ქართველი ვარსკვლავები VS უცხოელი ვარსკვლავები

პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ, რომ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ ვაყენებ ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებს. უბრალოდ მინდა კონტრასტი გავავლო ჩვენი და უცხოელი ვარსკვლავების სხვადასხვა ტენდენციებზე და თუნდაც გემოვნებაზე.

გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი შედარება შტატებთან და თუნდაც ევროპის დიდ ქვეყნებთან არ შეიძლება, მაგრამ არის რაღაცეები, რომელიც ბევრ ფულს და მოსახლეობის მრავალრიცხვოვნებას არ საჭიროებს. ჩაცმის კულტურა, შოუს გაკეთება, მოსმენის კულტურა, თავის წარმოჩენის მცდელობა – ეს ყველაფერი გვანსხვავებს უცხოელებისგან.

დავიწყოთ სრულიად ელემენტარულით: წითელ ხალიჩაზე ჩაცმის კულტურა. გასაგებია, რომ საქართველოში არასდროს არ იქნება ოსკარების დაჯილდოების ან მტვ–ს ცერემონიალი, მაგრამ გავიხსენოთ georgian fashion week-ი. სტუმრების სურათების დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მათ 90%–ს ეცვათ ჯინსის შარვლები, აუცილებლად ტყავის ქურთუკები, უბრალო მაისურები, ძირითადად ნახატიანი და დიდი ჩანთები და ასე იღებდნენ სურათებს სტუმრების სტატუსში. ისეთ ფორმაში იყვნენ მისულები, როგორც ჩვეულებრივ ქუჩაში დადიან. თუ არქმევ ამ ყველაფერსfashion week–ს, როგორც ოპერაში არ შეიძლება ჯინსით წასვლა, რატომ უნდა მიხვიდე მოდის კვირეულზე ასეთი ჩაცმული? გასაგებია, რომ აქ დონატელა და სტელა ვერ ჩააცმევენ ჩვენს ელიტას, მაგრამ ხომ შეიძლება ჩაიცვა კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დაიკავო კლაჩი? ასეა მიღებული მთელს მსოფლიოში. აბა პარიზის fashion week–ზე მივა ვინმე ჯინსის შარვლებით და ნაჭრის ჩანთებით?

ვნახოთ რამდენიმე შედარება ჩვენი და უცხოელი fashion show-ს თუ პრემიერის სტუმარი ვარსკვლავების:

ლელა წურწუმია fashion week–ის სტუმარი.

კეიტ ბლანშეტი ერთ–ერთ ჩვენებაზე. ჯერ მარტო სურათების ხარისხი და განათება რად ღირს.

გეფიცებით პირველად ვნახე ფეშენ შოუზე კედებით მისული ადამიანი. კედებზე ჭკუა მეკეტება ისე მიყვარს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, სად იწყება მაღალი მოდა და სად მთავრდება ყოველდღიური ჩაცმულობა. აი ასე უნდა გეცვას ასეთ ადგილზე:

ვნახოთ შემდეგი:

ნუ ეს კიდე ჯობია ჯინსებს, მაგრამ რატომ, როცა შეგიძლია ასე ჩაიცვა? ნუ დახარჯავ ამაზე მილიონებს, შეგიძლია შეწვდე ნორმალურ კაბას ნორმალურ ფასად.

უბრალოდ, მაგრამ ძალიან ლამაზად აცვია ჯესიკას ბოსის პრეზენტაციაზე.

შავი რა თქმა უნდა დომინირებს, მაგრამ თუ გინდა შავის ჩაცმა, ჩაიცვი ასეთი: (ჩრდილებში რომ ფოტოგრაფი ჩანს, მაგაზე აღარ მაქვს ლაპარაკი)

ან ასეთი:

შედარებისთვის:  :)

მოვრჩეთ ფეშენ შოუებზე ლაპარაკს, სურათები თვითონ ამბობენ ყველაფერს.

გადავიდეთ მუსიკალურ შოუებზე. დავიწყოთ ჟიურით.

არ აქვს მნიშვნელობა ამერიკაა თუ დიდი ბრიტანეთი, ყველგან უყვართ ჟიური, თვით “american idol”  და  “X factor”–ს უცვლელი და მრისხანე წევრი საიმონი. შოუს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჟიურის აბარია. მათ უნდა გახადონ შეფასებები საინტერესო, თუნდაც მათი კამათი, ხუმრობები, ენამოსწრებულობა, რომელზეც შეიძლება ბევრი იცინო. ჯეოსტარის ჟიურის წევრებისგან რა სარგებელი? ან რა სიამოვნება უნდა მიიღო მათი ყურებით? 

ჭოლა ერთი ორს დალოცავს მონაწილეს “გაგიმარჯოს გენაცვალეთი”, ლანაც ერთი ორ სიტყვას დაამატებს და მერე ყველა მარინას რეაქციას ელოდება. ისიც ან მოიწონებს ან ჩაქოლავს კონკურსანტს, მერე ხალხი სტვენას ატეხს და ესაა მთელი ჟიურის ბრწყინვალება.

“american idol” –ს უსაყვარლესი ჟიური, რომელიც ამ წელს საიმონის გარეშე იქნება, მოწყენის საშალებას არ მოგცემდათ, არც კასტინგებზე და არც კონცერტებზე. საიმონის და პოლას სასაცილო ჩხუბები, რენდის ერთი და იგივე ფრაზები, კარას გულთბილი მიმართვები…

იქს ფაქტორში დიდი ბრიტანეთის ორი ულამაზესი ქალი ზის ჟიურიში. სხვა თუ არაფერი მათი კაბების ყურებით დატკბები. ვარსკვლავების აკადემიაში კი აღარც მახსოვს ვინ იყო ჟიური, იმდენად არ დაუმახსოვრებით თავი ჩემთვის.

