საახალწლო ზღაპარი

დღეს ჩემს ძმიშვილს საახალწლო სპექტაკლი ჰქონდა თეატრში. მე და ბადრი სულ დავდივართ დათუნას სპექტაკლებზე, კარგად ვერთობით. ჯერ ხუთი წლისაა, მაგრამ უკვე პატარა მსახიობია 🙂

12–ის ნახევარზე ბადრის უნდა გამოევლო, მერე ჩემს ძმას უნდა შევხვედროდით და წავსულიყავით. როგორც ყოველთვის ბოლო წუთებში გავემზადე, ვერ ვასწრებდი, და სასწრაფოდ ჩავედი დაბლა. საშინლად გავიყინე, ძლივს ვსუნთქავდი.

მივედით როგორც იქნა, რუსთავში რამდენიმე დარბაზია. ყველაზე დიდი და ლამაზი მთავარ თეატრს აქვს, სადაც ადრე რუსთავის დრამატული თეატრის დასი იყო ბრწყინვალე სპექტაკლებით.

მეორე კულტურის სახლია პარკის ჩასასვლელთან, სადაც ჩვენი სპექტაკლი ტარდებოდა. დარბაზში ყინავდა ისე ციოდა, ბადრი სულ გაიყინა. უამრავი ბავშვი, ზოგი ტიროდა, ზოგი მღეროდა, ზოგს სულ არ აინტერესებდა სპექტაკლი და ეძინა.

სცენა ძალიან ცუდ დღეშია, ჭერი ნახევრად ჩამონგრეული, მაგრამ საბავშვო წარმოდგენებს როგორმე იტანს.

ნახევარი საათი გავიდა სანამ დაიწყებოდა. ვიჯექით გაყინულები.

როგორც იქნა დაიწყო.

ბავშვებს რა მოსმენის კულტურა უნდა მოსთხოვო, მთელი საათნახევარი ხან ღნაოდნენ, ხან რაღაცეებს ყვიროდნენ, ერთმა ასაფეთქებელიც კი ააფეთქა,  მაგრამ არ ჩაშლილა ჩვენი საახალწლო ზღაპარი.

დათუნა პატარა ბეკეკო იყო პაწაწუნა რქებით:

ტრადიციული ზღაპარი ცხოველებზე, ბოროტ მგელზე და ეშმაკ მელაზე, თოვლის ბაბუაზე, სიმღერები, ცეკვები და დამთავრდა კიდეც. ბადრიმ საჩუქრების რიგში დამიჭირა და გაუხარდა 🙂

მერე რასაც ჰქვია ძალით მიმიყვანა თოვლის ბაბუასთან, თან რომ  ვეწინააღმდეგებოდი, თოვლის ბაბუას უხსნიდა, უკვე გაიზარდა და აღარ სჯერა თქვენიო 🙂

მე და რეინჯერი (ბუნდოვანი სურათი გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ დუბლი არ ჰქონია 🙂

ჩვენი ოჯახი (ჩემი ძმა და რძალი)

მერე ეკლესიამდე ჩავისეირნეთ და რამდენიმე სურათიც გადავიღეთ:

ჩემი გაყინული … :*

Advertisements

2 thoughts on “საახალწლო ზღაპარი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s