makeup and me

გარდა იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფანტასტიკა და მისტიკა, მასთან დაკავშირებული ყველაფერი, ფილმები, ნივთები, ისტორიები, მაქვს მეორე მხარე, რომელსაც ძალიან უყვარს ბრჭყვიალა ნივთები, სამკაულები და კომეტიკა.

ძალიან მინდა ვამბობდე, რომ კოსმეტიკას არ ვიკარებ და ნატურალური სილამაზე ყველაფერს ჯობია,  მაგრამ… რაც არ უნდა ნატურალურად ლამაზი და ბუნებრივი უნდა იყო, მაკიაჟის ხელოვნებას მაინც უნდა ფლობდე.

ჩემს სარკესთან განლაგებულია უამრავი ნივთი, სავარცხლები,  სამკაულების ყუთები, კოსმეტიკის სათავსო და უამრავი სხვადასხვა კრემები. ხშირად დამცინიან ამის გამო, მაგრამ ისიც იციან, რა უნდა მაჩუქონ, მაგალითად ბადრი სულ სამკაულებს მჩუქნის და იცის, რომ ყველაზე ძალიან ეს მიხარია.

გარდა ძირითადი კოსმეტიკის, მაქვს ე.წ. “just in case” პატარა ქაღალდის პარკი, სადაც ისეთი ნივთებია, რომლებიც მარტო გამოსასვლელ დღეებში მჭირდება. ვნახოთ რას შეიცავს ეს პარკი, თან შევეცდები მაღაზია და ღირებულებაც გავიხსენო.

ოქროსფერი წამწამები f21 (forever21.com) სულ რაღაც 0.99$, დანარჩენი ორი აქ მაქვს ნაყიდი, არ მახსოვს ფასი. კარგია განსაკუთრებული საღამოებისთვის. უბრალოდ ერთი პრობლემაა, საქართველოში წამწამების წებო არ იშოვება, უნდა გამოიწერო.

ამაზონიდან ამაზე წინა პოსტშიც დავწერე, , ლორეალის age perfect ტონალური კრემი თავისი ფუნჯით, მაგრამ პატარა კოლოფია და ამასაც ყოველდღიურად არ ვხმარობ. მგონი 5$მდე ღირდა.

ლორეალის პომადა red rhypsody ისევ ამაზონიდან, მაგრამ ისეთი ფერია, ყოველდღიურად ვერ ვიხმარ. ფასი 1$ (ზღაპრული ფასებია ამაზონზე)

თვალის მბზინავი ჩრდილები

ოქროსფერი ტუში ეივონისგან. დაახლოებით 7 ლარი ღირდა.

კოსმეტიკა, რომელსაც ყოველდღე ვიყენებ:

covergirl-is პუდრი 2$  meybillene–ს კრემ–პუდრი 5$  avon–ის ფხვიერი  7 ლარი

რუჟი აქამდე არ მიხმარია, მაგრამ ეს ოქროსფერი ბურთულები რომ დავინახე მაშინვე შემიყვარდა 🙂

ფუნჯები ეივონისგან 15 ლარი

1. კრემ–ჩრდილები  2. ეივონის “smoke eyes”   3. ჩემი ყოველდღიური ჩრდილები.

წამწამების ასაპრეხი f21–გან 2 $

ეს მე მაკიაჟის გარეშე:

ეს საკმაოდ მძიმე მაკიაჟით თსუ–ს ბანკეტზე:

ეს სახლში, 0% მაკიაჟით და თბილი ტანსაცმლით 🙂

და ბოლოს, მსუბუქი მაკიაჟით:

Advertisements

One thought on “makeup and me

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s