high school მოგონებები

თინეიჯერული ფილმების და სერიალების უმრავლესობაში, რომელიც სკოლას შეეხება, ბავშვებს დიდი პრობლემები აქვთ მასთან დაკავშირებით. აქაც, ისევე როგორ სხვა ისტორიებში, არის ჩამოყალიბებული ხშირად განმეორებადი ფორმულა :

სკოლის რამდენიმე პოპულარული გოგო, რომლებიც კარგად იცმევენ და კარგად არ სწავლობენ, ჩაგრავენ არაპოპულარულ გოგოებს, რომლებიც ცუდად იცმევენ და კარგად სწავლობენ. ეს უკანასკნელები სწორედ ამ პრობლემით იტანჯებიან და ცდილობენ გამოასწორონ.

სკოლის ფეხბურთის/კალათბურთის ნაკრების წევრები პოპულარული ბიჭები არიან და გოგონებში წარმატებულები. ისინი კარგად არ სწავლობენ, არიან აგრესიულები და დამცინავები. სკოლის ე.წ. nerd-ები, რომლებიც მეცნიერებით ან მათემატიკით არიან  გატაცებულები, ხშირად სათვალეს ატარებენ და მათ ყველა დასცინის.

და კიდევ ერთი დაუწერელი კანონი : სპორტული ნაკრების კაპიტანი აუცილებლად უნდა ხვდებოდეს მათი ჩიარლიდერების  ნაკრების კაპიტანს.

ამ ყველაფრის მერე მახსენდება ჩემი სკოლა და ძალიან მინდა პარალელები გავავლო 🙂

გამიმართლა, რომ სკოლა ჩემი ფანჯრებიდან ჩანს და ზარის რეკვა სახლშიც მესმოდა. 5 წუთის სავალია.

პირველ დღეს მე და დიანა ერთად მიგვიყვანეს, მაგრამ სხვადასხვა  კლასებში მოვხვდით. ის “დ”ში, მე “ა”ში. ორივე ვტიროდით. როგორც იქნა მომკიდა დედაჩემმა ხელი და ამიყვანა კლასში. იქ გავიცანი ჩემი მომავალი კლასელები.

პირველ კვირას დედაჩემს დავყავდი, მერე მე თვითონ დავიწყე სიარული. მეორე მესამე კლასში ლიკაც შევამჩნიე 🙂 თვითონ იხსენებს, რომ დიდი კიკინა მქონდა გაკეთებული კეფაზე 🙂 იმის მერე ერთმანეთს არ მოვშორებივართ. აი დაახლოებით ასე გამოვიყურებოდი :

მეოთხე კლასის მერე რაღაც ეტაპი დამთავრდა და გადავედით შემდეგ ეტაპზე. მეოთხე კლასში ხუთოსანი ვიყავი 🙂

იქიდან გამომდინარე, რომ კლასში 40ზე მეტნი ვიყავით, ყველა ერთმანეთთან ვერ ვიმეგობრებდით. იყო სხვადასხვა ჯგუფები.

ყველაზე კარგი მერვე კლასიდან მეათე კლასი იყო ჩემთვის და ალბათ ყველასთვის. ამ პერიოდში მყავდა უფროსკლასელი თაყვანისმცემლები, რომლებიც ერთანეთში ჩხუბობდნენ და მე ეს ფაქტი ძალიან მსიამოვნებდა 🙂 ძალიან ბევრს დავდიოდით, კარგ დროს ვატარებდით, ალბათ ეს საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.

ჩვენს სკოლაში კი არასდროს ყოფილა პოპულარულობა–არაპოპულარულობის ფაქტორი.  ვსწავლობდი ძალიან კარგად, მყავდა ბევრი მეგობარი, შეყვარებულისმაგვარიც კი 🙂 ეს ყველაფერი გაგრძელდა მეათე კლასამდე.

მეთერთმეტე კლასში ფაქტიურად არ მივლია, თვეში ორი–სამჯერ თუ შევივლიდი სკოლაში. რადგან ამ დროს აბიტურიენტები ვიყავით, სკოლა გვაძლევდა ამის საშუალებას. მერე ბოლო ზარი და ბანკეტი მოახლოვდა.

ჩვენი ბოლო ზარის ყურება ერთ რამედ ღირდა. ყველანაირად მოუმზადებელი, აბსურდულად სასაცილო,  მთვრალი ბიჭები, არეულ–დარეული გამომსვლელები 🙂 მე წამყვანი ვიყავი.

და ბოლოს ბანკეტი, რომელიც არც კარგად მახსენდება და არც ცუდად. ეს იყო ძალიან უგემოვნო მუსიკებით გაფორმებული ხალიჩიან დარბაზში გამართული ბანკეტი, სადაც ხშირად ისმოდა არაშის იმ დროინდელი ჰიტები, ქართული საქეიფო სიმღერები და “ჩორნიე გალაზა”, რომელზეც ლიკა კატეგორიულად არ ცეკვავდა. არც ჩემი კაბით და ვარცხნილობით ვარ კმაყოფილი. გრძელი, ვერცხლისფერი კაბა მეცვა შლეფით, რომელიც სულ გაკვანძული მქონდა.

თმები კი ასე გამოიყურებოდა 🙂

ხუთი წელია რაც სკოლა დავამთავრე და იქ ერთხელაც არ მივსულვარ. ხანდახან მომენატრება ხოლმე, მაგრამ არასდროს არ მინატრია, ნეტავ ისევ სკოლაში ვსწავლობდე–თქო.

Advertisements

10 thoughts on “high school მოგონებები

  1. 😀 😀 კარგი იყო სკოლა. მეც ეგ პერიოდი მახსოვს კარგად. საერთოდ კარგი იყო კარგი დამრიგებელიც რომ გვყოლოდა. უფ ეხლა ეს რომ წაიკითხოს 😀

  2. xoo eg skolis etapi yvelaze martla yvelaze kargi iyoo…. 🙂
    ise ki ar maxsovs rom vtirodiiit skolashi rom migviyvanees 😀
    sheni banketis dge ki gushindeliviit maxsoovs salonis eg suratiiic… da is gaxsovs mere sheni varcxniloba rom gavalamazet nacrisperi tvalis panqriit 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s