იდეალური ბიჭი

წუხელ არაფრით არ დამეძინა და თან კარადაში ჩემი დღიურები ვიპოვნე. არ ვიცი რა მჭირდა ასეთი გამოუთქმელი და ქაღალდზე გადასატანი, მაგრამ 4 ასფურცლიანი და სამი 40 ფურცლიანი რვეული მაქვს გავსებული. ჩემი ჟამთაღრიცხვა 2003 წლის 15 მაისიდან იწყება და დაახლოებით 2005 წელს მთავრდება.

ალბათ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სწორედ ამ დღიურის დაწყების დღეს გავიცანი ერთი ბიჭი, რომელიც ამ დღიურის დამთავრებამდე, ანუ სადღაც ორ წელიწად ნახევარი პლატონურად მიყვარდა და მთელი ეს ჩემი გულისტიკივილი და სიყვარულით წვა აქ მაქვს ჩაქსოვილი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სისულელე იყო,  დღიურებს რომ ვკითხულობდი მეცინებოდა🙂

ყველაფერთან ერთად ისეთი საოცრებები ვნახე უკანა ფურცლებზე, გამოვშტერდი. რა საინტერესოა, ნეტავ მეტი საქმე არ მქონდა? ანბანის მიხედვით მქონდა ჩამოწერილი თაყვანისმცემლების სახელები და გვარები, მე და დიანა ვერთობოდით ხოლმე.

კიდევ ბევრი რამე შევამჩნიე ისეთი, რაც დღეს აღარ მაქვს. მაგალითად ვყოფილვარ ძალიან რომანტიული, საკუთარ თავში ზე-დაჯერებული, თამამი და ეგოიზმით შეპყრობილი. ჩემი თავი ძალიან მიყვარდა. არა, ახლაც მიყვარს, მაგრამ მაშინ ზედმეტად.

აი რა ვნახე ერთ-ერთ ჩანაწერში: (სიტყვა-სიტყვით გადმომაქვს)

21 ივნისი, შაბათი, 2003 წელი:

ყურადღებას უამრავი ბიჭი მაქცევს, მაგრამ მე არც ერთი არ მომწონს. ყველა ერთფეროვანი და უფერულია. ბიჭს, რომელსაც შევიყვარებ, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, უნდა იყოს მეტნაკლებად სერიოზული, ასევე მხიარულიც. სიმპათიური, სპორტული აგებულების, რა თქმა უნდა ჩემზე მაღალი, ჭკვიანი, ერუდირებული, ამასთანავე მგრძნობიარე, გამგები, ალერსიანი, ზრდილობიანი და რომანტიული… აუუუ… როგორ გავუბერე, ამნაირი ბიჭის ძებნაში ალბათ დავბერდები, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ასეთი პიროვნება, ან რამდენიმე თვისება ხომ მაინც უნდა ჰქონდეს ამ ჩამოთვლილთაგან…

აი ასეთი წარმოდგენა მქონდა იდეალურ ბიჭზე 8 წლის წინ. რა თქმა უნდა ბანალურია, ყველას ასეთი ბიჭი უნდა, ეს ხომ მართლა იდეალურია, მაგრამ…

მყავს ბიჭი, რომელიც  იდეალურია იმით, რომ არ არის იდეალური. ხომ საინტერესოა?

საინტერესოა ასევე ის, რომ ზემოთჩამოთვლილი ყველა თვისება აქვს (გარდა იმისა, რომ ჩემზე მაღალი არაა… ნუ სადღაც ერთი-ორი სანტიმეტრით შეიძლება), მაგრამ მაინც არაა იდეალური. არის ჯიუტი, ხანდახან ეჭვიანი, ხანდახან მკაცრი. ეს თვისებები რომ არ ჰქონდეს, არ იქნებოდა ის, ვინც მე მიყვარს.

ასე რომ… მე ვიპოვნე ჩემი არაიდეალური იდეალური ბიჭი. თქვენც იგივეს გისურვებთ…🙂

3 thoughts on “იდეალური ბიჭი

  1. xo xo rogor maxsoovs sias rom vceriit anbanis mixedviiit da clebis mixedvitaac😀 ra bavshvebi viyaaviiit raa😀
    shens araidealus idealur bichs rac sheexeba echviani zomazea zogjer buzgunaaa…. uzomod miyvarxaart… (ra kargi iyo dro 4-i rom vabirzavebdit xolme chemtan saxlshii😀 pexburtis gulistvis zalashi televizori rom gadmovitane badris gulistviis gaxsoovs?)

    • ჰო აბა ბარსელონას თამაშს ხომ არ გააცდენდა🙂
      ხანდახან არც მჯერა რომ უკვე 5 წელი გავიდა🙂
      გუშინ რომ ვკითხულობდი დღიურს, შენი დაბადების დღის ჩანაწერი ვნახე და იქ ეწერა დღეს დიანა 15 წლის გახდაო და იმდენი ვიცინე იმდენი, ცრემლები მომდიოდა🙂

  2. ha haaaaaa Diana 15 cliis😀 ra patarebi viyaaviiit da ras vertobotit vkaipobdit davdiodit aqet iqet…. ai udardeli cxovreba mashin iyoo…. ras agar mivcemdi exla im droshi rom davbrunebuliyaviiit…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s