ჩემი პირველი ტელეფონი

ჩემი პირველი ტელეფონი მაჩუქეს მეცხრე კლასში. მაშინ მობილური დიდი იშვიათობა იყო.

მაჩუქეს რა, ჩემმა ძმამ წამოიღო ლომბარდიდან და თვითონ როცა უკეთესი იყიდა, ის მე მომცა. ამ ტელეფონის შეხედვა ერთ რამედ ღირდა🙂

ეს იყო ძველი ალკატელი, გაფუჭებული ღილაკებით. ზედა ორი ღილაკის მაგივრად სილიკონები ჰქონდა ჩამაგრებული, რომლებიც ხშირად ვარდებოდა. პატარა ანტენა ჰქონდა, წინ ჩამოსახსნელი და რა თქმა უნდა შავ-თეთრი. ზუსტად სურათი ვერ ვნახე, ალბათ ათი წელია ასეთი ფენომენი არავის უნახავს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:

ვუყიდე დიდი გულზე დასაკიდი სამსუნგის ლენტა (მაშინ ყველა გულზე დაკიდებული ტელეფონით დადიოდა) ჯინსის ქურთუკის წინა ჯიბეში ვიდებდი და ანტენა რომ უჩანდა ძალიან მიხაროდა ხოლმე🙂 პირველი მესიჯიც კარგად მახსოვს, რომელიც მივიღე, ეს იყო ჩემი ძმის გამოგზავნილი “სოფო შე ძველო, ბატივით სქელო”.

რაღაც საშინელი ზარები ჰქონდა, უშნოდ წრიპინებდა, მაგრამ ოღონდ ვინმეს დაერეკა, სიხარულით ჭკუაზე არ ვიყავი.

ალკატელი რომ ვეღარ ასრულებდა ტელეფონის მოვალეობას, ბიძაჩემმა პანასონიკი მიყიდა. მაშინ ეს მობილური ძალიან პოპულარული იყო, ლიკასაც ჰქონდა ასეთი, ოღონდ შავ-თეთრი.

ეს იყო ჩემი პირველი ფერადი მობილური, ძალიან საყვარელი ჟღარუნა ხმები ჰქონდა და ერთი თამაში, რომლითაც კარგად ვერთობოდი. თვითმფრინავის ნაწილები უნდა შემეგროვებინა, მარიოსნაირი თამაში იყო.

ჩემი დაქალები ხშირად დამცინოდნენ, ძალიან პატარა იყო, ჩექმაშიც კი შემეძლო ჩადება. განსაკუთრებით დიანა აქტიურობდა ხოლმე ამ დაცინვაში, ხოდა ერთხელაც გახარებულმა დამირეკა, ჩემებმა ტელეფონი გამომიგზავნესო, მაგრამ მაგისთვისაც ჩემნაირი გამოუგზავნიათ🙂

მერე მქონდა პირველი კამერიანი ტელეფონი, სამსუნგი.

ს ტელეფონი დღემდე ძალიან მიყვარს. ახლა დედაჩემს აქვს საბერძნეთში. უსაყვარლესი ფერების და ხმების მობილური იყო. თან იმდენი სურათები და მესიჯები მაქვს შენახული… ზევით პატარა ციმციმა ნათურა აქვს და მესიჯი რომ მოდიოდა ეს ნათურა ციმციმებდა ხოლმე. ეს პროცესი ძალიან მიყვარდა.

შემდეგი ჩემი პირველი მესამე თაობა: ნოკია 6290

ეს მობილური ორ წლამდე მქონდა და კარგი სამსახური გამიწია ნამდვილად. მერე საზეიმო ვითარებაში გადაეცა ჩემს ძმას.

და ბოლოს, გაგიჟებული ვიყავი აიფონებზე და სენსორულ ტელეფონებზე.  ნოკია 5800 ახალი გამოსული იყო და ძალიან მომწონდა, მაგრამ ძვირი ღირდა. თან იმ პერიოდში საერთოდ უმობილუროდ დავრჩი.

ერთხელაც ბადრი მოვიდა ჩემთან, დაჯდა, და მეუბნება, აბა ზარი გამოუშვი ჩემთან, რაღაც მაინტერესებსო. ჯიბიდან  უცხო ხმები მოისმა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, სანამ არ დავინახე:

ალიან კმაყოფილი ვარ, ჯერ-ჯერობით არ გამჩენია ახლის ყიდვის სურვილი.

13 thoughts on “ჩემი პირველი ტელეფონი

  1. მოიცა მაგ სამსუნგზე იყო ხომ? თუ ძველ ნოკიაზე რაგაც გნომიკებზე რომ ვთამაშობდით თამაშს უკან რომ დაგვყვებოდა ტკიპასავით. უი ისიც გამახსენდა მეთერთმეტე თუ მეათე კლასში ვიყავით მაშინ და უკანა მერხზე ვიჯექით და ყაყანებდა ყველა:D და ერთმანეთს ჩანთებს უყრიდნენ მავანნი და მავანნი, თუ ამერია დღე? ეჰ კაი იყო სკოლა😦 ეგ კი არადა მე ჩემი ვარდისფერი ნოკია მენატრება ძალიან. ლამაზი იყო:( რამდენი თემა ჩავტიე ერთ კომენტარში😀

    • ხო მაგ სამსუნგში იყო გნობიკებზე, მე ის მახსოვს შენს პანასონიკში თხუნელები რომ ყოფდნენ თავს და რომ უნდა გაგეჭყლიტა🙂

