pink things

რატომღაც მომინდა შევეხო ვარდისფერ ფერს. ვის არ უყვარს ის? დარწმუნებული ვარ გოგონების უმრავლესობას ძალიან გვიყვარს ეს ფერი და მათ შორის გამონაკლისი არც მე ვარ, და ბავშვობიდან აქამდე გამომყვა ამ ფერის სიყვარული. მე მგონია რომ სამყაროს სილამაზე, მისი აღქმა ფერებიდან მოდის. ის ვინც ცხოვრებას მუქ ფერებში ხედავს, მუდმივად დეპრესიულია, არ მგონია ცისარტყელას ფერები უყვარდეს. მას კი, ვინც ცდილობს მიუხედავად რთული მომენტებისა, სიცოცხლე უფრო მეტად ლამაზად აღიქვას და ცხოვრებაც გაილამაზოს, ნამდვილად ეყვარება ვარდისფერიც და იისფერიც, ცისფერიც და ყველა ლამაზი ფერი. მგონი ცოტა გავცდი თემას 🙂

ვარდისფერის სიყვარულმა ადამიანი იქამდე მიიყვანა რომ ცდილობს ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი საგნებიც კი ვარდისფერი გახადოს.

ფოტოაპარატები, რომლებიც იმდენად გაალამაზა ვარდისფერმა, რომ მათით გადაღება არ მოგწყინდება.

ახლა ვარდისფერ მობილურ ტელეფონებს ნებისმიერი ფირმა უშვებს, იციან რა მიმზიდველიცაა გოგონებისთვის 🙂 არც ჩვეულებრივი ტელეფონების გავარდისფერება გასჭირვებიათ.

ვარდისფერ ლეპტოპებზე ხომ აღარაფერს ვამბობ 🙂

ვარდისფერი ბრილიანტიც კი არსებობს, აი ამაზე კი უარს ნამდვილად არ ვიტყოდი 😦

ვარდისფერი მანქანები ცოტა იშვიათობაა, მაგრამ ეს საზღვარგარეთ არავის აფერხებს მგონი.

ადამიანებმა იმდენად საყვარელ ფერად მიიჩნიეს ვარდისფერი, რომ სახლებიც კი შეღებეს.

ამ სურათს და ამ სახლის სილამაზეს აშკარად აფუჭბს ეს ბედნიერებისგან გაცისკროვნებული წყვილი. ალბათ ძალიან უხარიათ ვარდისფერი სახლი რომ აქვთ 🙂

არა მარტო სახლები, საწყალი კატებიც და ძაღლებიც კი შეღებეს ვარდისფრად. რას არ მოვიგონებთ მაინც სასტიკი ადამიანები 🙂

წარმომიდგენია როგორ გრძნობენ თავს საწყალი ცხოველები 😦

ნადმვილად არ მეგონა ვარდისფერი ლურსმნები და ჩაქუჩები თუ არსებობდა, მაგრამ თურმე რა აღარ შეუძლია ადამიანის ფანტაზიას. ნეტავ იმ ბედნიერმა წყვილმა იმ სახლის ასაშენებლად ეს ლურსმნები და ჩაქუჩი გამოიყენა? 🙂

ასეთ სარეცხის მანქანის ყურისწამღებ ხმაურსაც კი დიდი სიამოვნებით მოისმენს კაცი.

რა ბედნიერია ის ვინც საზღვაო მოგზაურობაში ამ იახტით მიემგზავრება.

ესეც ასეეე. ვარდისფერი ტუალეტების ჩამწკრივებული რიგით დაგემშვიდობებით 😀

by qameleoni555

Advertisements

11 thoughts on “pink things

  1. არ ვგიჟდები ვარდისფერზე, მე უფრო იასამნისფერისკენ ვარ, მაგრამ ისეთი ლამაზი ნივთებია, გულგრილი ვერავინ დარჩება 🙂
    ხოდა თუ წაიკითხა ამ წყვილმა და ეგ ჩაქუჩი და ლურსმანი სხვა მიზნებით გამოიყენა, მერე ნახე შენ…

  2. სანამ ისინი ამ ბლოგს და ამ პოსტს მიაგნებენ, მერე სანამ გადათარგმნიან და სანამ აქ ჩამოვლენ და სანამ დამიმიზნებენ შორიდან ჩაქუჩს და ლურსმანს მანამდე 2012 წელიც მოვა და კიდევ ბევრი ცრუ აპოკალიფსიც ჩაივლის 🙂

  3. არც მე მიყვარს რატომღაც ვარდისფერი ფერი და სოფოს დავეთანხმები, რომ იისფერი და ლურჯი ყველა ფერს მირჩევნია, თუმცა ყველაზე მეტად ზემოთ მოცემული ფოტოებიდან სახლი მომეწონა.რაღაც თოჯინა ბარბის სახლის ასოციაცია გამოიწვია ჩემში და ბავშვობა გამახსენდა 🙂

    საცოდავი ვარდისფერი ცხოველები ხომ საერთოდ, რა დღეში ყავთ… ზოგს მაინც ხომ აპათოლოგებს ვარდისფერზე.

    ხოდა ჰოუპის ლურჯი ბრილიანტის მერე არცერთნაირ და არცერთი ფერის ბრილიანტს არ ვაღიარებ მე!!! 🙂

    • ხოდა კიდევ, ერთი ვარდისფერი ფერის დიდი მოყვარული გოგოს ბლოგი ვიცი მე, ძალიან მიყვარს მისი წაკითხვა.შეიძლება თქვენც გსმენიათ მის შესახებ. მარი ქვია და მისი ბლოგია http://www.sweet.ge . ნახეთ თუ დაგაინტერესებთ ვარდისფერი ფერის მოყვარულებს.

  4. ძალიან გთხოვთ, რეკლამაში არ ჩამომართვათ და თუ არ მოგეწონებათ, დაბლოკეთ ან წაშალეთ ეს კომენტარი.საერთოდ არ ვიცნობ მაგ გოგოს, მაგრამ მომწონს როგორც წერს და რავიცი, ვკითხულობ ხოლმე ხანდახან მის ბლოგს.

  5. ადრე უფრო ვკითხულობდი. დიდ პატივს ვცემ sweet ის კარგად წერს მართლა. და მახსოვს ეს ბლოგი რომ ვნახე ისე გადავირიე სიხარულით ვიღაც გამოჩნდა ჩემნაირი ვარდისფერი რომ უყვარსთქო 🙂 ახლაც შევდივარ ხოლმე და ვათვალიერებ.

  6. ხოო, მეც ძალიან მომწონს მისი წერის სტილი და საერთოდ მომწონს მისი ბლოგი, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ვარდისფერი 🙂 ხოდა ეხლა ვწერ ჩემს ბლოგზე ახალ პოსტს, შემოიხედეთ მერე, დამხედეთ მაინც. 🙂

  7. ვარდისფერი ფერი ძალიან მიკვარს, ვგიჟდები. მაგრამ თუ კატა და ძაღლიც ვარდისფერი იქნებოდა ვერ წარმომედგინა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s