the queen of the gothic

დავიწყებ იქიდან, რომ ამ ჯგუფს უკვე დაახლოებით მეოთხე წელია რაც აქტიურად ვუსმენ და არ არსებობს მათი არც ერთი ალბომი და სიმღერა, რომ არ ვიცოდე. იმდენად მიყვარს, რომ დღემდე ჩემს უსაყვარლეს ჯგუფად რჩება და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდხანს გაგრძელდება ასე. საქართველოში ალბათ ცოტამ თუ იცის მათ შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ შემოქმედებას ყველა გაიცნობს.

განსაკუთრებით ვოკალისტ  sharon den adelze ვგიჟდები, რომელიც მთლიანი მუსიკის სფეროში თამამად ვიტყვი ჩემი კერპი და მისაბაძია ყველა მხრივ. შესანიშნავი ხმა აქვს და ისე გემოვნებიანად იცვამს, რომ ვცდილობ სულ მივბაძო, მაგრამ გრძელი კაბებით სირბილს რომ ვერ დავიწყებ ფაქტია🙂

მათი ჟანრი მთლად გარკვეული არ არის, ერთდროულად უკრავენ გოთიკ როკს, სიმფონიკ როკს და ასე შემდეგ. დაახლოებით სამი მილიონი გაიყიდა მთელს მსოფლიოში within temptation ის ალბომები და ძალიან ცნობილი ჯგუფია თავის ჟანრში. მათზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ დატკბით  მათი საუკეთესო ლაივებით და შესრულებით.

უძლიერესი ხმა აქვს ამ ქალს და რა ვქნა

როგორ ვთქვა ეს ჩემი უსაყვარლესი სიმღერაათქო, როცა აბსოლუტურად ყველა სიმღერა მიყვარს.

მოკლედ თუ მოგეწონებათ და მოუსმენთ, ნამდვილად არ დაკარგავთ არაფერს, პირიქით🙂

by qameleoni555

2 thoughts on “the queen of the gothic

  1. კარგია, კარგი მაგრამ სამი მუშკეტერის სიმღერა მაინც ჯობია🙂
    იყო დრო, 24 საათი ამათ ვუსმენდი.

  2. იყო დრო კი არადა ამდენი ხანია ალბომი არ გამოუშვიათ და მაინც ვუსმენ და ვუსმენ და ვუსმენ. ეჰ მუშკეტერებს ნუღარ გამახსენებ😀

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s