  2. ჰოდა მაგ პანასონიკის თამაშებს ვერ ვიტანდი. მარტო მესიჯები მიყვარდა მანდ ხოლმე🙂

  3. oh rogor davcinodi shens kenchs😀 da shen ra mamcine im dges egetive panasoniki rom mivighee ogond chemi vardisperi iyo😉 shens samsungshi ragac tamashi iyo logikuri da dzaan mevseboda xolme🙂 ise agarc maxsovs ra telebi mqonda upiratesobas vanichebdi sony ericsson exla LG lb 40 maqvs…

    • ვარდისფერი კი არა წითელი იყო, კარგად მახსოვს🙂 ჰო ეგ იყო გნომზე ერთხელ ღამეც წაიღე სახლში და თამაშობდი🙂

  4. nu xo ra citelii tu vardisperiii😀 ertnairebi rom iyo xo paqtiaa :-d
    alkatelze lentas rom ver vubavdiit xom gaxsoovs?😀 rom dacere mag telze lentaze da dzinsis qurtukze egreve ratomgaac chveni gaseirneba gamaxsenda me shen da fifqia rom viyavit xom gaxsovs😀 ra dro iyoo

  5. მე პირველ კურსზე ვიყავი ანუ 17 წლის პირველი მობილური რომ მიყიდა დედაჩემმა. ეს იყო ნოკია, ცისფერი ფერის და შავ-თეთრი ეკრანით, თავისებური წრიპინა ზარებით.სად იყო მაშინ პოლიფონია? ხოდა დღემდე მიყვარს ის ტელეფონი, რომ შევხედავ, მსიამოვნებს რაღაცნაირად.
    მეორე მქონდა მოტოროლა – V3i, რომელსაც ეხლა დედაჩემი ხმარობს უკვე რამდენი წელია.ის მობილურიც ძალიან მიყვარს. მერე ამოვიჩემე, მესამე თაობის მობილური მინდა თქო და ვიყიდე კიდევაც ნოკია N78. სანამ ვიყიდდი, ათასჯერ შევამოწმე ინტერნეტში მისი ფუნქციები და დამაკმაყოფილა, ხოდა თბილისში ვიყიდე და 4-5 თვეში გამიფუჭდა. კნოპკებმა გაჭედა, ვერც მესიჯს ვწერდი და ვეღარც ნომრებს ვინახავდი. გამკეთებელთან მიტანის შემდეგ, სულ გაფუჭდა და მოეღო ბოლო. ადრე რომ 3 კნოპკა არ მუშაობდა, ახლა 5 აღარ მუშაობს და აღარც სურათებს იღებს. არადა რომ ჩართავ,ჩვეულებრივად მუშაობს.
    ახლა კი უკვე ერთი წელია მაქვს ჩინური ორ სიმ-ბარათიანი მობილური და ყველა ამბობს, შენ რომ მაგ ტელეფონმა გაგიძლო, სხვას არცერთს არ გაუძლო ისეო. მდინარეში ჩამივარდა ზაფხულში და მაინც მუშაობს.უბრალოდ ბატარეიკამ დაასტუკა და კარგია რომ ორი ბატარეიკა მოყვა, შევუცვალე და მუშაობს ბრწყინვალედ. უბრალოდ ისაა, რომ ძიეზის კნოპკა ამოუვარდა, მაგრამ მაინც მუშაობს.
    ეხლა უკვე ახალი მობილურის ძიებაში ვარ. ვიჩიჩქნები ნოკიას საიტზე და დღეს რაღაც თვალში მომივიდა ნოკია X3-02. არ ვცემ პატივს სენსორულ მობილურებს, ვფიქრობ, რომ მალე გაფუჭდება, მაგრამ ამ ტელეფონს კლავიატურაც აქვს და სენსორებზეცაა.თან 5 მპ კამერა და Wi-Fi. ჭკუაში ჩამიჯდა. რას მირჩევ სოფო, გავრისკო და ვიყიდო???

    • მე კმაყოფილი ვარ სენსორულის, ჯერ არაფერი გაფუჭებია, პირიქით, კნოპკებს ვეღარ ვხმარობ, ბადრის ტელეფონზე ეკრანზე ვაწვები ხოლმე, მავიწყდება რომ კნოპკები აქვს🙂 ასე რომ შეგიძლია გარისკო🙂 მუქი ვარდისფერიც ლამაზია ეგ ტელეფონი

  6. უი, ხოდა ის სულ დამავიწყდა რომ მეთქვა, რომ მე ძალიან მომწონდა პანასონიკის პაწაწინა მობილური და ის თამაშიც მომწონდა, თხუნელები რომ ყოფდნენ თავებს ორმოებიდან და რომ უნდა მოგეკლა. ჩემს კურსელს ქონდა წითელი ეგეთი პანასონიკი და მაგრად მიყვარდა იმ თამაშის გამო. ხოდა კიდევ ის ნოკი, ახლა რომ მინდა რომ ვიყიდო, ფერად-ფერადია და ერთ-ერთი ფერი ღია იისფერია, ხოდა მე, როგორც იისფერი ფერის დიდ ქომაგს და მოყვარულს არ გამომრჩა მხედველობიდან ეს ფაქტი ამიტომაც მინდა უფრო ამ მობილის ყიდვა.🙂

  7. me magalita julietta anui natalia varr. me dzlian momewona rogor daalaga sworad winadadebebi dzalian kargad dawera me ki ori telefoni meqneba erti ki axla maaqvs es ki BILAINI axla ki sensoruli meqneba nokiac2-03 xo esaaa dzan kargi gogona :d

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s