კარგი, შევეშვათ ჟიურის, ბოლოს და ბოლოს ჟიური ხომ არაა ყველაფერი, ეს უბრალოდ შოუს ელემენტია, რომელიც საქართველოში არ გაგვაჩნია.

წამყვანები: აი კიდევ ერთი პრობლემა.

როგორი უნდა იყოს კარგი წამყვანი:

1. არ უნდა იყოს ყალბი და გამაღიზიანებელი.

2. არ უნდა ჰქონდეს სახეზე ძალით მიკრული ღიმილი.

3. უნდა შეეხედებოდეს.

4. არ არის ლამაზი ორი წამყვანის არსებობის შემთხვევაში გოგო ათჯერ მაღალი იყოს ბიჭზე.

5. უნდა შეეძლოს საზოგადოების აყოლიება და გაცინება.

მაგალითად “american idol”ის უცვლელი წამყვანი რაიან სიკრესტი.

რაიანი უკვე ათი წელია ამ საქმეს ეწევა და ამის წყალობით მილიონერიც კი გახდა. ის ბევრჯერ იყო დასახელებული ამერიკის ყველაზე სასურველი სასიძოს და სექსუალური მამაკაცის ტიტულზე. კასტინგზე მისული გოგოები კისერზე ეკიდებიან.

რა თქმა უნდა ეს არაა მთავარი, რაიანი ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. აქვს ძალიან სასაცილო ენა და ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს აუდიტორიას. მას შეუძლია მონაწილესთან ერთად იცეკვოს, ან მასთან ერთად წამოწვეს  სცენაზე. მისი და საიმონის სასაცილო დაპირისპირებები და ჩხუბები შოუს უფრო საინტერესოს ხდის.

ესეც ჩვენი წამყვანები, რომლებისგანაც ვერც იუმორი ვიგრძენი, ვერც ხალხის აყოლიება და საერთოდ ვერც ვერაფერი გარდა იმისა, რომ საშინლად მაღიზიანებენ.

ისევე როგორც ჟიურის, წამყვანს დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად პროექტისთვის. მაგალითად ავიღოთ ამერიკული so you think you can dance წამყვანი გოგო, კეტ დილი.

გარდა იმისა რომ ქერაა, მაღალი და გრძელფეხება, ამ გოგოს აქვს ყველაფერი, რაც წამყვანს სჭირდება. იუმორი, ლაპარაკის მანერა, კონკურსანტებთან დამოკიდებულება. როცა ცეკვის მერე მონაწილეს ფეხსაცმელის თასმა გახსნია, ვიწრო კაბით კეტი მუხლებზე დამდგარა და გაჭირვებით შეუკრავს  პირდაპირ ეთერში. რომ შეხედავ სიცოცხლეს აფრქვევს🙂

კარგი. ამასაც შევეშვათ. ახლა შოუს გამარჯვებულები. რას წარმოადგენენ ისინი დღეს?

ჯეოსტარის გამარჯვებული, ძალიან ნიჭიერი ანი კეკუა:

არც ალბომი, არც კლიპები, მაქსიმუმი ბრავოს ფინალში გადასვლა.

დაახლოებით ანი წლოვანების იყო ჯორდინ სპარკსი იგივე ფორმატის პროექტი american idol რომ მოიგო. რას წარმოადგენს დღეს? ერთ–ერთ ყველაზე გაყიდვად და ჯილდოების მფლობელ ახალგაზრდა და წარმატებულ მომღერალს.

ან თუნდაც რას მიაღწეს სხვებმა? რომ მერე ჯეოსტარზე ბექებში ემღერათ?

ან პროფილის ხშირი სტუმრები გამხდარიყვნენ?

მგონი ძალიან დიდი პოსტი გამომდის და ამ შედარებებს ალბათ ათასი გვერდი დასჭირდება, ასე რომ შევამოკლებ🙂

და ბოლოს, მის საქართველო, რომელიც ყველა წელს პატიოსნად ტარდება და ერთმანეთზე უკეთესი  მზეთუნახავები იგებენ. პირდაპირ საოცრებაა.

მის საქართველო და მის ამერიკა 2010:

 


 

9 thoughts on “ქართველი ვარსკვლავები VS უცხოელი ვარსკვლავები

  1. და შენ ჩემს ყოველდღიურ ტკივილს შეეხე. და კიდევ კულტურულად შეეხე.ეგ სურათები იმის მეათედია, რაც მართლა იყო georgian fashion week-ზე. არა არ ვყოფილვარ მარა ხომ ვნახე სურათები? და ერთი ნინას სურათი რატომ არ დადე? ერთად რომ ავღფრთოვანდით მე და შენ😀

  2. და კიდე ქართველები ამბობენ მოდას მივყვებითო?!😦

    ქართველი სთარის დამახასიათებელი “აუცილებელი ” თვისებები
    : უნდა იყო დახრუკული(პირდაპირი მნიშვნელობით დახრუკულული) სოლარიუმში,
    მოდის რო გესმის, ეს მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო, და თ ვინმე ამის წარმოჩეენას თუ ცდილობს ძალიან ცუდადც გამოხატავს :გრძელი კაბის შიგნით (ნინას მაგალითზე) ბოტები, ან F.W ზე გამოცხადება კეტებით😦

  3. ”poet” da ”publicist” giorgi kekelidzis stilshi cer kritikas,sof. mapatie da an kvela ert stlshi cert,an zegavlena igrdznoba.🙂 tumca,ra azris var masze eg calke sakitxia.

    • 🙂 ხო ეს შოუდანაა, მართლა კი არ შეუგინებია ხალხისთვის🙂
      fucking shut uuup

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s