საახალწლო ისტერია

რატომ ხდება, რომ წელიწადში ერთი დღე ეს ხალხი ისე გამოცოცხლდება და დაფუსფუსებენ ყველგან, როგორც არასდროს?

ჩემი ქუჩა ყოველთვის ცარიელია, ერთი ორი კაცი თუ დადის და ერთი–ორი მანქანა თუ დგას. არადა ზუსტად ქუჩის იქით უზარმაზარი ბაზარია.

დღეს რომ გადავიხედე გული გამისკდა, ათასი კაცი ირეოდა ერთმანეთში და მანქანების ტევა აღარ იყო. მოჰქონდათ ქათმები, ტორტები, ცოცხები, სათამაშოები.

აქედან დასკვნა:

ქართველებს ახალი წელი ძალიან გვიყვარს!

თან რაც მთავარია ახალი წლის სახლში შეხვედრა. უამრავი კერძის გამზადება, წელის მოწყვეტა 12 საათამდე და მერე დაქანცული ჯდები სუფრასთან და მუცელს ათასი საჭმელით იტენი.

რა თქმა უნდა ჩვენთანაც ასეთი სიტუაცია სუფევდა დღეს.

საწყალი ქათმები, რომლისგანაც ბებიაჩემი რამდენიმე კერძის მომზადებას გეგმავს.

ვერაფრით ვერ გავაგებინე, რატომ უნდა გააკეთოს ამდენი საჭმელი, როცა შეიძლება ახალ წელს არც არავინ მოვიდეს. სამაგიეროდ ისე დაიღალა, ფეხზე ძლივს დგება. ვეხმარები რაც შემიძლია, მაგრამ ბევრი რომ არაფერი შემიძლია?

ერთადერთი ვინც  ამ საახალწლო სამზადისს არ იზიარებს, ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ის მშვიდობიანად მოგზაურობს პიანინოზე, კარადებზე, წიგნების თაროებში და ხანდახან აქაც სძინავს:

სულ ერთია, მთავარია დაეტიოს, ყველგან იძინებს.

მე დავდივარ ჩემი ფოტოაპარატით და ვერთობი.

ამ ნაძვის ხის ბურთებს ძალიან გადავეკიდე 🙂

დაბადების დღის ტორტის ნარჩენები და მავნე ბიძაჩემი.

სვაროვსკის თვლებით მორთული ფრჩხილების ქლიბი, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე საჩუქრად 🙂

უსაქმურობისგან კომპიუტერის მონიტორს დავუწყე სურათების გადაღება და სმოლვილის მაიორი ზოდი მომყვა ობიექტივში 🙂 ეს კაცი ხომ ყველგან ეჩხირება 😉

არ მიყვარს წინა საახალწლო ისტერია და სახლში თევზის სუნი რომ დგას. არ შეიძლება ყოველგვარი პომპეზური კერძების და სუფრაზე თეფშის თეფზე ჩადგმის გარეშე, შენთვის წყნარად აღნიშნო ახალი წელი?

!!!

Advertisements

4 thoughts on “საახალწლო ისტერია

  1. კაია ახალი წელი.კარგია იიიფ. ეგ ნაირნაირი პომპეზური კერძებიც გემრიელია. მართალია წელს პირველი წელიწადია როცა არ მაქვს განწყობა და პირიქით დეპრესიაც მაქვს, მაგრამ გაუმარჯოს ახალ წელს. გილოცავთ!

  2. მე თუ მკითხავთ საერთოდ ეს ახალი წელი მაგარი უაზრობაა და კიდე ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანი უაზრო არსებაა… არანაირი შინაარსი ახალ წელში არ დევს, მე უბრალოდ მივდივარ ღამით და ვერთობი ჩემს მეგობრებთან ერთან იმიტომ რომ უბრალოდ ქეიფის მიზეზი გაგვიჩნდა… მორჩა. 😀 😀

  3. მეც ძალიან მიყვარს ახალი წელი და მიუხედავად იმისა, რომ დიდად მხიარული განწყობა არც მე არ მქონია, მაინც კარგად გავერთე, ნუ შევეცადე მაინც. სულ ველი , რომ ახალი წელი რაიმე სიახლეს მოიტანს და გამორჩეული იქნება, ეხლაც ამის იმედი მაქვს და ყველას გილოცავთ !!!

    სოფო, ძალიან საყვარელი ფისო გყავს, ვგიიიიჟდები ისე მომწონს 🙂

    პ.ს. ფოტოები დავდე ჩემთან, შეგიძლია ნახო, ასე რომ ელოდი … 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s