ვარსკვლავები დიდი ცხვირებით

მართალია მათმა უმრავლესობამ ოპერაცია გაიკეთეს, მაგრამ ვერც ახლა დაიკვეხნიან პატარა ცხვირებით. ზოგს ეს დიდი ცხვირი იმდენად ინდივიდუალურს ხდის, რომ ალბათ არც უფიქრიათ მის მოშორებაზე.

ქალბატონმა პარის ჰილტონმა რამდენჯერმე გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი მიიღო. ჩამტვრეული კბილიც ძალიან სექსუალურად უჩანს და ზარმაცი თვალიც. არა მგონია ამას მდიდარი მემკვიდრე დაეკომპლექსებინა.

ის ნარცისიზმითაა შეპყრობილი, უღებს თავის თავს უამრავ სურათს, არასდროს ეუბნება პაპარაცებს პოზიორობაზე უარს, ყოველთვის და ყველგან მზადაა, რომ დააფიქსიროს თავისი თვალისმომჭრელი სილამაზე.

არა მარტო სურათები, პარისს ვიდეოს გადაღებაც ძალიან უყვარს და არც ისე ხელსაყრელ მომენტებში, ამიტომაცაა, რომ მისი ინტიმური ვიდეოები ყველგანაა მოდებული

იდი ცხვირის გარდა პარისს ასევე აწუხებს დიდი ფეხის ქონა, უფრო სწორად დიდი ფეხის ტერფის, რომელიც 41 თუ 42 ორი ზომა აქვს, თუ მეტი არა… ამიტომ მას ყოველთვის სპეციალური შეკვეთით უკერავენ ფეხსაცმელებს.

აი მისი ცხვირის ცვლილებები წლების მანძილზე:

იდი ცხვირის პრობლემა ჰქონდა დისნეის ვარსკვლავს, “high school musical”ის მსახიობს, ეშლი ტისდეილს, მაგრამ ეშლიმ ადვილად შეძლო პრობლემის გადაჭრა და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ჩემი აზრით ძველ ცხვირში უფრო ჰგავდა თავის თავს.

ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავს ძალიან არ უყვარს თავისი ცხვირი და ყოველთვის ერიდება პროფილში სურათის გადაღებას, მაგრამ ოპერაციის გაკეთებას არ აპირებს. ვინ არის ეს მსახიობი?

ეს ალმადოვარის მუზა და აღმოჩენა, პენელოპა კრუზია. სიმართლე ითქვას ეს ქალი ვერაფრით ვერ წარმომიდგენია პატარა და აპრეხილ ცხვირში, არაფრით არ მოუხდება დარწმუნებული ვარ. პენელოპას თავისი დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, ევროპული გარეგნობა, მის ცხვირს კი არც ტომ კრუზი შეუშინებია და არც ახლა თავის ქმარს, ხავიერ ბარდემს არ აშინებს 🙂

sex and the city – კერი, იგივე სარა ჯესიკა პარკერი ხშირად ხვდება შეუხედავი სელებრითების სიაში. მიუხედავად ამისა, ძალიან წარმატებული კარიერა და ოჯახი აქვს, გემოვნებიან მსახიობად ითვლება და ცხენს ჰგავს თუ სახედარს, არავის საქმე არ არის 🙂

gossip girl-ის მსახიობი, ბლეიკ ლაივლი, რომელსაც ასევე დიდი და გრძელი ცხვირი აქვს, ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალების რიცხვში ხშირად სახელდება. ბლეიქს თავისი გრძელი ცხვირი სულაც არ აწუხებს და არც ოპერაცის გაკეთებას არ აპირებს, ძალიან ბედნიერია და ხვდება თავის პარტნიორს ზემოთნახსენები სერიალიდან.

და კიდევ ერთი, ცოტა ძველი თაობის მსახიობი, რომელსაც ძალიან შესამჩნევი დიდი და კეხიანი ცხვირი აქვს, ბარბრა სტრეიზანდი.

