რა მოხდა ახალ წელს…

ცუდი ნამდვილად არაფერი მომხდარა, პირიქით, საუკეთესო ახალი წელი იყო.

დღე არც ისე კარგად დაიწყო. დილიდან ცუდ ხასიათზე დავდექი. საახალწლო განწყობა მქონდა ნული. მერე დავფიქრდი და ერთ რამეს მივხვდი.

როცა რაიმეს მიმართ დიდი მოლოდინები გაქვს და ეს მოლოდინები არ მართლდება, რჩები ფრუსტრირებული, ამიტომ ჯობია არ შეიქმნა გადამეტებულად კარგი წარმოდგენა და თუ მომხდარმა შენს მოლოდინს გადააჭარბა ძალიან კარგი, თუ არადა არაფერს დაკარგავ.

დღე ასევე არც ისე კარგი განწყობით გაგრძელდა. ვუყურე სმოლვილის რამდენიმე სერიას და “family guy”ს making-ს, ნაძვის ხის ნათურებიც კი არ ჩამირთავს, დამეზარა.

12 საათამდე ბადრის უნდა გამოევლო და თავისთან წავეყვანე, სადაც ჩვენ, ბადრის და ნინი და მისი შეყვარებული ვიქნებოდით. იმდენად ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ ვიფიქრე კიდეც არ წავალ–თქო, მაგრამ დასაწყისშივე ჩავკალი ეს აზრი 🙂

მერე მე და ლიკამ ტელეფონით სინქრონში ვუყურეთ ჯეოსტარის ფინალს. ცოტ–ცოტა ყველას დავცინეთ როგორც ყოველთვის (ისე არასდროს არ გამოდის, რამდენჯერმე ვცადეთ და არ გამოვიდა), დავტკბით მოქმედი და წინა წლის გამარჯვებულების ბექ–ვოკალებით, რამდენიმე დღის წინ მოგებული მანქანით გახარებული სალომე ბაკურაძით. ლიკამ რატომღაც დაასკვნა, რომ გახარებულმა სალომემ ძალიან ბევრი ჭამა და ამიტომ გამოიყურებოდა ცოტა სრულად, მაგრამ მერე ჩვენც ვაღიარეთ, რომ მოგვეგო, ჩვენც ბევრს შევჭამით.

მერე უემოციოდ შევხვდით ოთოს გამარჯვებას (არც სოფოსას შევხვდებოდით დიდი ემოციით) და წავედით საბანაოდ. (ცალ–ცალკე).

9 საათისკენ ვიბანავე და დავიწყე გამზადება. როგორც ყოველთვის ისევ ჩქარ–ჩქარა მომიწია, ვეღარ ვასწრებდი. ჩავიცვი ჩემი შეკერილი კაბა და ჩავედი დაბლა, სადაც ბადრი მელოდებოდა ტაქსით.

ჩემმა კაბამ მცირე ტრანსფორმაცია განიცადა, თავიდან სახელოები ჰქონდა მაგრამ ბოლოს სახელოების გარეშე დარჩა.

ჩემი სამაჯურები :

სარკეში უკან თუ დააკვირდებით შენიშნავთ თეთრ ლაქას, რომელიც მიძვრება საწოლში დასაძინებლად. ეს ჩემი კატაა.

ახალი საყურეები, რომლებიც ძალიან მომწონს. ბიძაჩემს ის რატომღაც გემრიელ ხილს აგონებს და სულ ნერწყვები ადგება.

და დედაჩემის გამოგზავნილი ყელსაბამი, რომელიც ყველას ინდიელების ასოციაციას უჩენს, მაგრამ ღმერთია მოწმე, არც არავინ შემიწირავს მსხვერპლად და არც ინდიელი წინაპრები მყოლია.

ჩავჯექი ტაქსში, 11ის 15 წუთი იყო. რამდენიმე წუთში უკვე ბადრის სახლთან ვიყავით.

ავედით როგორც იქნა ჩემს მომავალ სახლში 🙂 ნინის უკვე ყველაფერი გამზადებული ჰქონდა, დაახლოებით ათი სახეობის ძალიან გემრიელი კერძები (თავი რომ მომეკლა ამას ვერ მოვახერხებდი).

ბოსტნეულის ტორტი, რომელიც ისეთი ლამაზი იყო, რომ გაჭრა ყველას ენანებოდა 🙂

12 რომ მოახლოვდა ჩვენი აქსესუარები გავიკეთეთ სრული განწყობისთვის 🙂

ნინიმ მაგიდის ქვეშ უნდა შევძვრეთ, ბედნიერებას მოგვტანსო 🙂 იმედია ასე იქნება 🙂

აი ასეთი ხედი იშლება აივნიდან:

ნელ–ნელა ახლოვდებოდა 12 საათი და დაიწყო კიდეც ფეიერვერკები, მაგრამ ჩემმა აპარატმა გაჭირვებით დააფიქსირა რამდენიმე.

და ამ დროს გახდა კიდეც 12 საათი… შამპანიური რა თქმა უნდა:

და უცებ ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. ისეთი თბილი და კარგი გარემო იყო, კიდევ კარგი წამოვედი, თორემ საუკეთესო ახალ წელს გამოვტოვებდი. რაც მთავარია ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი იყო ჩემს გვერდით… უკვე მეხუთე ახალი წელი შეგვისრულდა ერთად.

სადღაც პირველისკენ ბადრის მეგობრები შემოგვიერთდნენ, რამდენიმე ჭიქა შამპანიური დავლიე და უკვე კარგად ვიყავი.

ნინის საყვარელი თეთრი ნაძვის ხე:

პირველად მრავალი წლის მანძილზე სახლში არ შევხვედრილვარ ახალ წელს, მაგრამ არ ვნანობ, ძალიან კარგი იყო.

მე და კილერა 🙂 იმედია არ ნახავს, თორემ ხმას აღარ გამცემს 🙂

ამასობაში გახდა ხუთი საათი, მე და ნინის ისე გვეძინებოდა, თვალებს ძლივს ვახელდით.

დაბლა რომ ჩავედით, მერე შევამჩნიე რომ წვიმდა:

ჩავჯექით ისევ ტაქსში და მოვედი სახლში. რა თქმა უნდა ყველას ეძინა. ჩუმად შევედი ძალიან კმაყოფილი და ტკბილად დავიძინე 🙂 ესეც ასე 🙂 happy new year!!!

Advertisements

One thought on “რა მოხდა ახალ წელს…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s