წუხელ ვუყურე ორ ფილმს და ამ პოსტში მინდა პატარა რივიუები გავაკეთო, იმიტომ რომ ნამდვილად ღირს და დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა.
პირველად ვუყურე სულ ახალთახალ ფილმს, the devil (2010).
ჟანრი : ტრილერი, მისტიკა, საშინელებათა.
ვეცდები სპოილერების გარეშე ვისაუბრო. რეჟისორზე ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, სამაგიეროდ სცენარის ავტორი, M. Night Shyamalan ჩემთვის ძალიან ნაცნობი სახელი და გვარია. მისი დაწერილია სცენარი ძალიან ცნობილი ფილმისთვის “The Sixth Sense” (მეექვსე გრძნობა) სადაც მთელს შინაარს კარგად დაწერილი სცენარი განსაზღვრავს, ასევე ფილმები “The Happening” “The Village” “Signs” ყველა ფილმი დაახლოებით ერთ ჟანრშია.
ერთ–ერთ დიდ კომპანიაში ხდება თვითმკვლელობა, როცა სახურავიდან ვარდება ერთ–ერთი თანამშრომელი. ამ კომპანიის დაცვის წევრი, რომელიც ზედმეტად რელიგიურია, მაშინვე აცხადებს, რომ ეშმაკის მოსვლა ადამიანებში თვითმკვლელობით იწყება. რა თქმა უნდა მას არავინ იჯერებს.
ამ ამბების პარალელურად ხუთი ადამიანი შედის ლიფტში. ერთი შავკანიანი ბენია, დაცვის თანამშრომელი, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. მეორე მოხუცი ქალი, რომელიც კლეპტომანია. მესამე ექსცენტრიული გაყიდველის აგენტი, მეოთხე სარა, რომელიც მდიდარი კაცების გამოჭერაზეა და ამით ირჩენს თავს და ბოლოს სიმპათიური მექანიკოსი ტონი.
უცნაური მოვლენები მაშინ დაიწყებს განვითარებას, როცა ლიფტი სართულებს შორის გაიჭედება. შუქები ჩაქრება და როცა აინთება, სარა აღმოაჩენს, რომ ზურგზე ჭრილობა აქვს. ამ წუთიდან ისინი ერთმანეთის დადანაშაულებას იწყებენ. ყველა ეჭვმიტანილია.
პოლიცია და დაცვის წევრები მოქმედებას იწყებენ. კამერებიდან მათ ორი დაცვის წევრი აკონტროლებთ, მაგრამ იმათი ხმა არ ესმით. მათ დეტექტივიც შემოუერთდებათ, რომელიც ცდილობს ყველაფერი გაარკვიოს. დეტექტივს თავისი ისტორია აქვს, ძალიან მტკივნეული. 5 წლის წინ ცოლ შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დამნაშავე კი მიიმალა და დაუტოვა წერილი “ძალიან ვწუხვარ”
დეტექტივები აღმოაჩენენ, რომ შენობაში შემოსულთაგან მარტო ოთხი ადამიანი დარეგისტრირდა, მთავარი ეჭვმიტანილი ტონი ხდება, რომელსაც არ მოუწერია თავისი სახელი და გვარი სარეგისტრაციოში. შუქები დრო და დრო ქრება და ყოველ მოსვლაზე თითო ადამიანი მკვდარი ხვდებათ.
დაცვის წევრი ისევ აგრძელებს მტკიცებას, რომ ამ ყველაფერში ეშმაკის ხელი ურევია და რომ ამ ხალხიდან ერთ–ერთი ეშმაკია. კამერა დააფიქსირებს ხარვეზს, სადაც ეშმაკის სახეა გამოსახული.
საბოლოო ჯამში არ გეტყვით ვინაა ეშმაკი, ან რა საშინელი და სევდიანი საიდუმლო იხსნება ბოლოს ტონის და დეტექტივს შორის, მაგრამ ფილმი მთავრდება ასეთი ფრაზით, როცა დეტექტივი ტონის მანქანს სარკიდან უყურებს, ამ დროს კი დაცვის წევრის ხმა ისმის, რომელიც ამბობს:
“დედა ყოველთვის გვამშვიდებდა თავისი ისტორიების ბოლოს – თუ ეშაკი არსებობს, მაშინ ღმერთის არსებობაც რეალურია…”
მსახიობები კარგად არიან შერჩეულები. ტონის როლს ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა მსახიობი Logan Marshall-Green ასრულებს, რომელიც მე უილ ტრაველერის საიდუმლოდან და the o.c.დან მახსოვს.
შემდეგი ფილმი, რომელსაც უფრო გვიან ვუყურე, იყო მარკ ფორსტერის “Stay” (2005)
ჟანრი – დრამა, მისტიკა, ტრილერი.
რეჟისორის ანგარიშზე ისეთი ფილმებია, როგორებიც ბონდიანას “Quantum of Solace” “Monster’s Ball” “Finding Neverland”, ამიტომ არ გამკვირვებია მისგან ასეთი სახის ფილმი.
ევან მაკგრეგორის პერსონაჟი, სემი ცნობილი ფსიქიატრია. მას ერთ დღეს უწევს დეპრესიულ ახალგაზრდა მხატვართან, ჰენრისთან მუშაობა. ჰენრის როლს რაიან გოსლინგი ასრულებს (the notebook). ჰენრი ეუბნება სემს, რომ შაბათს ღამე ის თავს მოიკლავს.
სემი იწყებს პატარა გამოძიებას, მაგრამ უამრავ უცნაურ ამბავს აწყდება. ის ხვდება ხალხს, რომლებიც გარდაცვლილები არიან, მოვლენები რამდენჯერმე მეორდება, ნელ–ნელა კარგავს ზღვარს რეალობას და ილუზიას შორის. ყველანაირად ცდილობს გადაარჩინოს ჰენრი მოსალოდნელი სუიციდისგან.
სემის მეგობარი გოგო (ნაომი უოტსი) მას ჰენრით მიმართავს, სწორედ აქედან უჩნდება სემს ეჭვი, რომ ყველაფერი არარეალურია. ის ჰენრის ავტომოპასუხეზე თავის ხმას მოისმენს, რომელიც ეუბნება “stay with me, don’t go anywhere”
საბოლოო ჯამში ფინალი აქვს ძალიან უცნაური და შთამბეჭდავი, მთელი ფილმის შინაარსი ეჭვქვეშ დგება. როგორც კომენტარები წავიკითხე, ერთ ყურებაზე ბევრმა ვერ გაიგო როგორ დამთავრდა ფილმი, მაგრამ თუ ყურადღებით უყურებ, ბოლოს ყველაფერს მიხვდები, მაგრამ ბევრი უნდა იფიქრო და გაიხსენო, მთელი ფილმის განმავლობაში რა ხდებოდა.
10/9 ს დავუწერდი ჯერ მარტო სცენარის და სიტყვების გულისთვის. დინამიურია, საინტერესო და მსახიობების თამაშიც ძალიან კარგია.
ერთი კარგად უნდა დავუკვირდე თორემ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი რასაც დასაწყისში ვუყურებ, კინოს ბოლოს დამავიწყდება უკვე 🙂
😀 არ გამიკვირდება შენგან 🙂
გამოხმაურება: მისტიკური ტრილერი | ქამელეონი
the devil me vnaxe magari uazroba…ai the oc aris chemi usayvarlesiii sruiali meketebaa: X
vaimee the oc shenc uyurebddi?vgijdeb mag serialzeeeeeeeeeeeee