10 ყველაზე კარგი შენაძენი

ხშირად ყოფილა შემთხვევა მიყიდია რამე ნივთი, რომელიც ძალიან მომწონებია, მაგრამ აღარ გამომიყენებია და სახლში დამიდია, მაგრამ პირიქითაც, რამდენიმე შენაძენი იღბლიანი გამოდგა.

1. revlon-ის თმის დასახვევი, რომელიც ამაზონიდან გამოვიწერე, ძალიან მსუბუქი და კარგად მოსახმარია, პრობლემებს არ მიქმნის, სწრაფად ახვევს. უბრალოდ მე მაქვს ძალიან სწორი თმა, რაც არ უნდა გავაკეთო, ბოლოს მაინც თავისით ჩამოსწორდება ხოლმე. ერთი წუთი გაიჩერებ და ლამაზი კულულები მზადაა.

ყველა მეკითხება როგორ ვისწორებ თმას ყოველდღე და არ სჯერათ, როცა ვეუბნები, არათუ ვისწორებ, დავარცხნაც კი მეზარება. აპარატის ფასი 9$

2. clean and clear-ის სახის გამწმენდი აპარატი, ასევე ამაზონიდან. მუშაობს ელემენტებზე, თავზე უმაგრდება პატარა ბალიშები, რომელიც გაჟღენთილია სპეციალური სითხით, ჩართავ აპარატს და შავი წერტილებისგან წმინდავს სახეს.

ბალიშეები მოყვება 25 ცალი, ფასი 5 $ (თუ სწორად მახსოვს)

3. ძალიან პატარა და უსაყვარლესი საკერავი მანქანა, რომელიც დედაჩემმა გამომიგზავნა, ისეთი პატარაა, სათამაშოს ჰგავს, მაგრამ უამრავი ზედა და კაბა მაქვს შეკერილი ამ მანქანით. ერთი ეგაა სქელ ქსოვილებს ვერ კერავს.

ფასი 20 ევრო.

4. ჩემი უსაყვარლესი სუნამო ივ სენ ლორანისგან, რომელსაც დიდი ხანი ვუტრიალე და როგორც იქნა გავბედე ყიდვა. დღესაც მაქვს ცოტა შენახული და განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ. ძალიან დახვეწილი და განსხვავებული სურნელი აქვს.

ფასი 90 ლარი.

5. ჩემი საყვარელი ჩანთა–კლაჩი, რომელიც დღეს არაა იშვიათობა 🙂 მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს :p

6. სახლის sleepers–ები, რომელთა გარეშეც ერთი ზამთარიც ვერ ვძლებ, ჩემს წლევანდელ მეგობრებს კურდღლის თავები აქვთ 🙂

7. ჩემი  ტყავის ქურთუკი ფ21–გან, რომელსაც უკვე ერთი თვეა არ ვიხდი. თითქოს თხელია და სარჩული არ აქვს, მაგრამ საერთოდ არ შემცივნია ამ ზამთარს.

8.  ნოკიას ტელეფონის ჩასადები სილიკონის ბუდით და მორთული ამაზონიდან

ფასი 15 $

9.  საყურეები gemstone-ით ფ21სგან, ძალიან მომწონს 🙂

10. ჩემი სასაცილო და საყვარელი ყულაბა, აჩეჩილი თმებით და დაბნეული გამოხედვით 🙂

Advertisements

6 thoughts on “10 ყველაზე კარგი შენაძენი

  1. თმის დასახვევი მოწყობილობა მომეწონა ძალიან 🙂 რამდენი ხანია უკვე, რომ ვოცნებობ ჰაეროვან კულულებზე 😦 🙂 კი მაქვს სახლში ე.წ. “ბიგუდები”
    “ორიფლეიმი”-ს, მაგრამ ამ ბოლო დროს იშვიათად ვხმარობ. ადრე უფრო ხშირად ვიყენებდი, მაგრამ ეხლა მეზარება ძალიან 😦 ხანდახან ვიწნი ხოლმე თმას და მერე ვიშლი, სულ ეგაა და ეგ. ხოდა რა მაინტერესებს, გამომდგარია – ხო ესე გამოდის? საქმე იმაშია, რომ მე სქელი თმა მაქვს, მარა პრობლემური არაა, პირიქით, ძალიან დამყოლია და სოფო მითხარი რა, ღირს რომ ვიყიდო მეც? 🙂

    • კი კი ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა, ფასიც ძალიან მისაღებია, თან რევლონი კარგი ფირმაა. ჩემს უსწორეს თმებს ახვევს და დამყოლ თმებს რას უზამს ხომ წარმომიდგენია 🙂 :*

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s