საშობაო განწყობისთვის – სანტა და ირემი

ბუხარში ცეცხლი ანთია, სავარძელში კატას სძინავს, გარეთ თოვს. ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან უამრავი საჩუქარი აწყვია. ირგვლივ სრული სიმყუდროვეა ჩამოწოლილი.

ზედა სართულზე ბავშვებს სძინავთ იმ იმედით, რომ დილით საჩუქრები დახვდებათ, რომელიც მშობლებმა ჩუმად უყიდეს და დაალაგეს. შორიდან საშობაო მუსიკა ისმის. სრული იდილიაა.

– ეეე, გაიღვიძე, მოვედით, აეე – უშედეგოდ ღრიალებდა ირემი და სანტას აჯანჯღარებდა.

– ჰა? რა ხდება? სტუმრები მოვიდნენ? – წამოყო თავი სანტამ და თვალებზე ჩამოფხატული ქუდი გადაიწია.

– სტუმრები კი არა ის კიდე.. მოვედით პირველ სახლში.

– აა, უკვე?

– ჰო აბა, ურემს გაზი დავამატე.

სანტა ხვნეშით მივიდა საკვამურთან და ფეხები ჩაყო.

– აა, ცეცხლი ანთია, ვაი ვაი, მომეცი წყალი ირემო.

ირემმა ბუზღუნით მიაწოდა წყალი. სანტა ჩახტა საკვამურში, მას ირემიც მიყვა.

– აბა, სადაა საჩუქრები?

– ჯანდაბა, სახურავზე დამრჩა – შეიგინა ირემმა.

გაბრაზებულმა სანტამ მაგიდაზე მისთვის დატოვებული ნამცხვარი აიღო და შეჭამა.

– რას აკეთებ?– ეტაკა ირემი – ბოლომდე კი არ უნდა შეჭამო, ნახვრად მოკბეჩილი უნდა დატოვო, რომ ბავშვებმა გაიგონ, აქ რომ იყავი.

– იცი რა უჭკუო ცხოველო, ამდენი უფასო საჩუქრები მომაქვს და რასაც მინდა იმას შევჭამ, რასაც მინდა იმას ვიზამ.

სანტამ რძე აიღო და დაბლა დაღვარა.

– ხედავ?…

სახურავზე დატოვებული საჩუქრებით სავსე ურემი ჩამოვარდა და  დაბლა დაეცა.

– წამოდი, შემოვიტანოთ.

გარეთ გავიდნენ და საჩუქრები წამოკრიფეს. ამ დროს კარები მოჯახუნდა.

– ჯანდაბა, ჩაიკეტა– უყვირა ირემმა და წიხლი მიარტყა. რა ვქნათ?

– დიდი ქვა მოძებნე.

ფანჯარა ჩაამტვრიეს და გადაძვრნენ. საჩუქრები დაალაგეს.

– მომშივდა რაღაც – თქვა სანტამ და სამზარელოში გავიდა – რამეს შევჭამ.

– ჩუმად იარე არავინ გააღვიძო  – მიაძახა ირემმა.

სანტამ კარადიდან ჩიპსები გამოიღო და გახსნა სცადა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა და დაბლა დაიბნა.

– შენი… ფუუუ… – იყვირა ნერვებმოშლილმა და  ქვაბებს გამოედო. მთელი მაგიდა აყირავდა და დაიმტვრა.

– წავიდეთ აქედან რა, აღარ მაქვს ნერვები – უთხრა ირემს, რომელსაც რძიან იატაკზე ფეხი მოსრიალებოდა და ნაძის ხის საჩუქრები დაემტვრია, ახლა ცდილობდა ნატეხი გამოეძრო ჩლიქიდან.

– რა ხდება აქ? – იყვირა ოჯახის უფროსმა და ბეისბოლის ბიტით ჩამოირბინა კიბეებზე.

– მე სანტა კლაუსი ვარ, ეს ირემია – გაიკრიჭნენ შობის მახარებლები.

– ახლავე ვრეკავ პოლიციაში.

– წაართვი ბიტა, წაართვი – იყვირა ირემმა და თავში ვაზა გაუქანა. კაცი დაბლა დაეცა.

– წავედით, წავედით დროზე– ყვიროდა სანტა. სიჩქარეში სანთელი გადმოუვარდათ და ფარდას მოედო.

– სახლი იწვის – იღრიალა ირემმა და  წითელი ღვინო მიასხა ფარდას.

სანტა და ირემი გინებით დასხდნენ ურემზე.

დილით გაღვიძებულ ბავშვებს და დიასახლისს საოცარი სურათი წარმოუდგათ თვალწინ. მათთვის ნამდვილი შობის დილა გათენებულიყო…

🙂

inspired by “family guy presents: road to north poles”

 

 

 

Advertisements

3 thoughts on “საშობაო განწყობისთვის – სანტა და ირემი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s