მე და ქართული ქორწილები

რა შეიძლება ვთქვა ქართულ ქორწილებზე… ყოველ შემთხვევაში იმათზე, რომლებზეც ვყოფილვარ… და რომლებიც ჩვენს ქალაქშია… მდაა

რა არ მომწონს:

1. არ მომწონს ცალკე მდგარი ნეფე–პატარძლის და მეჯვარეების მაგიდა, სადაც ბოლოს მთვრალი კაცები აღმოჩნდებიან ხოლმე. ძველებური ელფერი აქვს ამ ყველაფერს, თითქოს რამდენიმე საუკუნის წინ, ხალიჩებში გაშლილ ამაღლებულ ადგილზე ზიხარ.

2. არ მომწონს ცოცხალი მუსიკა, სადაც “პატარა ხარ პატარა ხარს” და ათასგვარ მსგავს საშინელებებს მღერიან. იქნებ არ მიყვარს მე ასეთი მუსიკა და მთელ ჩემს ქორწილს მიფუჭებს. ბოლო ქორწილში, სადაც ვიყავი ზუსტად მუსიკის გამო მოხდა უთანხმოება.

3. არ მომწონს გული წასვლამდე და გათიშვამდე დამთვრალი საზოგადოება, ქონიანი ტუჩებით რომ გკოცნიან და სიყვარულს გეფიცებიან.

4. არ მიყვარს ცხრასართულიანი სადღეგრძელოები, საიდანღაც მოტანილი და გაგონილი, თან თუ თამადა კარგი მსმელია და დიდი ღიპი აქვს.

5. არ მიყვარს ყველა ქორწილი ერთ ჩარჩოში რომ ექცევა (ერთ მუსიკაზე შემოსვლა, შამპანიურის კოშკები, პირველი ცეკვა და ა.შ) გასაგებია რომ ეს ყველაფერი ძველი ქართული ტრადიციაა, მაგრამ მოძველდა, აღარაა ლამაზი ხანჯლების ქვეშ პატარძლის გატარება.

გავიხსენებ ბოლო სამ ქორწილს, სადაც ვიყავი.

პირველი ჩემი დეიდაშვილის კარგა ხნით დაგვიანებული ქორწილი იყო ნოემბერში. საშინელი ამინდი იყო, წვიმდა, ტალახები, და ხასიათიც არც ისე კარგი. დილით წავედი სალონში, ჩემი ცხოვრებაში პირველად ცოტათი მოკლედ შეჭრილი თმები (რომელიც ათასი ფერის იყო და ქორწილის წინ ყავისფრად შევიღებე) წვალებით დავივარცხნე. რადგან გოგოს მხარე ვიყავით, ადრე მივედით, მერე ამ წვიმაში და სიცივეში ვიარეთ ჯვრისწერაზე, ხელისმოწერაზე, ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა რესტორანში. მე როგორც წესი ვერ შევძელი მაღალ ქუსლებზე სიარული და  სახლში მოვედი გამოსაცვლელად. იმდენად მოსაწყენი ქორწილი იყო, რომ რამდენიმე საათზე მეტი ვერ გავჩერდით. ათ საათზე წამოვედით.

 

არც სურათების გადაღების სურვილი გაგვჩენია მართალი ითქვას, სულ რამდენიმე სურათი შემომრჩა ამ ქორწილის.

შემდეგი ქორწილი უფრო საინტერესო იყო.

ბადრის მეგობარმა მოიყვანა ცოლი. (ვინც არ იცით, ბადრი ჩემი შეყვარებულია, უკვე 5 წელია ვხვდებით ერთმანეთს) დილითვე მზად უნდა ვყოფილიყავი, ასე რომ ვერსად მოვასწარი წასვლა და თმებიც ვერ გავიკეთე, რაღაც საოცრად, ნახევრად სველი შემრჩა. 11კენ გამომიარა ბადრიმ და სანამ წავიდოდით, თავის დასთან ავედი და იმან გამისწორა თმები (კიდევ კარგი)

მერე წავედით მანგლისში, სადაც ჯვარი უნდა დაეწერათ წყვილს. გზაში მოვყევით ავარიაში, მაგრამ ისეთი არაფერი, მერე ყველას თავი გვტკიოდა 🙂 მე ცოტა ფეხი ვიტკინე, მაგრამ ქორწილამდე დამავიწყდა 🙂 დაჯახების წინ მახსოვს რომ ბადრი წინ გადამეფარა, თითქოს რამეს მიშველიდა (უკან ვიჯექით)

აქ მოვახერხე რამდენიმე სურათი, მაგრამ ბადრიმ ახლადდაქორწინებულებს იმდენი უღო, რესტორანში რომ დავჯექით, ერთი სურათი გადავიღეთ და გაითიშა აპარატი 🙂

მანქანის კარებში ჩემი პაპარაცი ჩანს 🙂 ეს ისაა, რაც ჩემი ჭრელი თმებიდან დარჩა.

არც აქ დავრჩენილვართ დიდი ხანი, არ დამილევია, არ მიცეკვია (ერთი ორი მცდელობის გარდა) .

და ბოლო, ყველაზე კარგი ქორწილი (შედარებით), ისევ ბადრის და ასევე ჩემი მეგობრის ქორწილი, სადაც ყველა ნაცნობები ვიყავით და რაც მთავარია ახალგაზრდები. დავლიე, ვიცეკვე ძალიან ბევრი, ისე რომ ჩემი შეკერილი კაბაც არ დავინდე, ერთი სიტყვით კარგი დრო ვატარე. ნუ მთლად დაბალი დონის მუსიკალური გაფორმება არ ყოფილა, მაგრამ ვერც დიდი გემოვნებით დაიკვეხნიდნენ.

დარბაზი:

მენიუ ცუდი არ იყო, არც გარემო. ერთი სიტყვით ისეთ ხალხთან ერთად, რომელთა გვერდით ყოფნაც გსიამოვნებს, ალბათ ნებისმიერ გარემოში კარგ დროს გაატარებ.

მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება სხვის ქორწილში გავერთო, მაგრამ ჩემი ქორწილი ნამდვილად არ მინდა ისეთი იყოს, როგორიც სხვები.

 

Advertisements

6 thoughts on “მე და ქართული ქორწილები

  1. ძირს ქართული ქორწილი. ძირს! მართლა ძირს, მარა მე ვერ ავცდები ასეთ ქორწილს ეჭვი მაქვს და თუ ჩემი მომავალი ქმარი ჩემზე ადრე არ გაიქცა ქორწილიდან ყველანი მშვიდობით გადავრჩებით 😀

  2. მე ვეცდები ბოლომდე გავქაჩო, თორემ შეიძლება მართლა მარტო დარჩე 😦 მარა ხომ იცი ჩემს კაცს თუ გადაუტრიალდა, რა ცუდი ხასიათი აქვს? აიკრავს გუდა-ნაბადს და გამიყოლებს თან 😀

  3. აჰ, მძაგს ტრადიციული ქართული ქორწილები, დას აერთოდ ქართული-თამადიან-სამი დალეი შეგერგება სიმღერებიანი სუფრები!
    პ.ს. შენ კი ავტორო ძალიან კარად გამოიყურები 🙂

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s