ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ბალერონი

ამერიკულ შოუს so you think you cand dance, რომელიც უკვე 7 სეზონია გრძელდება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. ეს არის ძალიან საინტერესო შოუ, რომელიც მაღალ დონეზეა გაფორმებული და ცეკვის ბევრ ჟანრს მოიცავს. შოუში გამარჯვებული იღებს ძვირადღირებულ კონტრაქტს მუშაობს ყველაზე ცნობილ ქორეოგრაფებთან და რეჟისორებთან.

მაგალითად ახალი გამოსული “step up 3” ძირითადად ამ შოუს მონაწილეებით დაკომპლექტდა, რადგან ჟიურიში ფილმის პროდიუსერი, ადამ შეკმანი ზის წლების განმავლობაში.

მეშვიდე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო ალექს ვონგი, რომელიც არის პროფესიონალი ბალერონი და წლების მაძილზე მუშაობდა ცნობილ საბალეტო დასში.

ალექსს თავიდანვე პრობლემები შეექმნა, რადგან ვერ გაყვა თავისს  დასს გასტროლებზე და პრიორიტეტი შოუს მიანიჭა, მაგრამ როცა მათ ბოლივუდის ნომერი უნდა დაედგათ, რთული ილეთების გამო მიიღო ტრამვა და შოუს ჩამოშორდა, სამაგიეროდ შოუს პროდიუსერ და ჟიურის წევრ, ნაიჯელ ლეტგოუსგან მიიღო დაპირება, რომ შემდეგ წელს კასტინგის გარეშე მოხდებოდა შოუში.

ერთ კვირასაც ალექსს შეხვდა ჰიპ ჰოპი წინა სეზონის მონაწილე თვიჩთან ერთად, რომელიც ჰიპ ჰოპის პროფესიონალი მოცეკვავეა და მთელი 7 სეზონის განმავლობაში საუკეთესოა ამ ჟანრში. საწყალ ალექსს კი საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია ჰიპ ჰოპთან.

ძალიან ბევრი ნერვიულობის და რეპეტიციების შემდეგ ალექსმა ისე იცეკვა ჰიპ ჰოპი, რომ ჟიური დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s