ზაფხულის ქრონიკები

გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი სოფელი არ მაქვს, არც დედის მხრიდან და არც მამის მხრიდან, ყოველ ზაფხულს ვიტანჯები მშობლიური ფესვების არქონით. ბავშვობიდან მოყოლებული ხან ვისთან დავდივარ დასასვენებლად და ხან ვისთან. ეს ბოლო წლები უფრო ხშირად რუსთავში ვრჩები ხოლმე, რამდენიმე კვირით თუ წავალ სადმე.

სამი წლის წინ ლიკასთან წავედი რაჭაში, ზუსტად 7 დღე ვიყავი და ბედი არ გინდა? ომი დაიწყო. კიდევ კარგი ბიძაჩემი გვერდზე სოფელში ისვენებდა, თორემ კარგა ხნით დავრჩებოდი. თან რამდენიმე მთის იქით ჯავა იყო, საიდანაც ყურისწამღებად გვესმოდა სროლის და აფეთქებების ხმები. დღემდე ვიხსენებთ, ომი რომ არ დაწყებულიყო, ისეთი კარგი დრო ვატარეთ, ისეთი, რომ ალბათ არასდროს არ დაგვავიწყდება 🙂

9 აგვისტოს წამოვედით და სადღაც 10–11 საათი გზაში ვიყავით, მერე გორი გამოვიარეთ იმის მიუხედავად, რომ ბადრი ისტერიულად მიყვიროდა ტელეფონში, გორი არ გაიაროთ, ბომბავენო.

რაჭიდან რამდენიმე სურათი შემომრჩა სულ, ისიც ტელეფონით გადაღებული. ეს ლიკას საყვარელი ადგილი იყო მდინარესთან, სადაც არიელებივით დავსხდებოდით ხოლმე და ვერც ვერავინ გვხედავდა 🙂

შემდეგ ზაფხულს ვერსად ვერ წავედი, სამაგიეროდ დიანა ჩამოვიდა და არ მომიწყენია. დიანა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩემთან სამი სართულის დაბლა ცხოვრობდა. ახლა მოსკოვშია უკვე რამდენიმე წელია. დღე და ღამე ერთად ვიყავით, ღამე იქ მეძინა ხოლმე. ერთად ბევრი რამე გვაქვს გადატანილი.

11 კლასამდე სამი განუყრელი მეგობარი ვიყავით, მე, დიანა და მაია. მერე დიანა წავიდა, მაია გათხოვდა, ახლა ორი შვილი ჰყავს და დღეს ისეთი ახლო ურთიერთობა ვეღარ გვაქვს, როგორიც ადრე.

ჰოდა, სანამ აქ იყო, იმდენი სურათი გადაიღო, მე რომ მთელი ცხოვრება არ გადამიღია 🙂 დავდიოდით, ვერთობოდით, ბავშვობას ვიხსენებდით… კარგი ზაფხული იყო.

ჩემმა თმებმა ამ ხნის განმავლობაში იმდენი მეტამორფოზა განიცადა, რომ ჩემი სკოლის დროინდელი პათოსი – თმებს არასდროს შევიღებავ–თქო, აღარავის ახსოვდა.

 

ადრე შავი კატა ჰყავდა, სანამ მე კიწის მომიყვანდნენ, სულ გარეთ დაწანწალებდა, ხშირად მესამე სართულის აივანზე იძინებდა და დაბლა ვარდებოდა ხოლმე 🙂 ახლა ნაცრისფერი კატა ჰყავს.

მამრობითი სქესის ყოფილა და ჩემს კატას ურიგებს. ვითომ????? არაა, არ ვათხოვებ ჯერ.

აი წინა ზაფხულს რაც შეეხება, სრული disaster-ი იყო, ამაზე არ მინდა ლაპარაკი, გახსენებაც არ მინდა, თუ როდესმე გამიჩნდა სურვილი, დავწერ 🙂

Advertisements

4 thoughts on “ზაფხულის ქრონიკები

  1. მესმის მე შენი 😦 რას იზამ ხან კარგი ზაფხული იქნება ხან ცუდი. ხედავ რამხელა პათოსით ვწერ? სამაგიეროდ ჩემთან ვატარეთ კარგი დრო 😛

  2. ველოდები ხოდა მოუთმენლად 🙂
    რომ ჩავსვამ თვითმფრინავში და გამოგიგზავნით თავისი მზითვებით მერე ნახე შენ … 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s