ველა ამბობს, ბარბრამ რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთოს, ის აღარ იქნება ბარბრა, ანუ დიდი ცხვირი მისი სავიზიტო ბარათია, მისი ინდივიდუალობის გამომხატველი ელემენტი. ამას სულაც არ შეუშლია ხელი ჰქონოდა რომანი იმ დროს ყველაზე სასურველ და სიმპათიურ მამაკაცებთან.

ესეც საიტ http://www.freakingnews.com მიერ გაკეთებული სურათები.

owen wilson

Robert Downey Jr

haylie duff

Johnny Depp

pamela anderson

britnose spears 🙂

paris hilton

holly berry

the beckhams

michael emerson

kim kardashian

brad pitt

robert pattinson

2 thoughts on “ვარსკვლავები დიდი ცხვირებით

  1. საწყლები რას დაუმგვანებიათ 🙂 თუ მართლა გადასარევად მახინჯი ცხვირი არ გაქვს, არც უნდა იფიქრო გაკეთება. ყველა ისეთი ცხვირით იბადება და იზრდება, რაც უხდება. ოპერაციის მერე თითქოს ადამიანს ცვლიან. ზოგს მთლიანად ეცვლება გარეგნობა. არ მიყვარს ცხვირის ოპერაციები.

  2. ჰეილი დაფს და ოუენ უილსონს რომ უშნო ცხვირები აქვთ, ჩანს კიდევ ისედაც, კარიკატურებად რომ არ ექციათ და ძალით არ დაეგრძელებინათ ცხვირები. მარა ოუენი ისეთი საყვარელი ტიპია რაღაცნაირად, რომ ცხვირი მეორე პლანზე რჩება თქო ასე მგონია. პენელოპას ძალიან სახასიათო გარეგნობა აქვს და იმდენად ეშხიანია, რომ მისი ცხვირისათვის არა მგონია ყურადღება მიექცია არც მის ქმარს – ასევე დიდი ცხვირის პატრონს ხავიერ ბარდემს 🙂 და თავის დროზე არც მის ექს-ბოიფრენდს და ასევე უშნო ცხვირის პატრონს ტომ კრუზს (ნუ რა ტანდემი ყოფილა თურმე, ეხლა მივხვდი 🙂 ) ერთი სიტყვით, პენელოპა ძალიან კარგი მსახიობია და ძალიან ლამაზი ქალიც ჩემი შეფასებით.
    პერის ჰილტონზე აღარ გავაკეთებ კომენტარს, ისედაც იცით უკვე მემგონი ჩემი დამოკიდებულება მაგ ქალის მიმართ. საერთოდ ერთი ნაკვთი მაინც თუ აქვს ლამაზი, მე ეს მაინტერესებს. ვიქტორია ბექემი კი მეორე მაიკლ ჯექსონია ჩემი აზრით და თუ ასე გააგრძელა, მარცხი მოუვა უეჭველი სადმე ჯექსონივით 🙂 (იმას ვგულისხმობ, ჯექსონს ერთ-ერთ კონცერტზე ცხვირი რომ მოძვრა. )
    სარა ჯესიკა პარკერს რომ შეხედავ, მართლა არაფერი აქვს ცალ-ცალკე ლამაზი და რაღაც უხეში გარეგნობის პატრონი ქალია (ჯერ მარტო მისი ფეხების ხსენება რად ღირს), მაგრამ მე მისი თვალები მომწონს ძალიან, ლამაზი თვალები აქვს და ისედაც, ძალიან მიყვარს “სექსი დიდ ქალაქში” და ქერი ბრედშოუ, საინტერესო მსახიობია.
    ჰოდა ბოლოს, ჯონი დეპს რას ერჩოდნენ, არ აქვს საგანგაშო ცხვირი ამ კაცს და რა უნდათ? 🙂

    პ.ს. ისე, რატომაა სულ რომ კომენტარის დაწერა მინდა და პოსტი გამომდის? :)))

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s