my birthday party

გუშინ ჩემი 22 წლის იუბილე იყო, ამასთან დაკავშირებით პატარა სუფრას ვგეგმავდი. ვიყიდე ნამცხვრები, ტორტი, ხილი, ნაყინი, ლამაზად და დეკორატიულად გავაფორმე, ვიფიქრე იქნებ ავცდე ქართულ ტრადიციულ სუფრას და ჩემთვის წყნარად, მშვიდად, მეგობრებთან ერთად დრო გავატარო.

მე ამ ფიქრებში ვიყავი და ბიძაჩემი თურმე ჩუმად გეგმებს აწყობდა🙂

კივი და ზეთისხილები, რომელიც ერთმა ადამიანმა ისე გააქრო, სუფრაზე აღარავის უნახავს, მარტო სურათებიღა დარჩა სამახსოვროდ🙂

გავაწყე ჩემი პატარა სუფრა ხილით, ნამცხვრებით, თან ვღიღინებდი ბედნიერად. ამ დროს ბიძაჩემიც გულში ღიღინებდა.

დასალევად ჩემი ჭკუით ლიქიორი ვიყიდე შოკოლადის.

ამასობაში ჩემი დაქალი და მისი შეყვარებულიც მოვიდნენ, მერე ბადრიც და ცოტა სურათებიც გადავიღეთ.

ჩემი მეგობრის საჩუქარი, ძალიან მომწონს:

ყველას ძალიან მაგრად გვშიოდა, კი ვფიქრობდი გულში ეს ნამცხვრები რას გვეყოფა თქო. ამ დროს ბიძაჩემი შემოვიდა და შემოიტანა ხაჭაპურები, ლობიო, კატლეტი შემწვარი კარტოფილით, ხინკალი და ღვინო. შენი ნამცხვრები და ყავა მე არ მაინტერესებსო მითხრა და დაალაგა სუფრაზე.

ისე გაგვიხარდა და ისე გემრიელად ვჭამეთ ყველამ, მერე ვიცინოდით, ქართველებს ევროპული სუფრები არ გამოგვდის–თქო.

მე და ჩემი ძმა.

მე და ბადრის და, ნინი.

ეს ჩემი პატარა რეინჯერი, ჩემი ძმიშვილი:

პატარა ტიარა

ბევრი ვიცინეთ, ცოტა დავლიეთ, კაცებმა კარგად მოილხინეს. ბოლოს ჩემმა სუფრამ ასეთი სახე მიიღო:

ჩემი ფრჩხილები:

ეს იყო სულ…

4 thoughts on “my birthday party

  1. გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი. :*😉😀

    გემრიელი ნამცხვრები ჩანს😦

  2. ჩემი გადაღებული სურათებიიიი. კარგი იყო გუშინ ნამდვილად. კარგადაც ვიცინეთ🙂

  3. რა ჩემი ბრალია? ისე გემრიელად ეწყო, რომ შემომეჭამა😛

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s