ერთი კატის ცხოვრება

უკვე 4 წელია ჩემთან ცხოვრობს. 14 თებერვალს მომიყვანა ჩემმა შეყვარებულმა. კარები რომ გავაღე, დავინახე ორი თითით როგორ ეჭირა შორს გაწეული, რომ ბეწვები არ გადასდებოდა🙂

ხელში რომ ავიყვანე სულ კანკალებდა. 4 თვის იყო, მაგრამ კნუტს არ ჰგავდა. საწყალი, ჯერ პარკში ჩაუსვიათ ჩემი შეყვარებულის მეგობრებს, მერე მანქანაში დაუტოვებიათ, რომ ლუდი დაელიათ. მანქანაში პარკი სულ დაუღრღნია. მერე სახლში მიიყვანა და აბანავა. კარგადაც გავწურეო (არ გიჟდება კატებზე მაინცდამაინც) მერე ფენით გავაშრეო და ასე ჯოჯოხეთგამოვლილი მომიყვანა.

ორი დღე საჭმელი არ უჭამია, იწვა ფანჯრის რაფაზე. მერე დაიწყო სახლის დასუნვა და ათვისება. და მერე ჭამა დაიწყო ისე, რომ ლამის მეც შემჭამა.

სპარსული კატაა, შინშილას რომელიღაც სახეობა, მდედრობითი სქესის. სახელი – კიწი.

კატა, რომელიც არ ჭამს ხორცს და თევზს, არ სვამს რძეს, მარტო თავის საჭმელს მიირთმევს. მთელი დღე სძინავს. თუ ვინმე მოვიდა სასწრაფოდ იმალება საწოლის ქვეშ. მარტო მე ვუყვარვარ და სულ უკან დამყვება.

როცა სძინავს, თავზე შენც რომ დააჯდე არ გაინძრევა:

როცა სველია:

ძალიან მსუქანია, დიდი და ვარდისფერი, ცელულიტებიანი ღიპი აქვს.

ხანდახან ეწევა :

წყნარი და უზრუნველი ცხოვრება აქვს.

4 thoughts on “ერთი კატის ცხოვრება

  1. მე არ ვუყვარვარ? ვუყვარვარ ბოროტო შენ😦 რა ჩემი ბრალია ასე ძალიან რომ ვჭუჭყნი ხოლმე?😦

  2. რა უყვარხარ, იღლიაში რომ ამოიჩრი და დაათრევ აქეთ–იქით🙂

  3. მერე ეგ მეტი სიყვარულისგან რომ მომდის რა ჩემი ბრალია? შენ მაკავებ კიდევ თორემ აქამდე ცოცხალი იქნებოდა?😀 დეიდამისი ვარ ბოლოს დაბოლოს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s