როგორი კოცნა იციან ყველაზე სექსუალურმა კაცებმა…

არა მგონია ისინი კოცნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, კოცნიან ყველგან და ყველას, სადაც გაუხარდებათ და როგორც გაუხარდებთ. სადღაც წავიკითხე, ჟიზელ ბიუნდჰენს პარკში უკოცნია ვიღაც მამაკაცისთვის და მეორე დღეს ეს სურათები ყველგან იყო მოდებული, მის ქმარს, ტომს კი გაუცინია და ამ ფაქტზე სულაც არ აღშფოთებულა.

კოცნიან კაცებს, ქალებს, როლისთვის თუ ისე, საკუთარი სიამოვნებისთვის.  ვნახოთ მათი როგორც straight ასევე gay კოცნები 🙂

დავიწყო ჯარედ ლეტოთი. არ ვიცი რამ გააგიჟა ეს კაცი და ამ ქალისთვის რა აკოცნინა. თუ ვერ იცანით ეს ცნობილი კაცთმოყვარე, ცუდი რეპუტაციის და დიდი ტერფების მფლობელი პარიზ ჰილტონია. ალბათ ძალიან იყო მთვრალი 🙂

ჯარედი ხან ვის ხვდებოდა, ხან ვის. მის სიაში იყვნენ კამერონ დიასი და სკარლეტ იოჰანსონი. აშკარად ქერათმიანების მოყვარულია.

როკსტარი და მსახიობი ჯარედი 26 დეკემბერსაა დაბადებული, ზუსტად იმ დღეს, როცა მე დავიბადე და იყო დრო როცა ძალიან მიხაროდა ეს ფაქტი.

ცნობილ ფილმში ალექსანდრე, რომელიც მაკედონელზეა გადაღებული, ჯარედმა ჰომოსექსუალის როლი ითამაშა კოლინ ფარელთან ერთად და მგონი როლებშიც ჩარჩა ცოტა ხნით 🙂 

ალექსანდრეს პრემიერის შემდეგ გამართული წვეულება, სადაც წყვილი ბედნიერად ცეკვავდა ერთად 🙂

კოლინის მერე ჯარედი უნამუსოდ კოცნის სკარლეტს და სინდისი სულაც არ აწუხებს ამის გამო 🙂

შედარებისთვის:   😉

ისე მგონი პარიზს უფრო ვნებიანად კოცნის, ვიდრე სკარლეტს.

კარგი, გადავიდეთ ყველაზე სექსუალურ შვედ მამაკაცზე,  უვამპირეს ვამპირზე, ალექსანდერ სკარსგარდზე. ამჟამად ალექსი კეიტ ბოსვორტს ხვდება (სად აქვს თვალები), მაგრამ იქამდე ლედი გაგასთვისაც კი უკოცნია (სად ჰქონდა თვალები)

გაგას კლიპიდან პაპარაცი. კიდევ კარგი თავისი ნებით არ უკოცნია 🙂

არანაკლები ურთიერთობა უწევს ანა პეკუინთან true blood-იდან, სადაც ის მასზე შეყვარებული ვამპირის როლს თამაშობს.

 

კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ სტივენი და ალექსიც თუ იწევდნენ ერთმანეთზე საკოცნელად, ეგ აღარ მეგონა 🙂

სტივენის ადგილზე ასეთ თამამ ფოტოში ჩემს ცოლს ალექსისნაირ კაცთან ახლოს არ მივუშვებდი.ჰმმ…

woow

ახლა მოვემზადოთ ბეეევრი ბევრი გეი კოცნისთვის. (როგორ მიყვარს თან) თქვენს წინაშეა გეილ ჰაროლდი:

ერიალიდან “queer as folk” რომელიც უკვე ათასჯერ ვახსენე. ბრაიან კინის, რომელიც ერთი დღით ცხოვრობს და პარტნიორებს ყოველღამე იცვლის, 17 წლის ჯასტინი შეუყვარდება.

მთელი ხუთი სეზონის განმავლობაში ისინი ხან ერთად ცხოვრობენ, ხან შორდებიან, ხან ჩხუბობენ, მაგრამ ერთმანეთი მაინც ძალიან უყვართ.

სინამდვილეში ჯასტინი გეია (და მგონი ყველაზე დიდი სიამოვნება სერიალის გადაღების დროს მან მიიღო, თითო სერიაში უამრავი სექს სცენა იყო), გეილი ბისექსუალი, მაგრამ მისი ნატურალი კოცნა ვერსად ვერ ვნახე, მგონი ბიჭების კოცნა უფრო მოსწონს.

მმმმ… ვგიჟდები gaykiss-ზე…!!!!!

კარგი. შემდეგი. რაიან რეინოლდსი, ახალგაზრდა და ძალიან სიმპათიური ბიჭი. სკარლეტ იოჰანსონის ქმარი.

