მე და სამკაულები

რადგან წინა პოსტში ჩემს სისუსტეებზე დავიწყე ლაპარაკი, ბარემ საქმეს ბოლომდე მივიყვან და სამკაულებსაც შევეხები, აი რა არის ჩემი ნამდვილი სისუსტე! 🙂

ფერადი თვლები, მასიური ნაკეთობები, ყველაფერი ოქროს გარდა (ოქრო დიდად არ მიყვარს). თვალს რომ გადავავლებ ხოლმე ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის 🙂

ხშირად ვიცი აჩემება, ანუ შეიძლება ერთი და იგივე სამკაულით ერთი კვირა ვიარო და არ მომბეზრდეს.

ონლაინ შოპინგის დროს პირველად სამკაულებს ვათვალიერებ, მერე ყველა დანარჩენს. სახლში ამის გამო ხშირად დამცინიან 🙂

რამდენიმე სამკაული, რომელიც თითქმის სულ მიკეთია:

ყელსაბამი, რომელიც უკვე 4 წელია მაქვს და ძალიან მიყვარს. უკვე ორჯერ მოტყდა საკიდი, მაგრამ ორჯერვე მეგობრის შეყვარებულმა გააკეთა და ეჭვი მაქვს კიდევ რამდენიჯერმე მოუწევს 🙂 ვერ ველევი ვერაფრით

სამაჯურები ფ21–სგან, რომლებიც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ფერადი ქვებით:

სამაჯურები ეივონისგან, რომელიც ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც კატალოგში ეხატა, მაგრამ არც ცუდია.

საყურეები სვაროვსკის თვლებით, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავად მაჩუქეს ოჯახის წევრებმა 🙂

რამდენიმე ოქროს სამკაული, რომლებსაც უიშვიათესად ვხმარობ, მაგრამ მომწონს:

ბადრის ნაჩუქარი ოქროს ვერსაჩე წინა ახალ წელს 🙂

წინა წლის 14 თებერვლის საჩუქარი ჩემი შეყვარებულისგან, ინდური ვერცხლის სამეული მარგალიტებით (სამწუხაროდ ჯერ არ მქონია შესაძებლობა გამეკეთებინა) ძალიან მომწონს, მაგრამ რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მაჩუქოს, ჩემს კატაზე ძვირფას საჩუქარს აწი მაინც ვერ გამიკეთებს.

აი ასე გამოიყურებიან ჩემი სამაჯურები (მიყვარხართ) 🙂

სასაცილო ყელსაბამი 🙂 ინდიელების მძივებს ჰგავს 🙂

ახლა რაც შეეხება საყურეებს… დიდი შურით და სასოწარკვეთილებით შევცქეროდი ამაზონზე საყურეების საკიდებს, რომლებიც 100 $მდე ღირდა და აქ თავში გენიალური იდეა მომივიდა:

პატარა ტუტორიალი მათთვის, ვინც ჩემსავით საყურეების მიმართ  გულგრილები არ ხართ 🙂

1. ავიღოთ ქაღალდის ყუთი, დაახლოებით ასეთი:

2. ავიღოთ ნებისმიერი სახის საღებავი (მე სკოლის დროინდელი საღებავები გამოვიყენე) და სასურველ ფერზე შევღებოთ ყუთი.

3. მოვრთოთ ყუთი სხვადასხვა სტიკერებით (თუ სურვილი გაქვთ)

4.გავხვრიტოთ ყუთი ნემსით ისე, რომ საყურეები ჩამოვკიდოთ. აი ჩემი საკიდი ასე გამოიყურება:

ჩემი ბეჭდები:

და ბოლოს, შემთხვევითი სურათი:

Advertisements

4 thoughts on “მე და სამკაულები

  1. მესამედაც კაცო? 🙂 იქნება და არ გატყდეს. ეჰ კარგია კარგი სამკაული. ეგ ყუთი ახლაც განისვენებს ჩემს ოთახში ოღონდ ნახევრად ცარიელი, ჩამოიკდება მეზარება საყურეების, რასაც ვხსნი 😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s