ფერადი თმები – old passion

დაახლოებით ერთ წლის წინ გამიჩნდა ფერადი თმების მანია. რატომ არ ვიცი, გარდატეხის ასაკი არ მქონია და არც სტრესი გადამიტანია, უბრალოდ გამიჩნდა. შევაგროვე უამრავი სურათი, ვკითხულობდი ფორუმზე ვინ როგორ იღებავდა თმებს.

20 წლის ასაკამდე არასდროს არ მქონია შეღებილი თმა და ყოველთვის ვამბობდი არც შევიღებავ–თქო, მაგრამ… დაიწყო და დაიწყო, წითელი, ყვითელი, იასამნისფერი, ლურჯი (ზოლები, თორემ მთლიანად არ შემიღებავს)

საბედნიეროდ კარგი ხარისხის თმა გამომადგა და არ გამიფუჭდა ამდენი ექსპერიმენტებისგან.

და აქ წამოიჭრა დიდი პრობლემა – საღებავები, რომლებიც საქართველოში არ იშოვება. ნუ გაჭირვებით შეიძება ლურჯი ნახოს კაცმა. მეც გმირულად მივიღე გადაწყვეტილება და წითელი ზოლები გავიკეთე.

მერე დავამატე იასამნისფერი, ლურჯი და ფერფლისფერი. მერე ისევ ჩემი ბუნებრივი ფერი დავიბრუნე.

ხანდახან ნოსტალგია მაქვს ხოლმე და იასამნისფერ ტონიკს მაინც ვინახავ შორეულ უჯრაში, მაგრამ ჯერ–ჯერობით თავს ვიკავებ…

2 thoughts on “ფერადი თმები – old passion

  1. 😀😀 საყვარელი რეინჯერი. ეჰ აბა ჩემს თმას რაღა დაემართა? ერთხელ შევიღებე და რა დღეში ჩავარდა:(

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s