სუნამო

სუნამოს მიხედვით ადამიანზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. დაკვირვებული ვარ – ძალიან ბევრს არ უყვარს ტკბილი სუნი, მათ შორის მეც.

სუნამოს შექმნის ისტორია ჯერ კიდევ ადრეულ ცივილიზაციაში იწყებოდა. თანამედროვე პარფიუმერიის წარმოება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო. სოტყვა პერფიუმი მოდის ლათინური წინადადებიდან per fumus, რაც ნიშნავს “კვამლის მეშვეობით”.

მის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ნივთიერებები შედის, ძირითადად გავრცელებულია ხილის, სანელებლების, მცენარეების და ყვავილების სურნელები.

ჩემი პირველი კონტაქტი ნამდვილ სუნამოსთან მოხდა 12 წლის ასაკში (იქამდე მაშინ გავრცელებული საშინელი ტუალეტის წყლები, ე.წ “პასტის დუხები” და ხელოვნურ ვარდებში ჩასხმული სუნიანი სპირტები არ ითვლება) პაკო რაბანის ცნობილი ულტრავიოლეტით, რომელიც დედაჩემის მეგობარმა მაჩუქა. ეს იყო პატარა საცდელი 3 გრამიანი შეფუთვა, მაგრამ ორიგინალი პერფიუმი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა მაშინ🙂

დღემდე არ მავიწყდება ის სუნი, იმის მერე რამდენჯერმე ვიყიდე, მაგრამ ის სულ სხვა იყო. რომ გებანავა და მთელი ტანი დაგეხეხა, სურნელი  მაინც არ გშორდებოდა.

ეს არის ეგზოტიკური და თანამედროვე სურნელების მიქსი ვანილის და ქარვის დაბალი ნოტებით, რეკომენდირებულია  office wear–სთვის.

შემდეგი სუნამო იყო ლანვინის ეკლატი, რომლიც ფლაკონიც დღემდე შენახული მაქვს. ეს უკვე აბიტურიენტობის პერიოდს მახსენებს. ამ პერიოდში გავიცანი ბადრი და ჩემთვის რაღაც სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს🙂

ბოლო ზარის რეპეტიციებზე რომ დავდიოდით, მაშინ დავკარგე თავსაფარი და ქაღალდები მქონდა გაკეთებული, მაგრამ მაინც იღვრებოდა და ამიტომ მალე დაიცალა😦

მუშკი, ქარვა, მწვანე ჩაის ფოთლები, ატმის ფოთლები, სიცილიური ლიმნის ფოთლები და ხილის ექსტრაქტი.

ამის მერე გადავედი ვერსაჩეს  კრისტალ ნოირზე. ინტერნეტში წავაწყდი შემთხვევით. დიზაინი და რეკლამა ძალიან მომეწონა.  ბედზე სურნელმაც გაამართლა. ძალიან სპეციფიური სუნი აქვს, თითქოს შოკოლადის, თითქოს ლიქიორის, მაგრამ ამავე დროს გრილი.

დონატელა ვერსაჩეს შექმნილი ნაღების და მუშკის იშვიათი მიქსი, რომ უფრო იდუმალი, მკაფიო და ბნელი სურნელი ჰქონდეს (ოოოოო  :)   )

შემდეგია ივ სენ ლორანის “ნუ”. ბადრის დას ჰქონდა და თავიდან სასტიკად არ მომეწონა რატომღაც, მაგრამ მერე და მერე დავამუღამე და მეც მომინდა🙂

რაღაც ძალიან უცნაური სუნამოა, ბადრი გირჩების სუნს ამსგავსებს, მაგრამ მე არ ვიცი გირჩების სუნი როგორია🙂

აღმოსავლური ყვავილების სურნელი, ბერგამოტის და კარდამომის ნოტებით, ჟასმინით, ვანილით და მუშკით.

მერე მქონდა ნაომი კემპბელის at night, რომელიც ბადრიმ მაჩუქა ორჯერ. თითქოს ტკბილი სუნი ჰქონდა, მაგრამ არა გამაღიზიანებელი. თითქოს თვითონ კოსმეტიკის სუნი დაყვებოდა.

ატმის, შავი მოცხარის და მსხლის, ქარვის და ყვავილების არომატი. ძირითადად საღამოს მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

და ეს ბოლო ხანებია ეივონის სუნამოებზე გადავედი რატომღაც. მქონდა percieve, INCANDESSENCE, eternal magic.

და ბოლოს, ჩემი ძველი მეგობრისგან შემომრჩა მამაკაცის სუნამო, რომელიც ძალიან ძალიან მომწონს, საკმარისია ერთხელ დავსუნო რომ მთელი დღე თან დამყვება სურნელი🙂

7 thoughts on “სუნამო

  1. როგორ მიყვარს სუნამოები და როგორ მინდა მიყვარდეს😦

  2. rogor maxsovs eg sunamo “ეკლატი”🙂 gansakutrebit is momentebi sheni chantidan rom amovyrigit purclebs da naceriii rom agar etyoboda xolme dagvrili sunamos gamo 😉😀

  3. ეს ორაზროვანი ნათქვამი იყო და ვერ მიხვდი შენ მაგას:P

  4. rare gold
    ninna richie
    versace
    dior – j’adore
    ძირითადად ამათ ვხმარობდი მაგრამ ეხლა
    – christina aguilera by night

  5. me momwonda es duxi da versad mivageni agar gamogis rocky dzalian momcinda muqi lurji bitli qonda sul gindoda rom gesuntqa

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s