TV histeria – რომანტიული მელოდრამა

მართალია მისტიკური და ფანტასტიკური სერიალები ძალიან მიყვარს, მაგრამ არის ტელე–შოუები, რომლებიც არაა ამ ჟანრის, მაგრამ ყველა სეზონი მაქვს ნანახი და ძალიან მომწონს. სხვათაშორის ფანტასტიკით უფრო ადვილია ადამიანის ყურადღების მიქცევა და დაინტრიგება, აი ცხოვრებისეული სიუჟეტი უფრო დასამუშავებელი და ძნელი მოსაფიქრებელია, რომ დაგაინტერესოს და არ შეწყვიტო ყურება.

1. glee

ნანახი მაქვს ერთი სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეორე სეზონს.

ფოქსის მუსიკალური პროექტი, რომელიც ოჰაიოს შტატის ერთ–ერთი სკოლის ცხოვრებას შეეხება. ბავშვების მასწავლებელი, უილიამ შუსტერი ხსნის  glee club-ს, სადაც ამ სკოლის არაპოპულარული ბავშვები ეწერებიან. შემდეგ კი სხვებიც უერთდებიან. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ კონკურსში, რომელიც სკოლებს შორის გაიმართება. ძალიან ლამაზი ფერების სახალისო, მაღალი ხარისხის სერიალი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.

2. one tree hill

ნანახი მაქვს 7 სეზონი.

თავიდან იწყება თინეიჯერული ცხოვრებით, მაგრამ ბოლო სეზონებში უფრო ღრმა შინაარსი აქვს. რამდენიმე მეგობრის ისტორია, რომლებიც თავისი გზის მონახვას ცდილობენ. ძმები, რომლებსაც საერთო მამა ჰყავთ, მაგრამ ერთმანეთს ვერ იტანენ საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

მსახიობთა ჯგუფი ძალიან კარგად არის შერჩეული. სასიამოვნო ფერების და რაც მთავარია, არ არის მოსაწყენი.

3. Ugly Betty

ნანახი მაქვს 4 სეზონი.

ჩემი უსაყვარლესი სერიალი. ბეტის ისტორია, რომელიც შეუხედავი და უგემოვნო გოგოდან ლამაზ და წარმატებულ ქალად გადაიქცა.

ძალიან სასაცილო, დამახასიათებელი პერსონაჟებით, ლამაზი ფერებით, ცნობილი სახეებით, ჰოლივუდის ვარსკვლავებით მოწვეულ როლებში და მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებით.

4. gossip girl

ნანახი მაქვს 3 სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეოთხეს.

მანჰეტენზე მცხოვრები მდიდარი მეგობრების ცხოვრება, რომელიც ინტრიგებითაა სავსე. უნდა ვაღარო ამ სერიალს ვუყურებ გარდერობის გულისთვის. მსახიობებს ყოველ სერიაში ცნობილი დიზაინერები აცმევენ, ამიტომ მათი ჩაცმულობა ყოველთვის თვალისმომჭრელია. შინაარსი ძირითადად ვის ვინ უყვარს, ვის ვინ დააშორონ და შეარიგონ, მაგრამ გასართობად კარგია.

5. the o.c (orange country)

ნანახი მაქვს 4 სეზონი.

ეს პირველი ტელეშოუ იყო, რასაც ვუყურე და მაშინ ძალიან განცდებში ვიყავი ხოლმე🙂  არა, ნამდვილად კარგი სერიალია, კარგი მსახიობებით და შინაარსით. ისტორია რაიანზე, რომელიც დაბალი ფენიდანაა და ცუდ წრეშია ჩავარდნილი. მისი ადვოკატი მას თავის სახლში წაიყვანს და შვილად აღიარებს.

6. queer as folk

ნანახი მაქვს 5 სეზონი

ამ სერიალზე უკვე ვისაუბრე ამ პოსტში

7. house m.d

ნანახი მაქვს 6 სეზონი. ვუყურებ მიმდინარე მეშვიდეს.

ჰაუსს ბევრი ახსნა არ ჭირდება, ყველამ იცით რა არის.

8. desperate housewives

ნანახი მაქვს 6 სეზონი, ვუყურებ მიმდინარე მეშვიდეს.

მისტერია ლეინში მცხოვრები 4 დიასახლისის ისტორია, სადაც უამრავი საიდუმლო, მკვლელობა და ჩახლართული ამბავია გარეული.

უსაყვარლესი მუსიკით (რაღაცით თითქოს დისნეის ზღაპარს ვამსგავსებ), ლამაზი ფერებით და ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობებით (განსაკუთრებით ევა ლონგორიაზე ვგიჟდები ამ როლში, შეუდარებელია)

9. 90210

ნანახი მაქვს 2 სეზონი

ბევერლი ჰილზის ძველი ვერსიის რიმეიქი, თინეიჯერების ცხოვრება და მათი ინტრიგები. საინტერესო სერიალია, უბრალოდ გასართობად.

10. greek

ნანახი მაქვს 3 სეზონი

უნივერსიტეტის ცხოვრება, სადაც სხვადასხვა “სახლები” უპირისპირდებიან ერთმანეთს.

2 thoughts on “TV histeria – რომანტიული მელოდრამა

  1. მე ტორენტებიდან ვიწერ rutracker.org- დან, საერთოდ ყველაფერს იქიდან ვიწერ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s