიული ურთიერთობა გვაქვს. მართალია მისი მეზობლები ოაზისი, გორილაზი და სხვები არიან და ხშირად აწუხებენ, მაგრამ ხმას არ იღებს და უკმაყოფილებას არ გამოხატავს.

აი ისიც:

შედარებისთვის:

ხომ ვთქვი რომანტიული ურთიერთობა გვაქვს-თქო…

.

..

….

…..

……

…….

……..

………

……….

…………

……………

……………….

…………………….

…………………………

………………………………..

star-crossed lovers…

 

Advertisements

6 thoughts on “მე და დრაკულა

  1. დრაკულას როლი ყველაზე კარგად მაინც ფრენკმა შეასრულა. მაგრამ მაინც რობერტას რა ვიცი ვერანაირი დრაკულა ვერ გადაუდგება წინ 😀

  2. me ar miyvars filmebi drakulaze. da saertod grafi drakulas personajic ar miyvars da albat amitom arc mainteresebs filmebi masze. piradad gari oldmenis shesrulebit maqvs nanaxi filmi “drakula” da saertod ar momewona. 😦 miuxedavad imisa, rom kianu tamashobs 🙂 ai kianu dzalian miyvars… (inlove) ogond matricebshi da sisuleleebshi ki ara, aramed “Sweet November”-shi. 🙂

    • ეგ დრაკულა არც მე არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ოსკარი აქვს აღებული, როგორც საუკეთესო გაფორმება და კოსტუმები. ხოდა… სწორედ კიანუ თამაშობს ჯონათან ჰარკერის როლს, საყვარელი… მე მატრიცაც ძალიან მიყვარს 🙂

  3. vici kianu rom tamashobs jonatanis rols da misi sacolis rols vainona raideri.xoda oskari tu qonda agebuli, eg nagdad ar vicodi, mara ertia, rom kostiumebi martla lamazia da me gansakutrebit damamaxsovrda moxuci drakulas tetri tma, romelic dzalian stylish-ad aqvs dayeebuli 🙂 ucnauri, magram dasamaxsovrebeli varcxniloba aqvs. 🙂 hoda kidev mand tamashobs tu ar vcdebi epizodur rolshi monika beluchi ert-erti vampiris rolshi.ai sawolis scena romaa, tu daakvirdebi iqaa. vgiiijdebi ise momwons monika 🙂 tundac epizodur rolshi, mainc chans misi silamaze.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s