რაიანი და სანდრა ბალოკი ფილმში proposal ერთად მონაწილეობდნენ, ახლა კი რაღაც ხმები დადიიის 🙂

მაგრამ სანდრა და სკარლეტი? სამოთხეში მოხვედრილა რაიანი და ეგაა 🙂

აი ლესბი კოცნები კი არ მიყვარს… 😉

შემდეგი ჯონათან რეიეს მეიერსი, ნამდვილად სექსუალურობის განსახიერება. კოცნის ფილმის გადაღების დროს რუს მოდელს ნატალია ვოდიანოვას.

არც კაცებთან უარობს კოცნას ბატონი ჯონათანი:

და ბოლო, ჩემი მოგვარე 🙂 როგორ გამიხარდა, როცა მისი მხოლოდ ორი კოცნა ვნახე – ერთი ფილმში და ერთიც კაცთან 🙂 მისი უბოროტესებულება ზაქარი კინტო.

ხოდაა… რაღაც ძალიან დაცხა ჩემს ოთახში… 🙂  წავედი…

Advertisements

6 thoughts on “როგორი კოცნა იციან ყველაზე სექსუალურმა კაცებმა…

  1. ვერ ვიტან ჯარედ ლეტოს და პერის ჰილტონს და საერთოდ არ მესმის რა ხიბლი და სილამაზე აქვს ამ ტლანქ და მოუხეშავ ქალს, რომ გადარეულია მასზე ბევრი კაცი? ხოო, კიდევ საშინლად არ მომწონს სანდრა ბალოკი, რაღაც არ მომდის თვალში… 😦 არც რაიან რეინოლდსი სარგებლობს ჩემი კეთილგანწყობით, რაღაც არც ეგ მომწონს.

    სამაგიეროდ ვგიიიიიიიიიიიიიჟდები “თრუ ბლად”-ის “ქასთზე და უფრო თუ დავკონკრეტდები ხომ ხვდები ვისაც ვგულისხმობ სოფო.იმ უშვედეს და უვამპირესზე – სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე (ფრაზა ქართული კინოფილმიდან “რეკორდი” 🙂 და თან აქ მუსიკა ფილმიდან :)) ხოდა ის ფოტო საერთოდ სუპერია… ძალიან მაგარი ფოტოა. როგორ უძლებს ანა პაქუინი სკარსგარდის შვედურ შარმს არ მესმის…

    რაც შეეხება იმ ბისექსუალს თუ ჰომოს თუ რაცაა, გეილ ჰაროლდი მართლა კაი ტიპია ფიზიკურად…

    ხოო და კიდევ ძალიან მიყვარს კოლინ ფარელი 🙂 :* ეს ჯარედ ლეტოზე გამახსენდა და გამომრჩა ზემოთ რომ დამეწერა.

    დიდი მადლობა ყურადღებისათვის… 🙂

    • :))) ვგიიიჟდები ხოლმე შენს კომენტარებზე :)))
      ხოდა რომ მოიყვანა ბედნიერად ცოლად, არ ეჭვიანობს ნეტა სტივენა? :)))

  2. ჰოო რავიცი, შეიძლება კიდეც ეჭვიანობს, მაგრამ არც ეგაა პრობლემა. ჰოლივუდი ხომ განთქმულია ქორწინება-განქორწინებების სერიებით. თუ არ მოეწონებათ პარტნიორი, ეგრევე შორდებიან და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუკი პაქუინი სკარსგარდის გამო დაშორდება ქმარს. ის ხომ როგორც იტყვიან “hotty”-ია და ალბათ ძალიან ცოტა ქალი თუ გაუძლებს ჰოლივუდში და არა მარტო მის მაცდურ ღიმილს და გარეგნობას.

    ხოოდა მე კიდევ მომწონს ძალიან შენი პოსტები და განსაკუთრებით ოლიმპოს მთაზე რომ კვდებიან ღმერთები მოწყენილობით და განსაკუთრებით ის ფრაზა, არტემიდას რომ ეუბნება ზევსი :)))
    და კიდევ ჯეინი, სულ დასაბანი რომ აქვს თავი და სახეზე მჭმუნვარე გამომეტყველება :))) მისი მბზინავი ვამპირი, სუნიან ლოსიონებს რომ ისვამს კანზე და კიდევ სილიკონებიანი მაქცია,ბოლოს რომ ჩამოეწელება :))) შენს ადგილას ცოტა ბოტოქსსაც ჩავუმატებდი მეტი გემოსათვის და კაი შიშხათიანი პერსონაჟი გამოგივიდოდა… :)))

    • მმმ ვიცოდი ეს კოცნა და ეს კინოც 🙂 მე გეი კოცნების რისხვა ვარ 🙂 მაგრამ კოლინზე დიდად არ ვგიჟდები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s