ბიჭი რომ ვიყო…

რამდენიმე დღის წინ გრეის ანატომიას ვუყურებდი, სადაც ასეთი შემთხვევა ჰქონდათ: 13-14 წლის მოზარდი, რომელიც ძალიან არასოციალური იყო და იტანჯებოდა მარტოობით, ჰქონდა თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა და იღებდა ჰორმონებს, რადგან ფიზიკურად გოგოს არ ჰგავდა, მაგრამ ფიზიკურად გოგო იყო.

დაკვირვებების და გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას შეეძლო არჩევნის გაკეთება – ყოფილიყო ბიჭი ან დარჩენილიყო გოგო. მას ბევრი არ უფიქრია და სქესი შეიცვალა.

დაახლოებით მაგ ასაკში მე რომ მქონოდა არჩევანის საშუალება, ალბათ დავფიქრდებოდი. ძალიან, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ან როგორი ვიქნებოდი, რადიკალურად შემეცვლებოდა თუ არა ხასიათი.

ბევრჯერ მინატრია, ნეტავ ბიჭი ვყოფილიყავი-თქო, ალბათ უფრო საინტერესო ცხოვრება მექნებოდა, ვიდრე ახლა მაქვს.

აი რა პრივილეგიები მექნებოდა საპირისპირო სქესის  შემთხვევაში:

1. სახლში 10 საათის გადაცილების შემთხვევაში არ ატყდებოდა პანიკა და განუწყვეტელი რეკვები “სად ხარ, არ მოდიხარ, დროზე მოდი” მიუხედავად იმისა, რომ ბადრის უკვე 5 წელია იცნობენ და იციან, სადაც ვარ.

2. კითხვაზე “სად ხარ?” ჩემი პასუხი ვერ იქნება “გოგოებთან ერთად ვსვამ, არ დამელოდოთ, დაწექით, გვიან მოვალ, ან საერთოდ არ მოვალ” ასეთი რამე რომ მოხდეს, ამას მოყვება დედაჩემის საბერძნეთიდან ფეხით წამოსვლა და ჩემი ოჯახის წევრების წნევის აწევა.

ვიქნებოდი ძალიან აქტიური, თავისუფალი, მეყოლებოდა ძალიან ბევრი მეგობრები, მექნებოდა ძალიან საინტერესო ცხოვრება და რაც მთავარია – ვიქნებოდი დამოუკიდებელი, რასაც ჩემს შემთხვევაში ვერ ვახერხებ.

და კიდევ ერთი ფაქტორი – ბიჭი რომ ვიყო სავარაუდოდ ვერ შევიყვარებდი გოგოს. 90% დარწმუნებული ვარ ვიქნებოდი გეი ან ბისექსუალი. არ ვიცი ქამინგ აუთს რამდენად გავაკეთებდი, მაგრამ ყველანაირად ვეცდებოდი.

ცუდად არ გაიგოთ, ძალიან გამიჭირდებოდა ქალური სისუსტეების დათმობა, თუნდაც ელემენტარული : კოსმეტიკა, სამკაულები, მაგრამ იმდენად ვარ შეყვარებული საპირისპირო სქესზე, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ბიჭი – ოღონდ ისევ იმიტომ, რომ ბიჭი მყვარებოდა.

ამით ვხსნი იმას, რომ ვგიჟდები გეი ფილმებზე, და საერთოდ ჰომოსექსუალებზე. (ეს ალბათ ჩემი ბლოგიდანაც ჩანს) მაგრამ მაღიზიანებს ყველაფერი ლესბოსური.

ასეთმა აზრებმა შეაწუხა ბიონსე და დაწერა ასეთი სიმღერა “if a were a boy” რომლის მისამღერიც ასე ჟღერს

” If I were a boy
I think I could understand
How it feels to love a girl
I swear I’d be a better man”

 

2 thoughts on “ბიჭი რომ ვიყო…

  1. ვა ვა ჩვენს თავს, ვიცოდი ეს აზრები რომ გაწუხებდა, მაგრამ ასე მწარედ არ მეგონა. უი ჰო ერთი მინუსი აქვს, შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი, ალბათ ჩვენ მეგობრები ვერ ვიქნებოდით, ასე რომ მე სრულიად მაკმაყოფილებს გოგო რომ ხარ და შეირგე ძმაო რა (coolis სმაილიკი) როგორ იწერება ნეტავ?🙂

  2. სეიმ ^^ ვგიჟდები გეი ფილმებზე :დ:დ:დ ძალიან ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა ბიჭი რომ ვყოფილიყავი :ფიქრ: გეი არამგონია მაგრამ ბისექუალი აუცილებლად ვიქნებოდი :დ მე იმის პრობლემა რომ წიპა სახლში მალე მოდი და აქამდე სად ხარ არ მაქვს :))))) თუ ჩემი ძმა არ არის სახლში :დ ისიც იშვიათად :დ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s