სუპერ ჯაშუში ჯაშუშთა შორის

ჩაკი ამერიკული სერიალია, რომლის გადაღებაც 2007 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მე, როგორც სერიალების დიდ მოყვარულს რატომღაც გამომრჩა ეს შოუ და რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით წავაწყდი. შინაარსის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე შანსი მიმეცა ჩაკისთვის და ვუყურე პირველ სერიას.

რა მოხდა მერე? მოხდა ის, რომ ოთხ სეზონს რამდენიმე დღეში ვუყურე. ვუყურებდი დღეში 7–8 სერიას.

რატომ?

ჩაკი ახალგაზრდა, კომპიუტერების ხელოსანი, არაფრით გამორჩეული ბიჭია. მუშაობს ელექტრო–ტექნიკის სუპერმარკეტში, “buy more”–ში თავის ბავშვობის მეგობარ მორგანთან ერთად. მისი ცხოვრება ძალიან მოსაწენად და ერთფეროვნად მიდის.

ერთ დღესაც ჩაკი გახსნის თავისი კოლეჯის მეგობრის, ბრაისის იმეილს. კომპიუტერის ეკრანზე უამრავი სურათი აციმციმდება და გულწასული ჩაკი დაბლა დაეცემა. გონზე მოსვლისას ის უცნაურ უნარს შენიშნავს. მან ტვინში სუპერ კომპიუტერი, ინტერსექტი ჩაიტვირთა, სადაც მთელი სახელმწიფო საიდუმლოებები და ინფორმაციაა შენახული.

ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტი და ცენტრალური დაზვერვა ჩაკის დასაცავად ორ აგენტს გამოაგზავნის, რომლებმაც მას ყურადღება უნდა მიაქციონ და სპეციალურ დავალებებში დაიხმარონ.

როცა ჩაკი ხედავს ადამიანს ან რაიმე ნივთს, რომელიც ინტერსექტის ბაზაზეა დაფიქსირებული, აქვს ხილვა და მის შესახებ იგებს ყველაფერს, რაც აგენტებს ძალიან ეხმარებათ.

შინაარსი ჟღერს სერიოზულად, მაგრამ ერთი რამე გამომრჩა – ეს ყველაფერი არის ძალიან, ძალიან, ძალიან სასაცილო… ისე ხმამაღლა ვხარხარებდი ხოლმე, რომ ალბათ მეზობლებს ესმოდათ.

ჩაკის როლს ძალიან საყვარელი მსახიობი ზაქარი ლევი ასრულებს. (Zachary Levi) , ძირითადად კომედიური ჟანრის მსახიობი. სანამ მსახიობი გახდებოდა, ზაქარი მანქანების მრეცხავი იყო.

მისი აგენტი, ძალიან ლამაზი და სექსუალური, ქერათმიანი სარა უოკერი, რომლის როლსაც პოლონელი ივონე სტრახოვსკი ასრულებს (Yvonne Strahovski). ჩაკს ის ძალიან უყვარდება და არც სარაა გულგრილი, მაგრამ როგორ ყოველთვის რაღაც უშლით ხელს. სარა და ჩაკი ვითომ შეყვარებულები არიან სხვების დასანახად, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა.

მეორე აგენტი (ჩემი ფავორიტი პერსონაჟი) პოლკოვნიკი ჯონ კეისი, სინამდვილეში ადამ ბოლდუინი (Adam Baldwin), ყველაზე ბოროტი და გულჩათხრობილი კაცი, თავიდან ჩაკს ვერ იტანს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ გამოსდის. ბოლო ძალიან მიეჩვევა თავის გუნდს. კეისი ჩაკთან ერთად იწყებს მუშაობას მაღაზიაში.

ჩაკის საუკეთესო მეგობარი დაბნეული და ბავშვობაში ჩარჩენილი მორგანია. მორგანი გიჟდება კომპიუტერულ თამაშებზე და მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ თავისი მეგობარი ჩაკი ჯაშუშია.

ასევე ჩაკის ოჯახი, და და მისი ბოიფრენდი დევონი, რომელსაც ჩაკი super owesomes ეძახის.

ბრაის ლარკინი, ვინც ეს იმეილი გამოუგზავნა, სუპერ ჯაშუში იყო, რომელიც შემდეგ სერიებშიც ჩანს. ის სარას ყოფილი ბოიფრენდია, რაც ართულებს სიტუაციას.

მაღაზიაში ორი სუპერ დებილი თანამშრომელი ჰყავთ, ძალიან სასაცილოები და შტერები.

თთქმის ყველა სერიაში ჰყავთ მოწვეული მსახიობი, ჰოლივუდის ძალიან ცნობილი სახეები.

საწყალმა ჩაკმა არც ბრძოლის ხელოვნება იცის და არც სროლის, როცა სარას შეუძლია ათი კაცი თავისუფლად მოიგერიოს, ის ყოველთვის თავისი აგენტების დასაცავია. მესამე სეზონის ბოლოს ის ინტერსექტის ახალ ვერსიას ჩაიტვირთავს და კუნგ ფუს აითვისებს.

სერიალი ძალიან მაღალი ხარისხის და ბიუჯეტისაა, თითო სერიაში თითო მანქანა და ვერტმფრენი მაინც ფეთქდება 🙂 ფერები ულამაზესია.  საინტერესო შინაარსი, ჩაკის და სარას სასიყვარულო რომანი,  ყველა სერიაში ახალი დავალება და ახალი ლეგენდა, ეს ყველაფერი ამ შოუს ძალიან ყურებადს ხდის.

ესეც გადაღების დროს მომხდარი gag reel–ები:

Chuck – ვუყურებდი აქედან

Advertisements

One thought on “სუპერ ჯაშუში ჯაშუშთა შორის

  1. მეორე სეზონს ვამთავრებ და ისე კარაქივით მიდის, ვერც ვხვდები. უსაყვარლესი სერიალია და სასაცილო რაც მთავარია 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s